გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ამ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეკარეა. მას 29 მოგერიება აქვს. ინფორმაციას, უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს.
ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია:
1.გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება;
2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16;
3.ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14;
4.იან ობლაკი, სლოვენია – 14;
5.კოენ კასტელსი, ბელგია – 14.