პარლამენტმა ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. პარალელურად, პატიმრების ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ თბილისსა და ქუთაისში. ისინი ითხოვენ გაფართოვდეს მუხლების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება.

საპარლამენტო განხილვაში ჩართული იყო ,,გირჩიც”, რომელსაც მანამდე თავადაც ჰქონდა ამნისტიაზე კანონპროექტი ინიცირებული. ოპოზციის უმრავლესობა პროცესში არ მონაწილეობს, ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ჰუმანურ აქტს წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს.

ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და ,,სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.

მეორე და მესამე მოსმენაზე კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე გავა.

მსგავსი თემები