თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ფშაველი-აბანო -ომალოს გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა.