სუ-25-ის ჩამოვარდნის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავს, კახაბერ ზურაბაშვილს, გორში, საზოგადო პანთეონში ხვალ დაკრძალავენ.
გასვენება წმინდა სამების სახელობის ტაძრიდან მოხდება. ამ დროისთვის, ოჯახი და ახლობლები სამძიმარს გარდაცვლილის მშობლიურ სახლში იღებენ.