,,პატიმრების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს, ამიტომ ვსაუბრობთ მის შემცირებაზე” – მდინარაძე ამნისტიის კანონპროექტზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და უარყო ოპოზიციის მოსაზრება, რომ ამნისტიის კანონპროექტი ხალხის ხმების მოსაგროვებლად, წინასაარჩევნოდ დაგეგმილი კამპანიაა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, უწყებებთან შეთანხმებით და ამ ეტაპზე დეტალების გაჟღერება არაკომპეტენტური იქნება. ,,თქვენ იტყუებით, როდესაც ადამიანებს ეუბნებით, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი კამპანია. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენვე ძალიან კარგად იცით, რომ უკვე დიდი ხანია ამაზე საუბარი მიდის. მე შემიძლია მტკიცებულებებიც კი წარმოგიდგინოთ რამდენი თვის წინ ვსაუბრობდით ამნისტიაზე. ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ მთავრობასთან კოორდინაციით. მუშაობს ჩემი…

მეტი...

,,ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან” – ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს გამოეხმუარა. მისი თქმით, ეს საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და მან ათასობით ბავშვი გადაარჩინა. ,,ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა – დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი

ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. დედაქალაქ კიევში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, დაიბომბა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფო, მიმდინარეობს პაციენტების ევაკუაცია. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკში. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსული ჯარების დილით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა, რომ კრემლმა სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ,,რუსმა ტერორისტებმა კვლავ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი.…

მეტი...

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე. „სემეკი წყალმომარაგების სექტორს არეგულირებს 2008 წლიდან. ძირითადი მიმართულებებია წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სხვა. ამჟამად, წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია, რომლებიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 69%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წყალმომარაგების სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა რამდენიმე მილიარდი ლარი შეადგინა, ამ სექტორში დღესაც…

მეტი...

ქუთაისთან სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ქუთაისის მონაკვეთზე, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მანქანის მძღოლმა მოახერხა ძარი ჩაეხსნა, შედეგად მხოლოდ მისაბმელი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს” – კალაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებაზე

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. „ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება, აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა. „ვერც ერთ მაგალითს…

მეტი...

,,არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, როდესაც ხარ მავნებელი, რადიკალი, შესაბამის პასუხს საზოგადოება ყოველთვის გაგცემს” – კალაძე

თბილისის მერი მედიასთან წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა. კახა კალაძის განმარტებით, მათ ერთად დაჯგუფებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. „რეალურად ეს ერთი დაჯგუფებაა, ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც, მათ გაერთიანებას. რადიკალები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულები. 2012 წლიდან ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ ყველაფერი ცუდის შემოტანას – საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. ცხადია, ასეთი ქმედებები მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში, როდესაც აცხადებენ, რომ პარტიაში ახალი სახეები ჰყავთ. „ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ახალი…

მეტი...

,,არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ ” – კალაძე

„ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება. „არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან უცხოეთიდან, შესაბამისად, ამაზე ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია არასამთავრობო, გამოდიოდეს და პოლიტიკურ პროცესებში ერეოდეს. ფრანკლინის კლუბი, სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდება, ვინ აფინანსებს ამათ?! მე რომ…

მეტი...

,,ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი იმართება. სხდომას დისტანციურად ჩაერთო მიხელ სააკაშვილი, რომელმაც მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება წარსულზეა ორიენტირებული, ,,ნაციონალური მოძრაობა” კი პირიქით. ,,საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. მინდა გითხრათ შემდეგი რამ, დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს, 8 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყო. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები: სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე); მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები); მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში,…

მეტი...

პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, იკვეთება პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა – ომბუდსმენი

5 ივლისს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მოინახულა და დაწესებულებაში მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო. ომბუდსმენმა დაათვალიერა დაწესებულების სტაციონარული ფსიქიატრიული განყოფილებების ფიზიკური გარემო, პალატები, სასადილო სივრცეები, სველი წერტილები, შეხვდა და გაესაუბრა პაციენტებს, ცენტრის ადმინისტრაციასა და პერსონალს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი, პაციენტებს არ მიეწოდებათ მათთვის საჭირო ყველა ჰიგიენური საშუალება. ასევე, ომბუდსმენის ცნობით, მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია. ,,ვიზიტის შედეგად განსაკუთრებულ…

მეტი...

