მსოფლიო საპატრიარქო ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განცხადებას აქვეყნებს

,,მსოფლიო პარიზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომელიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის”, – ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უმაღლეს სპორტულ მოვლენას, რომელიც პლანეტის ყველა კუთხიდან მილიონობით ჩვენი და-ძმის ინტერესს იპყრობს და გახსნის ცერემონიას საზეიმო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც იგი მასპინძელ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას თავის ისტორიას და ცივილიზაცია გააზიაროს გლობალური მასშტაბის პოზიტიური გზავნილებით.

პარიზში გახსნის ცერემონიაზე, ჩვენ დიდი მწუხარებით გავხდით სცენების მოწმენი, რომლებიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის და, ასევე, ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაში.

მსოფლიო საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ღვთის გმობა არ არის პროგრესი, არც ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა არის უფლება. მსოფლიო საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდება.

მსგავსი თემები