ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.