“იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში”- ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში

ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა გარეტ უორდმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართავს. როგორც ელჩი ამბობს, საქართველოში ჩამოსვლამდე  ბოდლის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც უორდროპისეულ კოლექციაში მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ინახება. „მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკასთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოს გარეთ ყველაზე დიდი ხელნაწერთა კოლექცია. ამ კოლექციამ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. აქ ვნახე ორი ხელნაწერი. ეს არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ეგზემპლარი და წავიკითხე ამ პოემის ინგლისური თარგმანი, ეს არის საოცარი…

მეტი...

სანაპიროზე დამსვენებლებს ნემსიყლაპიების გუნდმა გადაუფრინა

აშშ-ში, როუდ აილენდის შტატის ქალაქ ვესტერლიში სანაპიროზე ნემსიყლაპიების დიდმა გუნდმა გადაიფრინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელსაც ფაქტის ამსახველი ვიდეო  თვითმხილველებმა მიაწოდეს. “ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს”- ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი. მისივე ინფორმაციით, მწერების გადაფრენა 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ბუნებისმეტყველების ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ  ნემსიყლაპიების გუნდს  უჩვეულო ზომა ჰქონდა.

მეტი...

„ჩემს მედალს ფერი აკლია“- რას ამბობს ბრძოლის შემდეგ ტატო გრიგალაშვილი

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ქართული მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრძოლის შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიმპიურ ოქრომდე ცოტა დააკლდა. „მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. ოლიმპიურ ოქრომდე, საოცნებო მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. ძალიან საწყენია. ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო მაგრამ… ჩემს მედალს რაღაც აკლია, ფერი აკლია…“  

მეტი...

რა პირობით დასთანხმდება უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს?!

„უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა უკრაინა მკაფიოდ ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას. „ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი“- აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს. „ეს არის იარაღის მიწოდება უკრაინაში. ეს ბევრად მეტი უნდა იყოს, კერძოდ, აუცილებელია, გაუქმდეს ნებისმიერი შეზღუდვა – არაფორმალური, ფორმალური – ომის ინფრასტრუქტურის დარტყმაზე, რომელიც მდებარეობს…

მეტი...

“ბევრი რამ ვისწავლე”- მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული საქართველოშია

მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულმა, ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო. ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული საქართველოს ეწვია. „გამარჯობა, მე ჯეიმი ოლივერი ვარ და საქართველოში ვიმყოფები. აქ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ვარ. საქართველოში საუკეთესო დროს ვატარებ. მრავალი წელია, მთელი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მაგრამ შეხედეთ და ისიამოვნეთ. საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე. აქ აღმოაჩენთ გემრიელ კერძებს, შევხვდი საოცარ ადამიანებს, აქაურობამ შთამაგონა, ახალი რეცეპტი მოვამზადო. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში დავბრუნდები 100%-ით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისთვის“-  ამბობს ჯეიმი…

მეტი...

“კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს” – Reuters

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, კამალა ჰარისი, რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში. ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება – მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი. გამოცემის ცნობით, დაგეგმილი ტურნე იმაზე მეტყველებს, რომ კამალა ჰარისი ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან თუ ვინ გახდება მისი პარტნიორი წინასაარჩევნო კამპანიაში. მათივე ინფორმაციით,  ვიცე-პრეზიდენტობაზე კანდიდატების სიაში არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, აშშ-ის…

მეტი...

შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს ვოლოდიმერ ზელენსკი და სი ძინპინი?!

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შორის მოლაპარაკების შედეგებზე ისაუბრა, რომელიც 24 ივლისს გუანჯოუში გაიმართა. „დააახლოვა თუ არა მინისტრ კულებას ჩინეთში შეხვედრამ, მოლაპარაკებებმა და ვიზიტმა უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების პოტენციური შეხვედრა? უეჭველად დააახლოვა. მაგრამ როდის გაიმართება ასეთი შეხვედრა, როდის იქნება ეს შეთანხმება, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხდა გეორგი ტიხიმ.

მეტი...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი რატი ბრეგაძეს და ლევან დავითაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

„მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის „ – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 30 ივლისის განცხადებაში წერია. განცხადება საზოგადოებას იურისტმა ქეთი ქვარცხავამ გააცნო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებულნი არიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ICC-ის გადაწყვეტილებით. მთავრობის დიდი ხნის კამპანია ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტისა და ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ საჯაროდ ცნობილია. არბიტრაჟს არ დაუდგენია, რომ კამპანიამ პროექტის წარუმატებლობა გამოიწვია, თუმცა, ADC-ის მიმართ…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლო დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მერძოლი, ბონდო გაგნიძე ემსხვერპლა. ცხედრის გამოტანა შეტაკებების ეპიცენტრიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მეომარი. ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის  69-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ უკრაინაიში ბრძოლის ხაზზე დაიღუპა.  

მეტი...

ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთში ათი რაკეტა ისროლეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანიდან ნასროლ რაკეტას ისრაელის ჩრდილოეთში მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის მედია წერს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ათი რაკეტა ისროლეს, რის შედეგად ჰაგოშრიმის კიბუცში აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებისგან მიღებული სხეულის დაზიანებით 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. რაკეტების უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტების გაშვების ადგილი ისრაელის არმიის დანაყოფმა არტილერიით დაბომბა.

მეტი...

თუშეთის გზაზაე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი,  ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ფშაველი-აბანო -ომალოს გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა.    

მეტი...

ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გრიგალაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია პარიზის ოლიმპურ თამაშებზე. ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

მეტი...

მსოფლიო საპატრიარქო ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განცხადებას აქვეყნებს

,,მსოფლიო პარიზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომელიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის”, – ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. „ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უმაღლეს სპორტულ მოვლენას, რომელიც პლანეტის ყველა კუთხიდან მილიონობით ჩვენი და-ძმის ინტერესს იპყრობს და გახსნის ცერემონიას საზეიმო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც იგი მასპინძელ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას თავის ისტორიას და ცივილიზაცია გააზიაროს გლობალური მასშტაბის პოზიტიური გზავნილებით. პარიზში გახსნის ცერემონიაზე, ჩვენ დიდი მწუხარებით გავხდით სცენების მოწმენი, რომლებიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის და, ასევე, ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“,…

მეტი...

ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე ავრცელებს. ბაიბა ბრაჟეს ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა, ზუსტი მიზეზი უცნობია. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.

მეტი...

ისრაელი ერდოღანის განცხადების გამო თურქეთის ნატოდან გარიცხვას ითხოვს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთის ნატოდან გარიცხვას ითხოვს. „თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის განცხადებებისა და საშიში რიტორიკის ჭრილში, რომელიც ისრაელში შეჭრას გულისხმობდა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა დიპლომატებს დაავალა სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ნატოს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, რეგიონული ალიანსიდან მისი გარიცხვა მოითხოვონ“, – ციტირებს Reuters-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ცნობისთვის, ერდოღანმა 28 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთი შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს.

მეტი...

„მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარი, შტორმული ღელვა“ – ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. „31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„ფოტოებზე რაც ნახეს, ხელში ჰყავდა აყვანილი. ალბათ, ვერ იგრძნო, რომ უკბინა“ – ახალი დეტალები გარდაცვლილ ტურისტზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, გველის ნაკბენით გარდაცვლილი გერმანელი ტურისტი 45 წლამდე ასაკის მამაკაცია. ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ განაცხადა, რომ ტურისტს გველი ხელში ჰყავდა აყვანილი. „მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სურათი რომ ნახეს, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო, ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა. ფოტოებზე რაც ნახეს, გველი ხელში ჰყავდა აყვანილი. ხელთათმანი კი ეკეთა ტურისტს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიცვა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ უკბინა. აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს,…

მეტი...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს” – ნათია თურნავა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ ვართ ჩართული კონსულტაციებში, რადგან ეს კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, საბანკო საიდუმლოება დაცულია კანონით. „პირველ რიგში, ცნობილია, რომ ის ფიზიკურ პირებს საერთოდ არ ეხება და ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცული არის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს. აქედან გამომდინარე, კანონს ჩვენთან პირდაპირი შეხება ამ კუთხით არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობასთან არ აქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენ არც უნდა…

მეტი...

,,გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო” – ტრამპი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

აშშ-ის ,,რესპუბლიკური” პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რას ფიქრობს დრეგ-არტისტების მიერ წარმოდგენილი საიდუმლო სერობის სცენის შესახებ, რამაც მთელს მსოფლიოში ქრისტიანების აღშფოთება გამოიწვია. ,,ვფიქრობ, რომ გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო. ნამდვილად სამარცხვინო და საშინელი. ჩვენ არ გვინდა საიდუმლო სერობა იმგვარად იყოს ასახული, როგორც ეს იმ ღამით გააკეთეს. მე ყველასთვის ვარ, შენ იმაზე უკეთესად მიცნობ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა და იცი რომ ძალიან დიდი მიმღებლობა გამაჩნია, მაგრამ ის რაც გააკეთეს სამარცხვინო იყო”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

