,,მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა” – ჯო ბაიდენი

,,მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-ის წამყვანთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ,,შეუძლია თუ არა ეფექტურად იმსახუროს მომავალი 4 წლის განმავლობაში”

,,მე ვარ ის, ვინც NATO გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაერთიანებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, რომელმაც შექმნა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-თან. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი – არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც, უკრაინის დასახმარებლად”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები