უნგრეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის პირობები გაამარტივა – უცხოური მედია

გერმანული გამოცემა RND ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთმა გაამარტივა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები. ეს მოხდა უნგრეთის პრემიერის, ვქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ.

გამოცემის ცნობით, ბუდაპეშტმა ამ ქვეყნების მოქალაქეები ჩართო ,,ნაციონალური ბარათის” პროგრამაში, რომელიც გაიცემა 2 წლის ვადით, უნგრეთში მუშაობის მსურველებისთვის, გახანგრძლივების პერსპექტივით.

გამოცემის ცნობითვე, რამდენიმე დღეა რუსები უნგრეთის გავლით შედიან ევროკავშირში უსაფრთხოების შემოწმების გავლის გარეშე და თავისუფლად ახერხებენ გადაადგილებას სხვა ქვეყნებში.

RND წერს, რომ შეშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა რუსი ჯაშუშები ასევე შევიდნენ ევროკავშირში.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, სერგეი ლაგოდინსკიმ ბუდაპეშტის ქმედებებს ,,არასწორი მიდგომა” უწოდა და აღნიშნა, რომ რუსებისა და ბელარუსების უსაფრთხოების შემოწმების გარეშე ევროკავშირში შესვლის ნებართვის მიცემა ხდება იმ დროს, როცა რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროპის ჰიბრიდული თავდასხმებით დასასუტებლად.

მისი თქმით, ორბანი ,,ძირს უთხრის ევროპულ მიგრაციულ სისტემას და ამავდროულად თავს კრემლის მსახურად აქცევს”.

მსგავსი თემები