ბათუმში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ასაკოვან კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მოტოციკლის მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები