თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. არსებული ინფორმაციით, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა ერთი მოქალაქე. კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. უცნობია, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.

 

მსგავსი თემები