„ჩემს მედალს ფერი აკლია“- რას ამბობს ბრძოლის შემდეგ ტატო გრიგალაშვილი

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ქართული მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრძოლის შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიმპიურ ოქრომდე ცოტა დააკლდა.

„მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. ოლიმპიურ ოქრომდე, საოცნებო მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. ძალიან საწყენია. ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო მაგრამ… ჩემს მედალს რაღაც აკლია, ფერი აკლია…“

 

მსგავსი თემები