სანაპიროზე დამსვენებლებს ნემსიყლაპიების გუნდმა გადაუფრინა

აშშ-ში, როუდ აილენდის შტატის ქალაქ ვესტერლიში სანაპიროზე ნემსიყლაპიების დიდმა გუნდმა გადაიფრინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელსაც ფაქტის ამსახველი ვიდეო  თვითმხილველებმა მიაწოდეს.

“ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს”- ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.

მისივე ინფორმაციით, მწერების გადაფრენა 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ბუნებისმეტყველების ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ  ნემსიყლაპიების გუნდს  უჩვეულო ზომა ჰქონდა.

მსგავსი თემები