ლაოსში, საგარეო მინისტრების შეხვედრას ჩინეთის პირველი დიპლომატი დაესწრება  

25-27 ივლისს ლაოსში სამიტი იმართება, რომელშიც საგარეო სამეთა მინისტრები მონაწილეობენ. ჩინეთის მხრიდან რეგიონალურ ფორუმში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროში განმარტავენ, ვანგ ი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების ASEAN ( სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება) შეხვედრას,  აღმოსავლეთ აზიის სამიტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ASEAN-ის რეგიონალური ფორუმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ლაოსში.  

მეტი...

კრასნოდარში პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კრასნოდარის ოლქის „კავკაზის“ პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს. „კიევის რეჟიმმა კრასნოდარის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა კვლავ სცადა. დღეს დილით, „კავკაზის“ პორტში საბორნე გემს თავს დრონები დაესხნენ. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის დაშავებულები და გარდაცვლილები არიან“, – განაცხადა გუბერნატორმა. ოპერატიული სამსახურების ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.  

მეტი...

კამილა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ რეკორდული რაოდენობის თანხა მოაგროვა

კამილა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა. ინფორმაციას,კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, კევინ მუნიოსმა განაცხადა. ჰარისის კამპანიის განცხადებით, შემოწირულობა 888 000 დონორმა გაიღო და აღნიშნული თანხა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომლის შეგროვებაც საარჩევნო კამპანიამ 24 საათში შეძლო.  

მეტი...

“საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა”- ნონა ქურდოვანიძე

“საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში – ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს. “რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას…

მეტი...

“სახიფათო და დამაზიანებელი”- როგორ აფასებენ სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას

“სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა” – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. იმნაძე ამბობს, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო, ზიანდება და მცირდება. „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა…

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დაბრუნდება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს თეთრი სახლიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება, მას შემდეგ, რაც COVID-19-ის გამო დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას COVID-19 17 ივლისს დაუდასტურდა.  

მეტი...

ბინაში შეჭრის მცდელობა-გერმანიაში ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ესენში ქურდობის მცდელობისთვის 45 წლის ქართველი დააკავეს. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ქართველი, რომელიც ბინაში შეღწევას ცდილობდა ბინის მეპატრონემ შენიშნა. მისი დანახვისას კაცი გაიქცა და რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ, ის პოლიციამ დააკავა. დაკავებისას ქართველს ყალბი საბუთები აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მისი ჩხრეკისას ამოიღეს ძარცვისთვის საჭირო იარაღები. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მეტი...

სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობებისთვის 82 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2024 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) მთელი საქართველოს მასშტაბით 3103 ინსპექტირება განახორციელეს. შემოწმებულია ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები, სურსათის საცალო და საბითუმო სარეალიზაციო, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა პროფილის ობიექტები. კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, სურსათის მომზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, მიკვლევადობასა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მეორე კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის დაჯარიმდა 82 ბიზნესოპერატორი, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები. გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:…

მეტი...

“ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ“- კახა წიქარიშვილი

„სისტემამ აირჩია ეს გზა თავის დასაცავად – ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა და ასე გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. „მე ვფიქრობ, რომ ის მოსამართლე მოქმედებდა არა თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, არამედ მოქმედებს სისტემის სახელით. ასეთი ფორმა აარჩია კლანმა, რომელიც ჩვენს სასამართლოს სისტემაშია. კლანმა, რომელიც აკონტროლებს მართლმსაჯულებას. ზოგიერთი მოსამართლე პირდაპირ ემორჩილება კლანს, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ კონიუნქტურას ემორჩილება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, მთლიანად ცვლის პროცესის მიმდინარეობას. მე ხვალიდან ვაპირებდი იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებას.…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ბრიფინგს მართავს

ორბელიანების სასახლეში,რამდენიმე წუთში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ბრიფინგს გამართავს.  თემა, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა, რის გამოც კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად მუშაობას ხვალიდან ვერ დაიწყებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა.  

მეტი...

როგორ ჩაერთვება საპყრობილეში მყოფი მესამე პრეზიდენტი არჩევნებში

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის  თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, “ვივა მედში”, მიხეილ სააკაშვილთან დოკუმენტი შევა, სადაც დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო კამპანიის ფაზები. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის მიუხედავად, ის ახლოს რჩება ქართველ ხალხთან. “მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაგრამ მაინც ძალიან ახლოს რჩება ქართველ ხალხთან. პრეზიდენტი სააკაშვილი “რუსული კანონის” რეინიცირებამდეც კი მოუწოდებდა ოპოზიციას ერთიანობისკენ. ის ყოველთვის ორიენტირებულია მომავალზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსაზრებები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად უკანონოდ გვიკრძალავენ მასთან შესვლას და პირად კომუნიკაციას, ჩვენ მაინც ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება. ხვალ ძალიან…

მეტი...

„პრეზიდენტი დევნის ობიექტი ხდება“- თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთგვარი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება. მისივე განმარტებით, მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუციის დაკნინებას ცდილობს. „სრული უზურპაცია და ავტოკრატიის კონსოლიდაცია არის ის რასაც ჩვენ ვხედავთ.  ერთგვარი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება მოქმედი  პრეზიდენტი, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება იმპიჩმენტის პროცესისთვის,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დასახელების უფლებამოსილების შეზღუდვა, თუ ვიზიტებში მისი არ გაშვება, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის მცდელობა მისი ერთგვარი პოლიტიკური დევნის და ინსტიტუციის დაკნინების” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მეტი...

„მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“- მეთიუ მილერი

“მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება. „ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“ – განაცხადა მეთიუ მილერმა.  

მეტი...

“უკრაინა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადდება უსაფრთხოების ახალი შეთანხმებები. მისივე ცნობით, ეს გულისხმობს თავდაცვის, ფინანსურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. ”ჩვენი გუნდი უკრაინის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს. მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ეს შეთანხმებები თავდაცვის მხარდაჭერას, ფინანსებს და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას გულისხმობს. ამის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან ასეთი 30 ხელშეკრულება გვექნება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ NATO-ს წევრი, არამედ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაც. ისინი ყველა თანაბრად მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინსტრუმენტები ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად – ჩვენი უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იმუშავებენ ყველა პირობებში. ასე მივდივართ წინ.”…

მეტი...

ისრაელი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორის ნაწილს, “ჰამასი” რაკეტების გასაშვებად იყენებს

ხან იუნისზე ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ისრაელის იმ გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ისრაელის სამხედროებმა განკარგულება გასცეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ღაზის სექტორის იმ ნაწილიდან მომხდარიყო, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად არის გამოცხადებული. მათი თქმით, “ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაცია იგეგმება, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას ისინი რაკეტების გასაშვებად იყენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ევაკუაციისთვის დრო არ მისცეს. სამიზნე რაიონებში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს. მომხდარის შემდეგ, ათობით ოჯახმა დაიწყო საკუთარი სახლების დატოვება. თავდასხმები გრძელდება ღაზის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ისრაელის სამხედრო ძალებმა, მხოლოდ გასულ კვირას, 63-ჯერ დაარტყეს ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკს, დაიღუპა 91 პალესტინელი და…

მეტი...

ესპანეთში მასობრივ ტურიზმს ისევ აპროტესტებენ

ესპანეთში ისევ გამოვიდნენ მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ. პალმა დე მალიორკაში პროტესტს ათასობით ადგილობრივი შეუერთდა. აქტივისტებს დემონსტრაციაზე თვითმფრინავებისა და საკრუიზო ხომალდების მაკეტები ეჭირათ. გააპროტესტეს ტურისტების გაზრდილი რაოდენობა. ტურიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, ამ წლის განმავლობაში, რამდენიმე აქცია გამართეს სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში, მათ შორის  ბარსელონაში, მალაგაში და კანარის კუნძულებზე. მათი თქმით, ჭარბი ტურიზმი ამ რეგიონებში უძრავი ქონების ფასებს ზრდის და აძვირებს ცხოვრების ხარჯებს ადგილობრივებისთვის. 2024 წლის პირველ მეოთხედში ესპანეთს 16 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც შარშანდელის მონაცემზე 18 პროცენტით მეტია.

მეტი...

“თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია“ – ჰარისი

„მე პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის  და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას , მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევები თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია. ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს…

მეტი...

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ყრილობაზე დასახელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ასი დღე დარჩა. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყურადღების ცენტრში. როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიმდინარე კვირაში პირველად მიმართავს საზოგადოებას. 24 ივლისს შეიკრიბება დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის წესების კომიტეტი, რათა განიხილონ ახალი კანდიდატის არჩევის პროცესი. საბოლოო კანდიდატის ვინაობა დემოკრატიული პარტიის ოთხდღიან ეროვნულ ყრლობაზე გახდება ცნობილი, რომელიც ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს კი პირველად დებატებში 10 სექტემბერს დაუპირისპირდება. ჯო ბაიდენმა აშშ-ის 2024 წლის…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7104 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

მეტი...

„უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს“ – სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს შეფასებით, უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს. „ეს უკრაინის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯია, ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის. უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. მისივე განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება, „ლუკოილი“ სანქციების სიაში შეეყვანა, რამაც ნავთობის ტრანზიტის შეჩერება გამოიწვია, „უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის“. ინფორმაციისთვის, „ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები შეზღუდული იყო და ისინი მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების…

მეტი...

ინდოეთში გავრცელებულმა ვირუსმა 16 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში “ჩანდრიპურას” ვირუსი გავრცელდა. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაფიქსირებულია 50 შემთხვევა, აქედან 16 პაციენტი დაიღუპა. ვირუსი Chandipur-ა ნაკლებად შესწავლილი ვირუსის სახეობაა და მისი მკურნალობის მეთოდი ან ვაქცინა არ არსებობს. დაავადება იწვევს ცხელებას გრიპის ან მწვავე ენცეფალიტის მსგავსი სიმპტომებით. ინდოეთში, ამ დაავადების აფეთქებები პერიოდულად ფიქსირდება. ვირუსი კოღოების ან ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, თუმცა, ინდოეთის ფარგლებს გარეთ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მეტი...

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა დაამტკიცა

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა დაამტკიცა. კრისტენ მიხალს 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 27-მა. კენჭისყრამდე კრისტენ მიხალმა დეპუტატებს წარუდგინა საკუთარი ხედვა და დღის წესრიგი, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე გადასახადების გაზრდასა და ეკონომიკური ზრდისთვის გარკვეულ რეფორმებს ითვალისწინებს. პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კაია კალასი 15 ივლისს თანამდებობიდან გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას ჩაუდგეს სათავეში.

მეტი...

“ბაიდენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ის ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებს. აღნიშნული განცხადება ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მედიასთან საუბრისას გააკეთა. „მე დიდ პატივს ვცემ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენი თავისი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს. უფრო მეტიც, ჯო ბაიდენმა წარმოუდგენელი ძალისხმევა გასწია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არამხოლოდ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ურთიერთობებში მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში“, – აღნიშნა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა თავად ამერიკელებმა…

მეტი...

„საიდუმლო სამსახურის მისიას ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს, ჩვენ ეს ვერ შევძელით“- აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი

„აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა. კიბერლი ჩიტლის განცხადებით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. „საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, – აღნიშნა კიბერლი ჩიტლიმ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ თანამდებობის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტრის გზაზე

ნატახტარის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ცისტერნა შეეჯახა. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ფაიფური – 25 მილიონი დოლარი

ფაიფურის შექმნის ისტორია დაკავშირებულია ჩინეთთან. ფაიფურის ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მთელს მსოფლიში. განსაკუთრებით გამორჩეული და ცნობილია ჩინური ფაიფური, რომელსაც 2000 წლიანი ისტორია გააჩნია. ჩინური ფაიფური გამორჩეულია, როგორც ორიგინალური ფერებით, ისე დამზადების ტექნოლოგიით, ისტორიით და ფიგურებით. ჭურჭელზე გამოსახულ ნებისმიერ ფიგურას გარკვეული ისტორია გააჩნია და შესაბამისი ახსნა აქვს. მაგალითად,  ერთ-ერთ ფოტოზე ასახული ცისფერი და თეთრი ლარნაკი ზღვის წყლითა და ღრუბლის დრაკონის ნიმუშებითაა გაფორმებული.  ზღვა ღელავს, ტალღები ტრიალებს, დრაკონი კი სიხარულით დაფრინავს ღრუბლებს შორის.  ზოგი ჭურჭელი ბუნებასთან არის ასოცირებული, ზოგი ცხოველებთან, ფრინველებთან, მცენარეებთან და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ცისფერი და თეთრი ლარნაკი   8…

მეტი...

„ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ“ – წილოსანი

„პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანას. ნინო წილოსანის განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონი“ რომ დემოკრატიის პრინციპების ანბანს შეესაბამება, ეს არაერთხელ დადასტურებულა. „თავად ეს საკონსტიტუციო სარჩელები, რას ემსახურება, ალბათ, ყველასთვის ძალიან ცნობილია. ამ პრინციპის ამოქმედების დაანონსებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ და შესაბამისად, პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ. პრეზიდენტის სარჩელის შემდგომ როგორც ვიცი, სხვა სარჩელებიც შედის. რაც უფრო მეტი სარჩელი შევა, მათი აზრით,…

მეტი...

„დემოკრატიულმა პარტიამ“ 55 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა.  ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს. აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.

მეტი...

”ჩინეთი უარყოფს სანქციებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას“ – ოფიციალური ჩინეთის პასუხი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის განცხადებას უპასუხეს, სადაც სანქციებზეა საუბარი. კერძოდ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მზადდება ახალი სანქციები ჩინურ სუბიექტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში. მინიშნება გაკეთდა ჩინურ ბანკებზე. „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ობიექტური და სამართლიანი იყო. ჩინეთი არ არის ის, ვინც შექმნა კრიზისი და არც მისი მხარე, მაგრამ აქტიურად მუშაობდა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებისა და კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისთვის. შეერთებულმა შტატებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის, ვიდრე ბრალი ჩინეთზე გადაიტანოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთიც და რუსეთიც დამოუკიდებელი ძირითადი ქვეყნებია. ჩინეთსა და რუსეთს აქვთ…

მეტი...

„დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს პროცესებში ჩაერთოს. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს არის უკანონო პროცესი. „მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ, მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა, მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული…

მეტი...

“ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს”- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

“ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში „დემოკრატიულმა პარტიამ“ უნდა გადაწყვიტოს ვის წარადგენს, ხოლო შემდეგ ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს, ვისი ნახვა სურთ მათ აშშ-ის პრეზიდენტად. „ჩემი მიდგომა ამ გადაწყვეტილების პატივისცემაში მდგომარეობს და ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს“ – განაცხადა კირ სტარმერმა.    

მეტი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საფრანგეთში მიემგზავრება

მასპინძელი ქვეყნის – საფრანგეთისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი საფრანგეთში გაემგზავრება. ჰან ჟენგი ჩინეთის პრეზიდენტის –  სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი იქნება, რომელიც 26 ივლისს, პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას და სხვა ღონისძიებებს დაესწრება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტის განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში. „ვიცე პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას და სხვა ღონისძიებებს, როგორც პრეზიდენტის სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი. ეს სრულად აჩვენებს, თუ რამდენად აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთი საერთაშორისო ოლიმპიურ საქმეს და საფრანგეთის მუშაობას,…

მეტი...

„გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული“- წილოსანი

„გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული, „ლელოს“ ახალი შემადგენლობა სასაცილოა და მათთან გახარიას გაერთიანება რეიტინგულ ზრდას ვერ უზრუნველყოფს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „გიორგი ვაშაძეს თავის თავზე ძალიან საინტერესო მისია აქვს აღებული, პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული და რაღაცნაირად უნდა, რომ „ლელო“ და გახარია შეაწყვილოს. მათი ფორმალური დაწყვილების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთში თანამშრომლობით არაერთხელ გაგვაოცებენ, რადგან ოპოზიციურ ველზე არცერთი პოლიტიკური პარტია არ მეგულება, რომელიც დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილებას იღებს. მათი ერთმანეთში აღრევა…

მეტი...

დმიტრო კულება ჩინეთში ჩადის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ჩინეთში ელოდებიან.  დმიტრო კულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ იის მიწვევით გაემგზავრება. მისი ვიზიტი 23-26 ივლისს არის დაგეგმილი.  

მეტი...

„ვისურვებდი არ გაიმარჯვოს ტრამპმა“- თაკო ჩარკვიანი

„ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტი მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს უკრაინამ მიწის ნაწილი რუსეთს და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის“ – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ჩარკვიანი ამბობს, რომ  ძალიან ვგულშემატკივრობს უკრაინას, რომელიც თავს ღირსეულად იცავს. „სულ ვადევნებ თვალყურს ზელენსკის გამოსვლას. როგორ ღელავს უკრაინელი ხალხი, ნატანჯი და ნაგვემი, პუტინისგან, ამ ტერორისტისგან გაწამებული ხალხი. ამიტომ ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მისი მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს რომ წაიკითხავთ, მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს რუსეთს უკრაინამ მიწის ნაწილი და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება…

მეტი...

პარლამენტთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.        

მეტი...