ლიეტუვა უკრაინას გაუქმებული თბოელექტროსადგურის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას გაუქმებული თბოელექტროსადგურის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს. ენერგეტიკულმა კომპანია Ignitis Gamyba-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინას ჩუქნის 300-ზე მეტ ძირითადი აღჭურვილობის ნაწილს, მათ შორის ტურბინები და გენერატორები. მათი გადატანა გაუქმებული ვილნიუსის CHP-3-დან მოხდება.

აღნიშნული ელექტროსადგური 2015 წელს მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო დაიხურა. კომპანიის ხელმძღვანელის, ასტა სუნგაილენის თქმით, CHP-3-ის აღჭურვილობა არა მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვისაა შესაფერისი, არამედ ქვეყნის ელექტრო ქსელის ოპერატორის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს.

ასევე, გასულ ორშაბათს, სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიეტუვის ენერგეტიკული კომპანიები უკრაინას 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აღჭურვილობას გადასცემენ.

მანამდე კი, ივნისის ბოლოს ლიეტუვის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა Litgrid-მა უკრაინას 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოტრანსფორმატორები და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა.

მსგავსი თემები