“ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში „დემოკრატიულმა პარტიამ“ უნდა გადაწყვიტოს ვის წარადგენს, ხოლო შემდეგ ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს, ვისი ნახვა სურთ მათ აშშ-ის პრეზიდენტად.
„ჩემი მიდგომა ამ გადაწყვეტილების პატივისცემაში მდგომარეობს და ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს“ – განაცხადა კირ სტარმერმა.