რუსეთმა მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო. ის არქტიკაში, ბალტიის ზღვაზე, წყნარ ოკეანეში და კასპიის ზღვაში ჩატარდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრებში 300 ხომალდი, კატარღა, წყალქვეშა ნავი და მომარაგების გემი მონაწილეობს, წვრთნებში ჩართულია 50 საფრენი აპარატი, 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 20 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი. წვრთნების მიზანია სამხედრო მეთაურობის ორგანოების მოქმედების და ხომალდების ეკიპაჟების, საზღვაო ავიაციის ნაწილების და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების მზადყოფნის შემოწმება. მანევრების დროს 300-მდე სამხედრო დავალება იქნება შესრულებული, რომლის დროს რეალური შეიარაღება იქნება გამოყენებული. საუბარია სარაკეტო და საარტილერიო სროლებზე საზღვაო და საჰაერო მიზნებში. წვრთნებში შავი ზღვის ფლოტი არ…

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ,,იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, – წერია განცხადებაში. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა,…

მეტი...

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება

დეზერტირების ბაზრობაზე დასაქმებულმა მოვაჭრეებმა დილით გზა გადაკეტეს. მათ საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ გახსნეს, რაც პოლიციისგან მიიღეს დაპირება, რომ ადგილზე მერიისა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდოდნენ. გარემოვაჭრეების პროტესტის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც ბაზარი 15 აგვისტოდან იხურება და მოვაჭრეებმა ტერიტორია უნდა დატოვონ. ალტერნატივის სახით შეთავაზებული სავაჭრო ფართები დიღომსა და სამგორში, მათთვის მიუღებელია. ადგილზე მივიდა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ტერიტორია იჯარით აქვს გაცემული მოვაჭრეებზე. ირკვევა, რომ თავად ეს კომპანიაც ქირაობს ბაზრის ტერიტორიას. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ადგილზე სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ვინ ჩაატარებს სამუშაოებს, მისთვის უცნობია. ის მოვაჭრეებს ვერ აძლევს გარანტია, რომ 6 თვის შემდეგ ყველა…

მეტი...

,,თვალთმაქცობაა, როცა ფიქრობ, რომ შენი ქვეყნის ოკუპაცია დონბასის ოკუპაციით დაიწყო” – შალვა პაპუაშვილი

,,როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არა 90-აინ წლებში, არამედ 2022 წლის 24 თებერვალს. სინამდვილეში, მათ რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიძულეს. ასე გამოდის”, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იურმალაში ქართველი მომღერლების ალა პუგაჩოვასთან შეხვედრის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების ქმედებები რუსი ტურისტების მიმართ . „გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პროპაგანდისტები სხვადასხვა სფეროში, ომის შემდეგ როგორ ხვდებოდნენ საზღვარზე ტურისტებს, როგორ დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს. ეს ყველაფერი ხომ გვახსოვს? შეიძლება ახალგაზრდა თაობას 2008-2011 წლები იმდენად კარგად არ ახსოვს, ამიტომ უნდა…

მეტი...

,,1 აგვისტოდან ორგანიზაციებს შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის ტექნიკური ბაზა და მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პირველი აგვისტოდან, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, მოუწევთ განაცხადის გაკეთება. მისი თქმით, თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, ჯერ დააჯარიმებენ, შემდეგ კი იძულებით აღსრულება მოხდება. ,,1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”, – თქვა მინისტრმა. მინისტრმა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება იმ ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაცია ბაზაში, რომლებიც…

მეტი...

,,ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში” – შალვა პაპუაშვილი

,,ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციის საარჩევნო ბანერებზე უნდა ამოიკითხოს ის, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებაა ომი. „რამდენიმე დღის წინ ჩავატარე ბრიფინგი, სადაც მოგიყვანეთ ციტატები, თუ როგორ ითხოვდა ოპოზიცია საქართველოს სახელმწიფოსგან სხვადასხვა ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც გულისხმობდა ესკალაციაში შესვლას რუსეთთან. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას ორგანიზებულად სახელმწიფოს მხრიდან, იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, საზღვრების ჩაკეტვას რუსეთთან, სანქციების დაწესებას, სავიზო რეჟიმის შემოღებას,…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდა

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძემ მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დღეს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერმინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.

მეტი...

ტატო გრიგალაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადის მეორე ბრძოლაში ავსტრიის წარმომადგენელი ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი 1/4 ფინალში გავიდა.

