„დიდი მადლობა პატრიარქს, მისი ლოცვა-კურთხევა სულ თან დაგვყვება“- ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, კომენტარები გააკეთეს ნაკრების წევრებმა. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ოთარ კიტეიშვილი ამბობს, პატრიარქთან შეხვედრა დიდი მადლია და მისი ლოცვა ფეხბურთელებს სულ თან დაჰყვება. “ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ძალიან ემოციური დღეებია. დღეს პატრიარქს შევხვდით და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მადლის მომცემი იყო. დიდი მადლობა პატრიარქს მასპინძლობისთვის, მისი ლოცვა-კურთხევა სულ თან დაგვყვება. ყოველთვის იგრძნობა მისი მხარდაჭერა და ლოცვა-კურთხევა ეროვნული ნაკრებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ. ეს დღეები არის განსაკუთრებული – ევროპის ჩემპიონატიდან ჩამოსვლის…

მეტი...

ჩერნომორსკში პორტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნომორსკში მდებარე პორტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. „მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე. თავდასხმის ქვეშაა სამოქალაქო პორტის ინფრასტრუქტურა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა“- განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა. მისივე თქმით, დაზიანდა პორტში მდებარე ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები.

მეტი...

29 მოგერიება – მამარდაშვილი ევრო 2024 -ის საუკეთესო მეკარეა

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ამ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეკარეა. მას 29 მოგერიება აქვს. ინფორმაციას, უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს. ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია: 1.გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება; 2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16; 3.ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14; 4.იან ობლაკი, სლოვენია – 14; 5.კოენ კასტელსი, ბელგია – 14.

მეტი...

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს  დამოუკიდებლობის დღეს. “ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს- დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.  გისურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობას!”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ადგილობრივების ინფორმაციით,  ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.  დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

მეტი...

“არასდროს შევხვედრივარ პატრიარქს, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა“- მამარდაშვილი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მდებარე რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიიღო. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია პატრიარქს და ეს მისთვის ბედნიერი დღეა. “პირადად ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, რადგან არასდროს შევხვედრივარ პატრიარქს, ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ დღეს. ორმაგად მაძლევს მოტივაციას და ენერგიას ეს ხალხი, ვინც გარეთ გამოვიდა და ვინც გერმანიაში ჩამოვიდა – ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამდენი ხალხი დაგვიდგა გვერდში და გამოჩნდა ფეხბურთის ძალა,” – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა. ეროვნული ნაკრების მეკარემ კომენტარი იმ ჯილდოზეც გააკეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა…

მეტი...

ფეხბურთელის ჟესტის გამო, გერმანიის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს

ავსტრიის წინააღმდეგ ევრო 2024-ის მატჩის დროს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ულტრამემარჯვენე ჟესტის გამო თურქეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის ამ ჟესტის გამო გამოძიება დაწყებულია უეფა-ში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინს, როგორც ევრო 2024-ის მასპინძელს, სურს, სპორტს გამაერთიანებელი როლი ჰქონდეს.  

მეტი...

ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა

კიევში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ხვალ ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც. ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში ჩინეთში შეხვდა.

მეტი...

პატრიარქი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. პატრიარქმა ისინი დალოცა. შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.​ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ასევე საფეხბურთო ნაკრების წევრებმა.

მეტი...

პრეზიდენტი დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე  ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. სამძიმარზე იმყოფებოდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის  ძალების ხელმძღვანელები. ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა,რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.  

მეტი...

„მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები“ – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სომხეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, არ მოსწონს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მირზოიანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. „მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“, – ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, სოხუმში ყურადღებას ამახვილებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, „სომხური მხარის პოზიციის ცვლილებაზე”. „შემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი…

მეტი...

ეროვნული ნაკრების წევრებმა დაპირებული 30 მილიონი ლარი უკვე მიიღეს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილის და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო. ნაკრების წევრებმა, აღნიშნული თანხა პრემიის სახით, უკვე მიიღეს. „ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განამვლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული…

მეტი...

„ტრამპი ამბობს, რომ მზად არის უკრაინაში ომი შეჩერდეს, ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ” – პუტინი

„ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატია, ის ამბობს, რომ მზად არის და სურს, უკრაინაში ომი შეჩერდეს. ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, „სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს“. „რა თქმა უნდა, არ ვიცი მისი შესაძლო შემოთავაზებები, როგორ აპირებს ამას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, გულწრფელად ამბობს და ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, მან ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული დებატების ფრაგმენტებს უყურა, თუმცა თავიდან ბოლომდე არ უნახავს, რადგან საკუთარი საქმეც ბევრი…

მეტი...

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხაებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ. ამავე ცნობით, ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ. „გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების შეძენა შეგიძლიათ ჩვეული წესით, როგორც თბილისის მეტროსადგურებში, ისე საქართველოს ბანკის ფილიალებში. მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში. მსგავს შემთხვევებში,…

მეტი...

საქართველოს უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა – ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე

ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ზრდის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას და აგრეთვე უზრუნველყოფს ამ ფასდაუდებელი ნაშრომების აღდგენასა და შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი — ქართული ენის ციფრული ლაბორატორია მიზნად ისახავს ყველა მნიშვნელოვანი ქართულენოვანი პუბლიკაციის გაციფრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდის ბაზაზე ციფრული საცავის შექმნას. აღსანიშნავია, რომ 1629 წლიდან დღემდე ქართულად დაახლოებით 250 000 ბეჭდური ერთეულია გამოცემული. პროექტის მიხედვით, თავდაპირველად ყურადღება გამახვილებულია სამეცნიერო პერიოდიკასა და მონოგრაფიებზე, რომელთა შორისაც ზოგიერთი ნამუშევარი არასოდეს ყოფილა გაციფრულებული, ზოგს კი უხარისხო სკანირება ჰქონდა. თუმცა, როგორც პროექტის გუნდის წევრები გვამცნობენ, მკაცრი დიგიტალიზაციის სტანდარტების…

მეტი...

სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე – თურქეთის ფეხბურთელის ჟესტის გამო უეფამ გამოძიება დაიწყო

BBC-ის ცნობით, უეფამ თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო. ფეხბურთელმა ევრო 2024-ის ფარგლებში, ავსტრიის კარში გატანილი გოლი ე.წ. მგლის მისალმებით აღნიშნა, რაც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ,,რუხი მგლები”. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიასთან. დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დემირალი შეიძლება დაჯარიმდეს ან ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირდეს.

მეტი...

კობა კობალაძემ TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობის დაწყების დღიდან განხორციელდა. განიხილეს ‘’მობილური კლინიკის’’ პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს შემუშავდა და გულისხმობს, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი რეანომობილის გადაცემას, რაც, უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის სამედიცინო სერვისების დროულად მიწოდებას. როგორც თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, ‘’მობილური კლინიკის’’ პროექტზე მუშაობა, TIKA-ს სათაო ოფისთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელს,…

მეტი...

ქართველი ემიგრანტების მიმართვა მადრიდში, EU-ს ოფისს

ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მადრიდში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ოფისში წერილი შეიტანეს. ისინი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ. ,,ვითხოვთ ივანიშვილის რეჟიმის, მოძალადე დეპუტატებისა და პოლიციელების დასანქცირებას”, – ამბობს მადრიდში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი ნოზაძე.

მეტი...

ვაზისუბანში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ვაზისუბანში, „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

პრეზიდენტი გორში, დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა

დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში ჩავიდა და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

მეტი...

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს კერების დამუშავება – სამაშველო

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის ცნობით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ამ დროისთვის კერების დამუშავება მიმდინარეობს. ,,112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე გავრცელებული იყო. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება ხანძართან დაკავშირებით. ყველა ჯგუფი დროულად გამოცხადდა ადგილზე, ხანძრის ყველა მიმართულებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზება მოხდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კერების დამუშავება მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე დგინდება რა ტერიტორიაზე იყო ხანძარი”, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

მეტი...

”ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს“ – სი ძინპინი ყაზახეთში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადებები გაკეთდა. როგორც პრეს-სპიკერმა მაო ნინიმ აღნიშნა, ეს არის ვიზიტი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის პრეზიდენტის სი ძინპინის მეხუთე ვიზიტი ყაზახეთში და პირველი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში მე-20 ეროვნული კონგრესის შემდეგ. ორმა პრეზიდენტმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართა ორმხრივ ურთიერთობებზე, ორმხრივ მომგებიანი თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. ორი პრეზიდენტი ასევე დაესწრო ასტანაში ჩინური კულტურის ცენტრისა და ყაზახეთის კულტურის ცენტრის დაფების გახსნას. „ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების ისტორიაში.  პოლიტიკურმა ურთიერთნდობამ ახალ სიმაღლეს…

მეტი...

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს მხარი დაუჭირეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას, პოლიტსაბჭოს თანამდებობაზე კი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ოფიციალურად 8 ივლისს გაფორმდება. ,,დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დაამტკიცებს. შესაბამისად, მზად ვართ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. სხვა პარტიებთან ერთობაზე ინფორმაცია 8 ივლისს ექნება საზოგადოებას. დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მეტი...

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. უწყების თქმით, მეხანძრე მაშველებთან ერთად სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

მეტი...

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს უსაფრთხოების ზომები იქნება გამკაცრებული

საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს უსაფრთხოების ზომები იქნება გაძლიერებული. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 30 000 პოლიციელი იქნება განლაგებული. ბოლო დღეების განმვლობაში პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ გახშირდა ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები. კერძოდ, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საარჩევნო ბანერების გაკვრის დროს მას და მის გუნდს ახალგაზრდების მცირე ჯგუფი დაესხა თავს. არსებული ინფორმაციით, პარიზსა და მის შემოგარენში 5 000 პოლიციელი განთავსდება. პატურლირების გაძლიერების მიზანია, არეულობის არიდება იმ შემთხვევისთვის, თუ ულტრამემარჯვენეები ან ულტრამემარცხენეები სიტუაციით სარგებლობას შეეცდებიან.

მეტი...

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ,,ჰეზბოლას” მაღალჩინოსანი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ,,ჰესბოლას” მაღალჩინოსანი, მუჰამედ ნიმაჰ ნასერი დაიღუპა. გარდაცვალების ფაქტი ,,ჰესბოლამ” უკვე დაადასტურა. ,,ჰეზბოლას” განცხადებით, ,,მკვლელობის საპასუხოდ”, ისრაელის სახმელეთო პოზიციებს 100 რაკეტა ესროლა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ნასერი ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ლიბანიდან სარაკეტო იერიშების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი და ,,არაერთ ტერორისტულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა”.

მეტი...

,,გული მეგლი­ჯე­ბა, ჩემი წურ­წი­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი წურ­წი­კა”- ხობში, გარდაცვლილ მსოფლიო ჩემპიონს ემშვიდობებიან

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს. ნუგზარ წურწუმია 27 წლის იყო. ახლობლების ცნობით, სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება. ნუგზარს, ემოციურად ემშვიდობებიან: ,,როგორ დაგვწყვიტე გული… უფალმა ნათელში გამყოფოს” ” ღმერთო რატომ, რა საოცარი ბიჭი იყო” “ძალიან მოგვენატრები…” – წერენ სოციალურ ქსელში. ,,მშვი­დო­ბით ოქ­როს ბიჭო! ეს რა დაგ­ვე­მარ­თა. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გული მეგლი­ჯე­ბა, ჩემი წურ­წი­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი წურ­წი­კა”, – წერს მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი. ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55…

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლევანტეს“ ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი საკუთარ ორ მაისურს გააჩუქებს. ამის შესახებ ფეხბურთელი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს და გათამაშებას საკუთარი გამომწერების რიცხვის 100 000-მდე გაზრდას უკავშირებს: „100 000 გამომწერი ინსტაგრამზე! საიუბილეო ნიშნულთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური: საქართველოს ნაკრების და ლევანტესი. დაწერე კომენტარებში, რა ემოციები გაჩუქა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე. საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ და გადავცემ საქართველოს ნაკრების მაისურს; ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარის ავტორს ვაჩუქებ ლევანტეს მაისურს. ყოველდღიურად ვიღებ თქვენგან ათასობით მესიჯს და დიდი მადლობა საოცარი მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,მრავალპოლარული მსოფლიო დღეს რეალობად იქცა” – პუტინი

,,მრავალპოლარული მსოფლიო დღეს რეალობად იქცა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, ძალაუფლებისა და ეკონომიკური ზრდის ახალი ცენტრები მყარდება. „ფართოვდება სახელმწიფოთა წრე, რომლებიც მხარს უჭერენ სამართლიან მსოფლიო წესრიგს და მზად არიან, მტკიცედ დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური უფლებები და დაიცვან ტრადიციული ღირებულებები“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის ომზეც და თქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ შეიძლება დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების…

მეტი...

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველ კანდიდატებს უსმენს

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველ  კანდიდატებს უსმენს. გასაუბრებები გენერალურ პროკურატურაში დღეიდან დაიწყო. სულ რეგისტრირებულია 11 კანდიდატი, მათ შორისაა ირაკლი შოთაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, რომელსაც დიდი ალბათობით პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. საბჭო შერჩეულ კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მეტი...

მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. ვიდეო კადრების მიხედვით, ცეცხლი ფერდზე ბალახს უკიდია. სხვა დეტალები, ამ დროისთის, უცნობია.  

მეტი...

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. გარდამავლ მოდელში შენარჩუნებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პირველ ივლისამდე არსებული სტრუქტურა, იმ განსხვავებით, რომ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობრივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშო პერიოდი. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, გარდამავალი მოდელის ფუნქციონირება 2025 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება. 2025 წლის 1 ივლისიდან დაგეგმილია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და საათობრივი დაბალანსების ამოქმედება. ბაზრის გარდამავალ მოდელში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს…

მეტი...

ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავს გორის საზოგადო პანთეონში ხვალ დაკრძალავენ

სუ-25-ის ჩამოვარდნის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავს, კახაბერ ზურაბაშვილს, გორში, საზოგადო პანთეონში ხვალ დაკრძალავენ. გასვენება წმინდა სამების სახელობის ტაძრიდან მოხდება. ამ დროისთვის, ოჯახი და ახლობლები სამძიმარს გარდაცვლილის მშობლიურ სახლში იღებენ.

მეტი...

დნიპროზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, 6-მდე გაიზარდა რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მისი თქმით, 60 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსებმა დნიპროს რაკეტებითა და დრონებით 3 ივლისს დილით შეუტიეს. დაშავდა 53 ადამიანი. გარდა ამისა, ლისაკმა დასძინა, რომ მაშველებმა სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვეს ქალის ცხედარი, ის 28 ივნისს მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ხელიუსუფლებამ განმარტა, რომ ეს ამ თავდასხმის მესამე მსხვერპლია. დღეს დნეპერში გლოვის დღეა.

მეტი...

,,პროცედურაზე მისულ ონკოპაციენტებს წამალი კლინიკაში დახვდებათ და მიტანა აღარ მოუწევთ” – სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ  მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის განცხადებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს. შეხვედრაზე ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც…

მეტი...