ლიეტუვა უკრაინას გაუქმებული თბოელექტროსადგურის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას გაუქმებული თბოელექტროსადგურის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს. ენერგეტიკულმა კომპანია Ignitis Gamyba-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინას ჩუქნის 300-ზე მეტ ძირითადი აღჭურვილობის ნაწილს, მათ შორის ტურბინები და გენერატორები. მათი გადატანა გაუქმებული ვილნიუსის CHP-3-დან მოხდება. აღნიშნული ელექტროსადგური 2015 წელს მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო დაიხურა. კომპანიის ხელმძღვანელის, ასტა სუნგაილენის თქმით, CHP-3-ის აღჭურვილობა არა მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვისაა შესაფერისი, არამედ ქვეყნის ელექტრო ქსელის ოპერატორის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს. ასევე, გასულ ორშაბათს, სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიეტუვის ენერგეტიკული კომპანიები უკრაინას 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აღჭურვილობას გადასცემენ. მანამდე კი, ივნისის ბოლოს ლიეტუვის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა Litgrid-მა უკრაინას…

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი. ,,თბილისში წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული ზ.ქ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ც. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 27 ვაზნა მჭიდი და თ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად…

მეტი...

,,ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა” – რამ გამოიწვია IT სისტემების გლობალური შეფერხება

IT უსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ის ცნობით, გლობალური IT პრობლემები გამოწვეულია ,,კონტენტის განახლების დეფექტით”. ამის შესახებ განმარტება Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ კურცმა გააკეთა. Crowdstrike არის კიბერუსაფრთხოების სერვისი, რომელიც შექმნილია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის ინტერნეტის შეფერხების ან ჰაკერების შესაჩერებლად. ,,ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა. საკითხი იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და შესწორებულია. ჩვენ მივმართავთ მომხმარებლებს მხარდაჭერის პორტალზე უახლესი განახლებისთვის და გავაგრძელებთ სრულ და უწყვეტ განახლებებს ჩვენს ვებსაიტზე. დამატებით რეკომენდაციას ვუწევთ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ Crowdstrike-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ოფიციალური არხებით. ჩვენი გუნდი სრულად მობილიზებულია Crowdstrike-ის მომხმარებლების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ჯორჯ კურცმა. შეგახსენებთ, რომ დღის პირველ…

მეტი...

IT სისტემების გლობალური შეფერხება – მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ეს მაჩვენებელი გაიზრდება, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო დარტყმების ზემოქმედება მოიმატებს. გერმანული ავიაკომპანიებმა Lufthansa და SAS Airline-მა განაცხადეს შეფერხების შესახებ. Lufthansa-მ განაცხადა, რომ ჯავშნების მიღება შესაძლოა შეზღუდული იყოს, SAS ამბობს, რომ მისი სერვისები სრულად ფუნქციონირებს, მაგრამ ,,ტექნიკური საკითხები” გავლენას ახდენს მის დაჯავშნაზე. ასევე, პრაღის აეროპორტი დაზარალდა შემოწმების სისტემის გათიშვით და ზოგიერთი რეისი დაგვიანდა. გერმანული ავიაკომპანია Eurowings იტყობინება, რომ მისი ონლაინ რეგისტრაცია (check-in) ამჟამად არ მუშაობს. შვეიცარიის უმსხვილესი აეროპორტი ციურიხში ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავებს ვერ იღებენ.

მეტი...

სარფში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, სარფის საზღვარზე ერთი უცხო ქვეყნის და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე – 1981 წ. დაბადებული თ.ე და 1986წ. დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”,…

მეტი...

შეფერხებით მუშაობენ საერთაშორისო აეროპორტებში

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო, შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხარვეზებია ქუთაისის აეროპორტშიც. შეფერხების გამო კატოვიცეს რეისზე რეგისტრაციას 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. როგორც აეროპორტის საინფორმაციოს ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ბერლინის რეისს, ქუთაისიდან გაფრენილი რეისი პოზნანში (პოლონეთში) დაეშვა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებდა. ამ დროისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი, განრიგის მიხედვით ხორციელდება. IT სისტემების შეფერხება მთელ მსოფლიოში – პრობლემა შეექმნა ბანკების, აეროპორტების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას

მეტი...

პარლამენტმა ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. პარალელურად, პატიმრების ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ თბილისსა და ქუთაისში. ისინი ითხოვენ გაფართოვდეს მუხლების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება. საპარლამენტო განხილვაში ჩართული იყო ,,გირჩიც”, რომელსაც მანამდე თავადაც ჰქონდა ამნისტიაზე კანონპროექტი ინიცირებული. ოპოზციის უმრავლესობა პროცესში არ მონაწილეობს, ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ჰუმანურ აქტს წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს. ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და ,,სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება. მეორე და მესამე მოსმენაზე კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე…

მეტი...

,,რა უფლება აქვს საქართველოს მხარეს, მესამე ქვეყანაში გადასვლა ამიკრძალონ” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ყვება, რომ მესაზღვრეებმა მას საქართველოს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ მას ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ ბაქოს მიმართულებით შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, მისთვის არ განუმარტავთ, რატომ ეკრძალება მესამე ქვეყანაში, კერძოდ თურქეთში წასვლა. ,,ორჯერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით დამაპატიმრეს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მე როგორც პოლიტპატიმარი ისე მაღიარეს. პატიმრობაში ყოფნისას 242 დღე გრძელდებოდა ჩემი შიმშილობის აქცია, რადგან ეს პატიმრობა იყო დაკვეთით და უსამართლოდ. ამ ყველაფრის მერე საქართველოში მოვედი და ამის მერე ჩემს ოჯახზე იმუქრებოდნენ აზერბაიჯანში, რომ მე თუ არ დავან3ბებდი ილჰამ ალიევის ხელისუფლების კრიტიკას, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. მერე…

მეტი...

,,საყოველთაო ამნისტია პატიმრებს” – მსჯავრდებულების ოჯახის წევრები თბილისში აქციას მართავენ

პატიმრების ოჯახის წევრები ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს. პატიმრების ოჯახის წევრები ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ,,მმართველმა პარტიამ, რომელმაც კანონპროექტი გამოსცა, თითქოს და გვიმტკიცებს, რომ ეს არის ჰუმანური აქტი. ჩვენ, აქ შეკრებილები, ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს არ არის ჰუმანური აქტი და ეს კიდევ ერთი დაცინვაა სახელმწიფოსგან და არამარტო ჩვენი, არამედ პატიმრების დაცინვაა. ჰუმანური აქტი იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ შეეხებოდა ყველა მუხლს, ნაწილობრივ მაინც. ჩვენ არ ვითხოვთ ყველა პატიმრის გამოშვებას, ვითხოვთ ყველა მუხლს ნაწილობრივ მაინც შეეხოს,” –…

მეტი...

ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ ქუთაისში. პატიმრების ოჯახის წევრები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და ითხოვენ სასჯელი ყველა პატიმარს 1/4-ით შეუმცირდეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი პატიმრების უმეტესობას არ ეხება. ,,ჩვენი მოთხოვნაა 1/4 ყველა პატიმარს, რეალურად ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც შეუძლებელი არ არის ნამდვილად და არ ვითხოვთ იმას, რომ ყველა პატიმარი გაათავისუფლონ და ციხის კარი გაიღოს, უბრალოდ ვითხოვთ ჰუმანური აქტის გამოცემას და 1/4-ს ყველა პატიმარზე. ბევრი წინაპირობა აქვს, იმდენი დათქმა აქვს, რომ ფაქტობრივად ვერავინ ვერ გამოდის ამ ამნისტიით და ამ კანონპროექტით”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  

მეტი...

დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც იღებდა თუ როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხუციშვილის ქუჩიდან გამოსულმა ეკიპაჟმა მას გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ბიჭს. შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე. მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. ოჯახის ცნობით, მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.

მეტი...

,,თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის უკრაინაში არ გაჩერდება” – ჯონ ჰილი

,,რუსეთი შორს არის ძალის ამოწურვისაგან და თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის უკრაინაში არ გაჩერდება”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბრიტანეთის ახალი მთავრობა, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საარტილერიო დანაყოფებს. მინისტრმა სხვა დეტალები აღარ დააკონკრეტა. ორი დღის წინ, ლეიბორისტების ახალმა მთავრობამ თავდაცვის პოლიტიკის დაპირებული გადახედვა დაიწყო, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.

მეტი...

IT სისტემების შეფერხება მთელ მსოფლიოში – პრობლემა შეექმნა ბანკების, აეროპორტების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას

IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებები დაფიქსირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრობლემები შეექმნა ავიახაზების, მედიის, ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას. მიზეზი უცნობია, მაგრამ ,,მაიკროსოფტი” ამბობს, რომ შემარბილებელ ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის პროგრამულ უზრუნველყოფაშია. აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს. მიზეზი: გლობალური კომუნიკაციის პრობლემები. ფრენების შეფერხებები დაფიქსირდა ბერლინსა და ესპანეთში. კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა. იაპონიის ნარიტას აეროპორტში, ტოკიოდან დაახლოებით 60 კილომეტრში,…

მეტი...

ასხის მთაზე მწყემსი მოკლეს

ასხის მთაზე, მწყემსმა მწყემსი მოკლა. მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 35 წლამდე კაცი. რა გახდა მათ შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,სომხეთის თანამშრომლობა NATO-სთან სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის რისკს ქმნის” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, სომხეთის სწრაფვა ნატოსკენ სინანულისა და შეშფოთების მიზეზია. მისივე თქმით, ერევნის ქმედებები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს ქმნის. ,,ერევანი ნატოსთან თანამშრომლობის გაზრდას ამჯობინებს. ისინი ვაშინგტონში ალიანსის სამიტშიც მონაწილეობდნენ. ატარებენ ერთობლივ სამხედრო მანევრებს. ამის ნათელი მაგალითია ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე ამერიკულ-სომხური წვრთნები Eagle Partner-ი. ეს იწვევს არა მარტო სინანულს, არამედ შეშფოთებას სომხეთის მომავალთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, რომელიც ნატოს ეკონომიკური დეპარტამენტია, არაერთხელ ჩაატარეს მსგავსი მაქინაციები მრავალ ქვეყანასთან. ცნობილია, როგორ მთავრდება ეს “არწივის პარტნიორობა”: გამოიყენებენ და მიაგდებენ როგორც არასაჭიროს. ასეთი ტემპით თანამშრომლობის გაღრმავებით მათთან,…

მეტი...

,,თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ” – UEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს

,,თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ”, – ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. „UEFA EURO 2024 დასრულდა ერთთვიანი, უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო სანახაობის შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს იყო “ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული” და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ტურნირით გამოწვეული ემოციების გაზიარება.…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არიან გარკვეული საკითხები შეისწავლონ და სექტემბერში უკვე შეჯერებული პოზიციები იყოს წარმოდგენილი. დღესვე ,,ამნისტიის შესახებ” პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე და მესამე მოსმენაზე ის საშემოდგომო სესიაზე გავა. ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და ,,სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.

მეტი...

,,ტრამპთან მუშაობა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დონალდ ტრამპთან მუშაობა აშშ-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში ,,რთული სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ”. ლონდონში BBC-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაში იქნება. სულ რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსი დაასახელა. მან წასულში თქვა, რომ არ აინტერესებდა რა დაემართებოდა უკრაინას. არსებობს შიში, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შესაძლოა შეჩერდეს, თუ ნოემბრის არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს.

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ,,ამნისტიის პროექტის” პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. დღესვე ,,ამნისტიის შესახებ” პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. სხდომას საპარლამენტო ოპოზიციიდან უმრავლესობა არ ესწრება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამნისტიას წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს. ,,არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ და არც ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ ეს საკითხი უკავშირდება პოლიტიკური პროცესს. ეს საკითხი ,,ქართული ოცნების” პერსპექტივიდან უკავშირდება პატიმრების ინტერესებს. თუკი ვინმემ იცის პოლიტიკურად და პოლიტიკურმა გუნდმა, რას ნიშნავს იზრუნო პატიმარზე, ეს არის ,,ქართული ოცნება”. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი…

მეტი...

დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი უცხოეთის მოქალაქეა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საზღვარგარეთ დამზადებულ იქნა ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს მოეხდინა მისი მიწის ნაკვეთის გასხვისება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გაფორმებულ იქნა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ იქნა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით…

მეტი...

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. არსებული ინფორმაციით, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა ერთი მოქალაქე. კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. უცნობია, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.  

მეტი...

უკრაინაში მებრძოლი ქართველი გამოკითხვაზე დაიბარეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს გრიფით საიდუმლოს დაადებენ. რას ედავებიან კონკრეტულად ჭიღლაძეს ჯერ ცნობილი არაა. ,,სუს-მა შეიტანა შუამდგომლობა, რომ თითქოს რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არსებობდა ან არსებობს, ეს ყველაფერი არის სიცილის მომგვრელი არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე, აღნიშნული არის პოლიტიკური საქმე, პოლიტიკურად მოტივირებული. ლაშა ომობდა უკრაინაში, აქვს ჯილდო მიღებული მხედრული მამაცობისთვის და ამ ადამიანს სწორედ აი ამიტომ ებრძვიან, რომ ის იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ”, – თქვა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

მეტი...

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარაზე. ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.

მეტი...

