ასხის მთაზე მწყემსი მოკლეს 19.07.2024 მედიაცენტრი მთავარი ასხის მთაზე, მწყემსმა მწყემსი მოკლა. მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 35 წლამდე კაცი. რა გახდა მათ შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.