,,საყოველთაო ამნისტია პატიმრებს” – მსჯავრდებულების ოჯახის წევრები თბილისში აქციას მართავენ

პატიმრების ოჯახის წევრები ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს.

პატიმრების ოჯახის წევრები ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.

,,მმართველმა პარტიამ, რომელმაც კანონპროექტი გამოსცა, თითქოს და გვიმტკიცებს, რომ ეს არის ჰუმანური აქტი. ჩვენ, აქ შეკრებილები, ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს არ არის ჰუმანური აქტი და ეს კიდევ ერთი დაცინვაა სახელმწიფოსგან და არამარტო ჩვენი, არამედ პატიმრების დაცინვაა. ჰუმანური აქტი იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ შეეხებოდა ყველა მუხლს, ნაწილობრივ მაინც. ჩვენ არ ვითხოვთ ყველა პატიმრის გამოშვებას, ვითხოვთ ყველა მუხლს ნაწილობრივ მაინც შეეხოს,” – ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი თემები