დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში” მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში” სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და ის ახალი რეგულაციები განმარტა, რომელიც მელიორაციის სექტორში წყლის მიწოდების რეჟიმებს შეეხება. როგორც მან აღნიშნა, „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“ ემსახურება საირიგაციო წყლის გამჭვირვალე და სამართლიან განაწილებას, წყალმომარაგების სწორ მოლოდინის შექმნასა და წყლის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას. ,,ამ მიზნით წესებში გამოყენებულია სხვადასხვა რეგულირების მექანიზმები რაც უზრუნველყოფს ამ ახალი რეგულაციის ეფექტურად დანერგვას. მიუხედავად იმისა რომ რეგულაციის ამოქმედებიდან მხოლოდ 7 თვე გავიდა, შედეგები ხელშესახებია. პირველად მოხდა „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მიწოდების რეჟიმების…

მეტი...

ბათუმში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ასაკოვან კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მოტოციკლის მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

,,ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუსაბუთებელი და მზაკვრულია” – გაეროში ირანის მისია

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „ეს ბრალდებები დაუსაბუთებელი და მზაკვრულია. ირანის გადმოსახედიდან, ტრამპი არის დამნაშავე, რომელიც სასამართლოში უნდა დაისაჯოს გენერალ სოლეიმანის მკვლელობის ბრძანების გაცემისთვის. ირანმა კანონიერი გზა აირჩია მისი პასუხისგებაში მიცემისთვის“, – ნათქვამია ირანის დიპლომატიური მისიის განცხადებაში. მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს ირანის მიერ დონალდ ტრამპის მკვლელობის მიზნით შეთქმულების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გამო, საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, არ არსებობს იმის მინიშნება, რომ…

მეტი...

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა. ხაზზე მოძრაობა 06:00 საათზე განახლდა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ცნობისთვის, საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათით 16 ივლისის საღამოს შეფერხდა.

მეტი...

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით” – მაია ბითაძე

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით. ძალიან ნათელია უკვე არჩევანი იმ ბოროტ, რადიკალურ ძალასა და იმ ძალას შორის, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მეტი...

23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოზე ისჯელებენ. 23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს. მომხსენებლები იქნებიან: ჯოშუა ჰაკი – სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი – მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ალექსანდრე სოკოლოვსკი – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე.

მეტი...

ურეკში ზღვაში კაცი დაიხრჩო

დღეს დილით ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მეტი...

,,ეჭვი არ მეპარება, რომ ტრამპი ძლიერი და მტკიცე იქნება უკრაინის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში” – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. მან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი მხარს დაუჭერს უკრაინას. ,,სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძლიერი და მტკიცე იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში”, – დაწერა ჯონსონმა.

მეტი...

უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ – Bloomberg

უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ. Bloomberg-ის ცნობით, მხარეები 180 სამხედრო ტყვეს გაცვლას 17 ივლისს გეგმავენ. ,,შეთანხმება მომზადდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შუამავლობით. ეს იქნება მეექვსე ტყვეთა გაცვლა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროების დახმარებით წლის დასაწყისიდან განხორციელდა”, –  აღნიშნავს Bloomberg. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა სააგენტოს მოთხოვნას და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

მეტი...

,,როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ ასრულებს EU-ს წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე” – მიშელის პასუხი ორბანს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ,,საბჭოს როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ თამაშობს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია ევროსაბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით”, – წერს მიშელი ორბანს წერილში. მიშელმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე უარყო ორბანის მტკიცება, რომ ევროკავშირი უკრაინაში ,,ომის მომხრე” პოლიტიკას ატარებდა. ,,ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას”, – წერს მიშელი.

მეტი...

+36 გრადუსი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია…

მეტი...

