„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით” – მაია ბითაძე

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით. ძალიან ნათელია უკვე არჩევანი იმ ბოროტ, რადიკალურ ძალასა და იმ ძალას შორის, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი თემები