,,გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო” – ტრამპი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

აშშ-ის ,,რესპუბლიკური” პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რას ფიქრობს დრეგ-არტისტების მიერ წარმოდგენილი საიდუმლო სერობის სცენის შესახებ, რამაც მთელს მსოფლიოში ქრისტიანების აღშფოთება გამოიწვია.

,,ვფიქრობ, რომ გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო. ნამდვილად სამარცხვინო და საშინელი. ჩვენ არ გვინდა საიდუმლო სერობა იმგვარად იყოს ასახული, როგორც ეს იმ ღამით გააკეთეს. მე ყველასთვის ვარ, შენ იმაზე უკეთესად მიცნობ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა და იცი რომ ძალიან დიდი მიმღებლობა გამაჩნია, მაგრამ ის რაც გააკეთეს სამარცხვინო იყო”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები