დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება

დეზერტირების ბაზრობაზე დასაქმებულმა მოვაჭრეებმა დილით გზა გადაკეტეს. მათ საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ გახსნეს, რაც პოლიციისგან მიიღეს დაპირება, რომ ადგილზე მერიისა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდოდნენ.

გარემოვაჭრეების პროტესტის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც ბაზარი 15 აგვისტოდან იხურება და მოვაჭრეებმა ტერიტორია უნდა დატოვონ. ალტერნატივის სახით შეთავაზებული სავაჭრო ფართები დიღომსა და სამგორში, მათთვის მიუღებელია.

ადგილზე მივიდა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ტერიტორია იჯარით აქვს გაცემული მოვაჭრეებზე. ირკვევა, რომ თავად ეს კომპანიაც ქირაობს ბაზრის ტერიტორიას. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ადგილზე სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ვინ ჩაატარებს სამუშაოებს, მისთვის უცნობია. ის მოვაჭრეებს ვერ აძლევს გარანტია, რომ 6 თვის შემდეგ ყველა ისევ შეძლებს მუშაობას.

,,რეაბილიტაციის შემდეგ, ჰალსკის პროგრამაა ასეთი, სადაც იქნება მეტად მოწესრიგებული საბაზრო სიტუაცია და ვნახოთ რა როგორ იქნება. გამართული ბაზარია ნავთლუღში, სადაც გვაქვს მეორე ალტერნატივა, ფუნქციონირებს, 400 ასეთი გარემოვაჭრე დგას, მაგრამ ესენი ფუფუნებას არიან მიჩვეული, აქ გადახურულ ბაზარში. ნებისმიერი ბაზარი სადაა საქართველოში ასეთი ბაზარი არ არის, გადახურული,” – განაცხადა მოიჯარე კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

მსგავსი თემები