ჩინეთში მომსახურე რობოტების წარმოება 51,6%-ით გაიზარდა

ქვეყნის ინტელექტუალური და მწვანე ახალი პროდუქტების მწარმოებლები, როგორიცაა ინტეგრირებული სქემები, მომსახურე რობოტები, ახალი ენერგეტიკული მანქანები (NEVs) და მზის პანელების  ჩინეთში წარმოების ორნიშნა ზრდას ინარჩუნებენ. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით,  ახალმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა მაგალითად  ხელოვნური ინტელექტი, შექმნეს მოხმარების ახალი სერვისები და მოდელები, როგორიცაა ელექტრონული კომერციის პირდაპირი ტრანსლაცია და მყისიერი მიწოდება. ამ ყველაფერმა კი ფიზიკური საქონლის ონლაინ საცალო გაყიდვების მაჩვენებელი 8,8 პროცენტით გაზარდეს. ამავდროულად, ჰიდროენერგეტიკის, ატომური ენერგიის, ქარის და მზის ენერგიის კომპანიების გაერთიანებული ენერგიის გამომუშავება დანიშნულ ზომაზე მეტად – 13,4 პროცენტით გაიზარდა წელიწადში, რაც ქვეყნის სამრეწველო საწარმოების მთლიან ენერგომოხმარების დანიშნულ ზომაზე მაღალია.…

მეტი...

ჩილეში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ევროპულ-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სან პედრო დე ატაკამას დასხლებიდან 43 კმ-ში, 128 კმ სიღრმეზე იყო. ქვეყნის პრეზიდენტის გაბრიელ ბორიჩის განცხადებით, ხელისუფლებას, ამ ეტაპზე, არ აქვს მონაცემები მსხვერპლისა და სერიოზული ზარალის შესახებ. თუმცა დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია. ,,მე დავუკავშირდი რეგიონის წარმომადგენელს და დღემდე არ არის ცნობები მსხვერპლის ან სერიოზული დაზიანების შესახებ, მაგრამ სპეციალისტები აგრძელებენ ინფორმაციის შეგროვებას,” – განაცხადა მან.

მეტი...

,,ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი” – ტრამპი

დონალ ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი. შეკრებილი საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვის დროს მან თქვა, რომ აპირებს იყოს მთელი ამერიკის პრეზიდენტი. ,,ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის”, – განაცხადა ტრამპმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა გასულ შაბათს მომხდარ თავდასხმაზეც, რა დროსაც ის დაიჭრა. ,,ამას ჩემგან მეორედ ვერასდროს გაიგებთ, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია” – აღნიშნა მან და გაიხსენა, რომ ძლიერი შიშინის ხმა გაიგო და მიხვდა, რომ ყური დაუზიანდა.

მეტი...

ჩინეთის მშპ-ის ზრდის ტემპმა შეერთებული შტატების, ევროზონისა და იაპონიის მაჩვენებელს გადააჭარბა

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ჩინეთის ეროვნული ეკონომიკა სტაბილური  და მზარდია. 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 2024 წლის პირველ ნახევარში ა დაახლოებით 61,68 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 8,5 ტრილიონი აშშ დოლარი) მიაღწია, რაც 5 პროცენტით მეტია წელიწადში მუდმივ ფასებში. ამავე მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა გადააჭარბა შეერთებული შტატების, ევროზონისა და იაპონიის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინარჩუნებს წამყვან პოზიციას წლის პირველ ნახევარში და ქვეყანა დარჩება მნიშვნელოვანი „ძრავა“ და სტაბილიზატორი მსოფლიო…

მეტი...

ურეკში, კატერზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დედა- შვილი დაშავდა

ურეკში, პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დედა- შვილი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დამსვენებლები კატერმა ჩაითრია. ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მალევე გაწერეს. ადგილობრივების თქმით, სკუტერები და კატერები, რომლებითაც დამსვენებლებს ემსახურებიან, ამორტიზებულია და მომხდარიც ამის დადასტურებაა. მათივე თქმით, ტექნიკას ტურისტებზე შესაბამისი ლიცენზიისა და ცოდნის არმქონე ხალხი აქირავებს და არ მოქმედებს არანაირი რეგულაცია.

მეტი...

ტყის ხანძრის გამო, იზმირის აეროპორტი დაიხურა

თურქეთში ტყის ხანძრის გამო, იზმირის აეროპორტი დროებით დაიხურა და ავიაკომპანიები რეისებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი დაქორწინდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილია. გარდა ამისა წყვილი პირველ შვილსაც ელოდება. მამარდაშვილი ევრო 2024-ის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

მეტი...

“მე-7 სართულამდე აღწევს წყალი”- რა ხდება წყნეთის გზატკეცილზე (video)

წყნეთის გზატკეცილზე წყლის მილი დაზიანდა. შესაბამის ვიდეოს ტელეწამყვანი ნინო არაზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ წყალი მე-7 სართულამდ აღწევს. “მე-7 სართულამდე აღწევს წყალი. წყნეთის გზატკეცილის 31 – თან. მილი დაზიანდა გვიან საათებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონზე”- წერს არაზაშვილი  

მეტი...