საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. პატრიარქმა ისინი დალოცა.
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ასევე საფეხბურთო ნაკრების წევრებმა.