გლდანში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა

თბილისში, გლდანში ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ეროვნებით ინდოელი ახალგაზრდის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. პოლიციამ მის ბინაში მყოფი ორი პირი გამოიკითხვაზე გადაიყვანა. საქმეზე დაწებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

,,კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან” – არჩილ თალაკვაძე

,,კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან, ჩვენს მოქალაქეებთან, ჩავალთ ყველგან. ლარნაკაში რომ არ არის ჩვენი მოქალაქეების ნება და საქართველოშია, როგორც ჩანს, ამ რადიკალურმა ძალებმა ვერ გაიგეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ლარნაკაში ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.

მეტი...

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.  

მეტი...

„ან იომებთ ან წახვალთ“, ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა” – ივანიშვილი

„ან იომებთ ან წახვალთ“, ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. როგორც მან აღნიშნა,  „გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია“. „ვინაიდან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ – სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს.…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ „ნაცობა“, როგორც აგენტურული, ბნელი და სისხლიანი იდეოლოგია, საბოლოოდ დამთავრდეს და გასამართლდეს” – მამუკა მდინარაძე

,,ყველა ხვდება, მეგობრებო, რომ წელს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ჩვენი ოპონენტები, მაგალითად, თავის ხედვებზე ისაუბრებენ, რადგან მათ, როგორც მათვე თქვეს, არ აწყობთ, რომ შევიდნენ რომელიმე თემის შინაარსში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე სიმართლემ, პატრიოტიზმმა, ქართულმა იდენტობამ, ტრადიციებმა, მშვიდობამ, ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა და ევროპულმა გზამ უნდა გაიმარჯვოს. „ქართული ოცნების“ 41 ათასზე მეტ წევრს ვულოცავ მათ ახალ ოფისს – ცოტა მეტია ციფრი, მაგრამ სხვა ციფრის მთქმელი მე დღეს არ ვარ, გამორიცხულია. გილოცავთ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის,…

მეტი...

“ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას” – მეთიუ მილერი

“ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია” , – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე. “ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა…

მეტი...

,,ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში” – ბიძინა ივანიშვილი

,,საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება არა აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა, არამედ საერთო თანამშრომლობის შემავსებელი ფაქტორია. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა…

მეტი...

,,დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ” – მამუკა მდინარაძე

,,დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც, არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ, ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს!”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. „ერთია არსებული რეალობა და მეორეა საქართველოს წინააღმდეგ მომართული ცრუ კამპანია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ, მაგალითად, ევროკავშირის ფაქტორი, ნაცვლად კეთილსინდისიერი მიზნებისა, ვინმემ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არასდროს მივატოვებთ…

მეტი...

„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები“ – ივანიშვილი

„ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის განცხადებით, „გლობალური ომის პარტია ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ ლობირებს, რომ ისინი ნებისმიერი დავალების შესრულებაზე, მათ შორის, ქვეყნის ომში ჩართვაზე მოაწერენ ხელს“. „გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. ვინაიდან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“,…

მეტი...

,,26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის” – ივანიშვილი

,,26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას დაუჭერს. „დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია. მხოლოდ…

მეტი...

„დღეს „ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს“ – ივანიშვილი

„დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია, ვინაიდან ამომრჩეველი საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ გათვითცნობიერებულია. „წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ…

მეტი...

,,საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ” – ბიძინა ივანიშვილი

,,დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს, დასრულდეს აგენტურა და რადიკალიზმი, რის შედეგადაც საქართველო სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლას. ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ისაუბრა მეორე ფრონტის გახსნის მსურველ ძალებზე და განმარტა, რომ სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე ბოლო წლებია ხორციელდება. „იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა,…

მეტი...

,,ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება” – ირაკლი კობახიძე

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. მისივე თქმით, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს: ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა,  ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ. ,,ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება. არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც…

მეტი...