,,ეს არ იქნებოდა პნევმატური იარაღი, ძალიან დამსხვრეული აქვს ძვლები” – დაჭრილი კურიერის დედა

დაჭრილი და ნაცემი ,,გლოვოს” კურიერი კლინიკაში რჩება. 32 წლის თემურ სიგუას გუშინ 3 ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ფეხის თითების ამპუტაციის რისკი გამოირიცხა. დაშავებულის დედას ეჭვი აქვს, რომ მის შვილს არა პნევმატური, არამედ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, რადგან მისი დაზიანება მძიმეა. დღეს ,,გლოვოს” კურიერები მივლენ იმ მისამართზე, სადაც მათ თანამშრომლებს გაუსწორდნენ და აპირებენ ადგილზე დიდი ოდენობით ლუდი მიიტანონ იმის ნიშნად, რომ მსგავსი რამის გამო ადამიანი არ უნდა გაიმეტონ. ,,ეს არ იქნებოდა პნევმატური და ტრავმატული იარაღი, იმიტომ, რომ ძალიან დამსხვრეულია აქვს ძვლები, ძალიან. ერთ-ერთი დახმარებია, ეს დავარდნილი, სამი ტყვია მოხვედრილი, აუყვანია, მოტოზე დაუსვია,…

მეტი...

,,მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა” – ჯო ბაიდენი

,,მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-ის წამყვანთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ,,შეუძლია თუ არა ეფექტურად იმსახუროს მომავალი 4 წლის განმავლობაში” ,,მე ვარ ის, ვინც NATO გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაერთიანებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, რომელმაც შექმნა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-თან. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი – არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც, უკრაინის დასახმარებლად”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტურიზმმა გაზარდა ქირის ფასი და ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახადა. რამდენიმე გამოცემის ცნობით, ათასობით მომიტინგემ, მათ შორის 150-ზე მეტმა ორგანიზაციამ, შაბათს ბარსელონაში მსვლელობა გამართა. პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: ,,ბარსელონა არ იყიდება”, ,,ტურისტებო წადით სახლში”. BBC-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებმა პოპულარულ ტურისტიულ ზონებში, კაფეებში თუ სხვა ობიექტებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს.

მეტი...

რეკორდული სიცხე აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყის ხანძრების ერთ-ერთ მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება. 17 წლიანი რეკორდია მოხსნილი ლას ვეგასში, სადაც თერმომეტრმა ცელსიუსით 48 გრადუსს გადააჭარბა. კიდევ უფრო ცხელა კალიფორნიასა და ნევადის საზღვართან ახლოს, სადაც სიცხე 53 გრადუსამდე ავიდა. სპეციალისტების თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო საფრთხე, დაახლოებით, 36 მილიონ ადამიანს ემუქრება. რეკორდულ ტემპერატურას ელოდებიან სხვა შტატებშიც.

მეტი...

,,ღმერთი სპორტში ნეიტრალურია, არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი” – რომან გოცირიძე

,,ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის?”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ,,ვერ გადაურჩა” საპატრიარქოში ვიზიტს. ,,ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი…

მეტი...

ვიქტორ ორბანი სი ძინპინს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. Reuters-ის ცნობით, შეხვედრა პეკინში, სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. მისი დეტალები, ამ ეტაპზე, არ საჯაროვდება, თუმცა მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ლიდერები „სიღრმისეულად იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლების მათი ქვეყნების საერთო ინტერესებს წარმოადგენს“. ვიქტორ ორბანი პეკინში დღეს ჩავიდა. მანამდე უნგრეთის პრემიერი უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

მეტი...

გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14. ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის ოლქში გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ცნობით, 7 ივლისის საღამოს, ქალაქ ნიკოპოლზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაშავდა 10 წლის ბიჭი და სამი ქალი. მისივე ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სახლები, ფერმის შენობები, ხოლო ერთ-ერთ ეზოში ხანძარი გაჩნდა. დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინი თქმით, რუსეთის თავდასხმებმა პივნიჩნეზე 1 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა ასევე ერთი. ჰროდივკაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ილინკაში ერთი ადამიანი დაშავდა, ორი კი სოფელ ნიუ-იორკში. გუბერნატორ, ოლეგ სინიეგუბოვის განცხადებით, შუაღამის შემდეგ ხარკოვში რუსული ჭურვების ნამსხვრევების ჩამოვარდნის…

მეტი...

სემეკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, სემეკის წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე. პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და სემეკის მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის, ასევე ქ. მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები. „სემეკი…

მეტი...

„ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს“ – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე, სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, მიულოცა. დღეს აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, „მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ“. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, როდესაც აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემელი…

მეტი...

,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია” – ზურაბიშვილი

,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტია დამარცხდა. ,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია

გუშინ, 7 ივლისს საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის ოფიციალური შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა მემარცხენე ალიანსმა ,,ახალი სახალხო ფრონტი” – 182 მანდატით. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი ცენტრისტულმა კოალიციამ 163 ადგილი მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანება” – 143 ადგილით. ეს ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას არ მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 ადგილი და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი პოლარიზებული იქნება და სამ ბლოკს შორის გაიყოფა.

მეტი...

,,როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას” – ელისეის სასახლე

ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ ფრანგი ხალხის არჩევანს და არჩევნების შედეგებს აღიარებს და პატივს სცემს. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მაკრონის პარტია მეორე ადგილზეა. „როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას… რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, ის დაელოდება ახალი ეროვნული ასამბლეის სტრუქტურირებას, აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებამდე”, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროის მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია ,,ახალი სახალხო ფრონტი” ლიდერობს. მესამე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიაა. საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვება უკვე დააანონსა გაბრიელ ატალმა.

მეტი...

„თქვენ გყავთ უძლიერესი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით” – თავდაცვის ახალი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ უმეროვს, საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყების პირველი პირი ოდესაში შეხვდა. ჯონ ჰილი მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით, სწორედ უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ომის მიმდინარეობისას აღმოჩენილი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით უკრაინელი სამხედროები უკრაინას იცავენ როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე და ამაში დიდი როლი აქვს შორი მოქმედების იარაღს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და ახლის ხელმოწერის მომზადება,…

მეტი...

როგორია ჩინური, ტრადიციული მედიცინა (VIDEO)

ჩინური ნემსები, წერტილოვანი „დარტყმები,“ ასობით მცენარე, ბინებრივი ნედლეული –  ეს ყველაფერი უნიკალურია და სხვადასხვა დაავადების პრევენციის თუ მკურნალობისთვის გამოიყენება.

მეტი...

საფრანგეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ გადადგება

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადებას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 8 ივლისს, ორშაბათს დილით წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია ,,ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს, მეორე ადგილზეა მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება. მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის პარტია. ამჟამად გაურკვეველია ვინ დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ იღებს.

მეტი...

,,მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ” – ტუსკი

,,მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ”, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს. ,,პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ”, – ამბობს ტუსკი.

მეტი...

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კურიერს თავს დაესხა და დაჭრა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ,,გლოვოს” კურიერს თავს დაესხა და ორივე ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დამნაშავე, ამ დრომდე მიმალვაშა. დაშავებულ 32 წლის თემო სიგუას, გუშინ, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა კაცს ორივე ფეხის ტერფი შეუნარჩუნეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც, 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე…

მეტი...

ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა. ინფორმაცია ორბანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვიზიტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „მშვიდობის მისია 3.0 პეკინი“. შემდეგ პოსტში მან განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება. „ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი.

მეტი...

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ,,მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – მიცკევიჩის…

მეტი...