,,ეჭვი არ მეპარება, რომ ტრამპი ძლიერი და მტკიცე იქნება უკრაინის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში” – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. მან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი მხარს დაუჭერს უკრაინას.

,,სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძლიერი და მტკიცე იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში”, – დაწერა ჯონსონმა.

მსგავსი თემები