,,მარტო ყოფილა სახლში” – თბილისში, ხანძრის შედეგად დაღუპული ბიჭი 26 წლისაა

თბილისში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბიჭი 26 წლისაა. ტრაგედია რამდენიმე საათის წინ, ე.წ. ზეემკის დასახლებაში მოხდა. ახალგაზრდა სახლში მარტო იმყოფებოდა. ,,მარტო ყოფილა სახლში და გახვეული ყოფილა საბანში. ცეცხლი რომ დაინახა გაეხვია თვითონვე, როგორც თქვეს, ბევრი არაფერი ვიცი”, – ამბობს მეზობელი. ხანძარი დაღუპულის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ნაგებობებზეც გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 26 წლის ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

მეტი...

“ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე” – ღარიბაშვილი

„ქართული ოცნება“ და წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. „დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში…

მეტი...

კახა კალაძის სიტყვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე: „საღამო მშვიდობის მეგობრებო! მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, ჩვენი გუნდის ლიდერებს, პარტიის თითოეულ წევრს! „ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!“,- ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დაფუძნებელმა მაშინ წარმოსთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების“ შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო. დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე

„ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე: ,,მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები აქ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენი პარტიის თანამებრძოლებს, მოწვეულ სტუმრებს. მსურს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმოთ თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მოგეხსენებათ, დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო. დღეს მმართველი…

მეტი...

ოკუპანტების მიერ, აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ,,თეიმურაზ ხომასურიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მოუწოდა დასაქმებულებს ღია სივრცეში მუშაობა აუკრძალონ

ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მიმართა, არ დაუშვან, რომ მზის აქტიურ მონაკვეთში დასაქმებულებმა სამუშაო ღია სივრცეებში შეასრულონ. სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შუადღიდან 17:00 საათამდე მუშაობა შეჩერდება, კერძოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის, საკვების მიმწოდებელიბისა და კურიერებისთვის. საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურის მატებას 42-43 გრადუსამდე ელოდებიან. მეტეოროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.

მეტი...

კენიაში ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კენიაში ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ახალგაზრდების საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გასულ თვეს დაიწყო, რომლის მიზეზიც მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის მომზადება იყო. კანონი გაიწვიეს, თუმცა აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომასა და სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.

მეტი...

,,პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ მავნებლობაა” – რატი ბრეგაძე

,,გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ,,პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ. ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია. მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.…

მეტი...

თურქეთში, ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოჰყვა – დაღუპულია ორი მგზავრი, მათ შორის ბავშვი

თურქეთში, მუგლეს პროვინციაში, ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა და 35 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია. დაშავებულებიდან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები და მაშველები. დაზიანებული ავტობუსიდან მგზავრების გადმოსაყვანად, მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.

მეტი...

„ძალიან გთხოვთ, ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“ – ქართველი „ჰალკი“ მიმართვას ავრცელებს

გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც, ავტორების მტკიცებით, „ქართველი ჰალკის“ ლევან საგინაშვილის ქორწილიდან კადრები იყო ასახული. ამ ინფორმაციას სპორტსმენი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „მეგობრებო, პატარა გაუგებრობას აქვს ადგილი – ჩემი ძმის ქორწილი იყო და ძალიან გთხოვთ, ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“, – წერს ლევან საგინაშვილი.

მეტი...

ქართველმა ოლიმპიელებმა პარიზში გამგზავრების წინ ოლიმპიური ფიცი დადეს

ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს. ცერემონიების სასახლეში სპორტსმენების  გაცილების ცერემონია გაიმართა, რომელიც ტრადიციულად თამაშებზე გამგზავრების წინ ტარდება. წელს საქართველოს ყველაზე ნაკლები, 28 სპორტსმენი წარმოადგენს. ოლიმპიელები  სპორტის ათ სახეობაში იასპარეზებენ. ასევე, ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს  ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს. პარიზის თამაშების წინ არ შეცვლილა ჩვენი დევიზი – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე. პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია: 1.​ ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 2.​ ლაშა გურული (კრივი) 3.​ გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი) 4.​ გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.) 5.​ ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.) 6.​ გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)…

მეტი...