,,ეს არ იქნებოდა პნევმატური იარაღი, ძალიან დამსხვრეული აქვს ძვლები” – დაჭრილი კურიერის დედა

დაჭრილი და ნაცემი ,,გლოვოს” კურიერი კლინიკაში რჩება. 32 წლის თემურ სიგუას გუშინ 3 ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ფეხის თითების ამპუტაციის რისკი გამოირიცხა.

დაშავებულის დედას ეჭვი აქვს, რომ მის შვილს არა პნევმატური, არამედ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, რადგან მისი დაზიანება მძიმეა.

დღეს ,,გლოვოს” კურიერები მივლენ იმ მისამართზე, სადაც მათ თანამშრომლებს გაუსწორდნენ და აპირებენ ადგილზე დიდი ოდენობით ლუდი მიიტანონ იმის ნიშნად, რომ მსგავსი რამის გამო ადამიანი არ უნდა გაიმეტონ.

,,ეს არ იქნებოდა პნევმატური და ტრავმატული იარაღი, იმიტომ, რომ ძალიან დამსხვრეულია აქვს ძვლები, ძალიან. ერთ-ერთი დახმარებია, ეს დავარდნილი, სამი ტყვია მოხვედრილი, აუყვანია, მოტოზე დაუსვია, მიდიო ძმაო, ახლა გააღწიე აქედან სანამ უარესი არ მოხდაო”, – ყვება დედა, ელენა ჩოგვაძე.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ნუცუბიძეზე 2 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი იმას მოჰყვა, რომ შეკვეთას ლუდი აკლდა. სიგუა მისამართზე მიბრუნდა, რა დროსაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, შემდეგ კი ფიზიკური. კურიერს რვა ადამიანი გაუსწორდა.

მსგავსი თემები