იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ,,ამნისტიის პროექტის” პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. დღესვე ,,ამნისტიის შესახებ” პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს.

სხდომას საპარლამენტო ოპოზიციიდან უმრავლესობა არ ესწრება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამნისტიას წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს.

,,არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ და არც ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ ეს საკითხი უკავშირდება პოლიტიკური პროცესს. ეს საკითხი ,,ქართული ოცნების” პერსპექტივიდან უკავშირდება პატიმრების ინტერესებს. თუკი ვინმემ იცის პოლიტიკურად და პოლიტიკურმა გუნდმა, რას ნიშნავს იზრუნო პატიმარზე, ეს არის ,,ქართული ოცნება”. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი მოწოდებები, გვესმის ყველასი,” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პატიმრების ოჯახის წევრები, დღეს, თბილისსა და ქუთაისში, 11:00 საათზე აქციებს გამართავენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები თბილისში საკანონმდებლო ორგანოსთან, ქუთაისში კი მესხიშვილის სახელობის თეატრთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს. ამავე მოთხოვნით, რამდენიმე დღეა ციხეებში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.

მსგავსი თემები