ბინაში შეჭრის მცდელობა-გერმანიაში ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ესენში ქურდობის მცდელობისთვის 45 წლის ქართველი დააკავეს. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ქართველი, რომელიც ბინაში შეღწევას ცდილობდა ბინის მეპატრონემ შენიშნა.

მისი დანახვისას კაცი გაიქცა და რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ, ის პოლიციამ დააკავა. დაკავებისას ქართველს ყალბი საბუთები აღმოაჩნდა.

გარდა ამისა, მისი ჩხრეკისას ამოიღეს ძარცვისთვის საჭირო იარაღები. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი თემები