IT სისტემების გლობალური შეფერხება – მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ეს მაჩვენებელი გაიზრდება, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო დარტყმების ზემოქმედება მოიმატებს.

გერმანული ავიაკომპანიებმა Lufthansa და SAS Airline-მა განაცხადეს შეფერხების შესახებ. Lufthansa-მ განაცხადა, რომ ჯავშნების მიღება შესაძლოა შეზღუდული იყოს, SAS ამბობს, რომ მისი სერვისები სრულად ფუნქციონირებს, მაგრამ ,,ტექნიკური საკითხები” გავლენას ახდენს მის დაჯავშნაზე.

ასევე, პრაღის აეროპორტი დაზარალდა შემოწმების სისტემის გათიშვით და ზოგიერთი რეისი დაგვიანდა.

გერმანული ავიაკომპანია Eurowings იტყობინება, რომ მისი ონლაინ რეგისტრაცია (check-in) ამჟამად არ მუშაობს.

შვეიცარიის უმსხვილესი აეროპორტი ციურიხში ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავებს ვერ იღებენ.

მსგავსი თემები