მეტი...

ზუგდიდში, ვეტერანებისთვის თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 27-28 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ისარგებლა სამსახურის 115-მა ბენეფიციარმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 246 ოპტიკური სათვალე და 8 გლუკომეტრი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის…

მეტი...

გომის მთაზე, 10 წლის ბავშვი ცუდად გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა

გომის მთაზე, 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. 29 ივლისს, ბავშვი შეუძლოდ გახდა, ის ოზურგეთში ჩაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვს ანევრიზმა ჰქონდა.

მეტი...

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი უკრაინას დიზელის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ კიევი „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას დიზელის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ კიევი არ განაახლებს რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს. ამის შესახებ ფიცომ უკრაინის ელჩთან მიროსლავ კასტრანთან შეხვედრისას განაცხადა. უკრიანელ დიპლომატთან შეხვედრის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს. ფიცოს თქმით, ელჩთან უკრიანის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის საკითხი განიხილა, შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მდივანი. „თუ უახლოეს დროში უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი არ განახლდება, Slovnaft-ი არ გააგრძელებს უკრაინაში დიზელის საწვავის მიწოდებას, რომელიც ფარავს უკრაინული მოხმარების მეათედ ნაწილს“, – განაცხადა ფიცომ. მისივე თქმით, რუსული ნავთობის…

მეტი...

პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დააკავეს

პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ისრაელის სამხედრო პოლიციამ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დააკავა. ეჭვმიტანილები სამხედრო გამომძიებლებმა დაკითხეს და მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პატიმრობაში. სამხრეთ ისრაელში, ქალაქ ბერშებასთან, სდე თეიმანის ციხეზე თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ღაზაში დაკავებულების წინააღმდეგ სერიოზული ძალადობის შესახებ ცნობები. პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ცხრა ჯარისკაცი. ძალადობის შედეგად პალესტინელი პატიმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯარისკაცების დაკავების შემდეგ, ისრაელის ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტები ჯარისკაცების მხარდასაჭერად სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ. ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ სდე თეიმანში შეჭრა არის „უკიდურესად სერიოზული და კანონის საწინააღმდეგო“. „ჩვენ ომის შუაგულში ვართ და ამ…

მეტი...

ტატო გრიგალაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ოლიმპიადის 1/8 ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა.

მეტი...

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ,,კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ბ.ქ., 1996 წ. დაბადებული ბ.ბ. და 1994 წ. დაბადებული ბ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს…

მეტი...

აჭარაში, ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გველი ტურისტს ეკუთვნოდა, რომელსაც ზრდიდა. ფაქტს ქობულეთის მერიაში ადასტურებენ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

მეტი...

უნგრეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის პირობები გაამარტივა – უცხოური მედია

გერმანული გამოცემა RND ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთმა გაამარტივა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები. ეს მოხდა უნგრეთის პრემიერის, ვქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ. გამოცემის ცნობით, ბუდაპეშტმა ამ ქვეყნების მოქალაქეები ჩართო ,,ნაციონალური ბარათის” პროგრამაში, რომელიც გაიცემა 2 წლის ვადით, უნგრეთში მუშაობის მსურველებისთვის, გახანგრძლივების პერსპექტივით. გამოცემის ცნობითვე, რამდენიმე დღეა რუსები უნგრეთის გავლით შედიან ევროკავშირში უსაფრთხოების შემოწმების გავლის გარეშე და თავისუფლად ახერხებენ გადაადგილებას სხვა ქვეყნებში. RND წერს, რომ შეშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა რუსი ჯაშუშები ასევე შევიდნენ ევროკავშირში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, სერგეი ლაგოდინსკიმ ბუდაპეშტის ქმედებებს ,,არასწორი მიდგომა” უწოდა და…

მეტი...

ღაზის სექტორში ეპიდემიის საფრთხეა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ისრაელის იერიშებს კონფლიქტის ზონაში დღეს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დევნილთა ბანაკებიდან ხალხი ევაკუაციას ცდილობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის სექტორში ეპიდემიის საფრთხეა. პოლიომიელიტის გავრცელების საშიშროების გამო გაეროს ჯანდაცვის უწყება ცეცხლის შეწყვეტას ბავშვების ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის ითხოვს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის, ყატარის და ეგვიპტის შუამავლობით რომში ჩატარებულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შედეგის გარეშე ჩაიარა, ტერორისტული დაჯგუფება ,,ჰამასი” აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშვიდობო წინადადებაში დამატებითი პუნქტები ჩაამატა.

მეტი...