საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
სამძიმარზე იმყოფებოდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელები.
ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა,რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.