,,ახლა მიდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაშანტაჟება, რომ საქართველოში არ იმუშაონ და შემდეგ ეს საქართველოზე შემოტევის ახალ საბაბად აქციონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,მე ვფიქრობ, რომ ახლა მიდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაშანტაჟება, რომ საქართველოში არ იმუშაონ და შემდეგ ეს საქართველოზე შემოტევის ახალ საბაბად აქციონ”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკულ განცხადებას. „მათი ეს პოზიცია საზოგადოებაში ბადებს დამოკიდებულებას, რომ ეს მართლა ხომ არ არის ფერადი რევოლუციების განხორციელების რბილი ძალა, რითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაკავებულები. მაშინ უნდა თქვან, რომ ამერიკელი ხალხის ფული ქვეყანაში არაკონსტიტუციური ქმედებების დაფინანსებას ხმარდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა. სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს…

მეტი...

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ,,ორი სახელმწიფოს” პრინციპს. სომხეთი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი და ცნობს პალესტინის სახელმწიფოს. ერევანი გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანას, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას მათ უპირობო გათავისუფლებაზე. პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

მეტი...

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი სელიდოვე დაბომბეს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. ფალაშაკინის განცხადებით, საჰაერო მართვადი ბომბები ქალაქის საცხოვრებელ ზონას მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ექვსი სახლი, ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი და მანქანა. რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

მეტი...

,,ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე” – სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მოლაპარაკებებს დელეგაცია, ლუქსემბურგში, მომავალ კვირას გახსნის. ,,დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. EU-ის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას”, – წერს მაია სანდუ.

მეტი...

,,აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ მაცხოვარია” – ღუდუშაური ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე

,,აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ მაცხოვარია”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური  აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე სადაც საქართველოზე ისაუბრეს. ,,აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბსოლუტური სიმართლის მატარებელი და ჭეშმარიტების მატარებელი, მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარია. ვერცერთი პირის მიერ გაკეთებული განცხადება, ვერ იქნება პრეიუდიცია და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად შემოსაღებული, მაშინ, როცა ძალიან მარტივია, გვაქვს ხელსაწყოები, წავიკითხავთ, რა წერია სხვა კანონებში, რა წერია ქართულ კანონში და ძალიან მარტივ შედარებას გავაკეთებთ”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

მეტი...

ხანძარია თურქეთის სამხრეთ რეგიონში – არის მსხვერპლი

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის მძვინვარებს. შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...

გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის

გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის. მათ შორის, განიხილება იტალიის შეთანხმება ალბანეთთან და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება რუანდასთან. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, დეკემბერში პრემიერებთან მომდევნო შეხვედრისას მათ ახალ ინიციატივებსა და წინადადებებს წარუდგენს. ცნობისთვის, იტალიასა და ალბანეთს შორის არსებული შეთანხმებით, ალბანეთი ვალდებულებას იღებს ერთდროულად 3000-მდე მიგრანტი თავისთან განათავსოს, ვიდრე იტალია მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. წლიურად კი მათი რიცხვი 36 000-ით არის განსაზღვრული. რაც შეეხება ბრიტანეთისა და რუანდის შეთანხმებას, თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხო ქვეყნიდან, მაგალითად, საფრანგეთიდან შევლენ,…

მეტი...

მესამე დღეა ოჯახი გიორგი გახელაძეს ეძებს – მოხალისეები დილიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებენ

მესამე დღეა თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ის 19 ივნისს დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში ოჯახთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ, რომლებიც დღეს დილიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით, კაცი ბოლოს სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ,,ფერდობს ათვალიერებენ ახლა, ძეგლის გადასწვრივ. დანარჩენი, ჯერ-ჯერობით არაფერი ხელშესახები არ არის სამწუხაროდ. ეს ლოკაცია არის ტელეფონის, ანძის ჩვენება. დღის პირველი საათიდან ათ საათამდე ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ ტელეფონი მდებარეობდა ამ არეალში, იმ გადამცემ სადგურთან იყო დაკავშირებული, რომელიც ემსახურება ვაკის პარკს. შესაბამისად გონივრულია, რომ ძებნა იყოს ვაკის…

მეტი...

ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 8 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 14 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,საარჩევნო კოდექსზე” ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა…

მეტი...

ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებით რობინ დანიგანის განცხადებას პასუხობს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას პაუსხობს ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი კრიტიკას ,,აბსურდულს” უწოდებს. ,,საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, როგორიცაა ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში” (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას.  

მეტი...

17 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი ეძებდა, იპოვეს

17 წლის ლიზი გიორგაძე, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა, იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ვითარებაში იპოვეს ახალგაზრდა. გოგონა თავს კარგად გრძნობს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის გოგომ ქობულეთიდან თბილისამდე მიკროავტობუსით იმგზავრა და შემდეგ მისი კვალი გაქრა.

მეტი...

,,ახალგაზრდა ბიჭია, 20-დან 25 წლამდე, ვიცი, რომ ცოცხალია” – თვითმხილველი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი კაცის შესახებ

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც თვითმხილველი ამბობს, დაშავებული 20-დან 25 წლამდე ბიჭია. ,,ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. არ ვიცი ჩახტა თუ ჩავარდა, ვერ გეტყვით ზუსტად. სასწრაფო მალევე მოვიდა და ამოიყვანეს. ვიცი, რომ ცოცხალია”, – განაცხადა თვითმხილველმა.

მეტი...

,,გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ დროს არ დავხარჯავთ” – ღუდუშაური

,,გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ დროს არ დავხარჯავთ”, – თქვა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა. ,,გონჩარენკო არის ერთ-ერთი გამორჩეულად რბილად რომ ვთქვათ პირი, რომელიც ზოგადად ისეთ სპირალშია შესული, რომ ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციაში. არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ გონჩარენკო თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ, გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ არც დროს დავხარჯავთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მეტი...

ყალბი 100-დოლარიანების გაასაღების ბრალდდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

სად და რამდენი ხნით განათავსა GWP-მ წყლის ცისტერნები – ჩამონათვალი

,,ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი” აქვეყნებს მისამართების ჩამონათვალს, თუ სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე. კომპანიის ინფორმაციით, ცისტერნების განთავსების ლოკაციები დღის განმავლობაში 2-ჯერ იცვლება. მისამართები, სადაც სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება 21 ივნისის: 09:30 – 13:00 – ვაკე, ნუცუბიძის ქ.N125 10:30 – 13:00 – ვაკე,ქავთარაძის ქ. N70-72 10:30 – 13:00 – ვაკე,მიხეილ შავიშვილის ქ.N1 10:30 – 14:00 – გლდანის ,ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N11 10:30 – 13:00 ვაკე,რევაზ მარგიანის ქ.,შენ.2/2 მოცემული მისამართების გარდა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია სასმელი წყლის ცისტერნაზე მოთხოვნა ცხელი ხაზის საშუალებით დააფიქსიროს. სოფელ წიწამურთან, ავარიულად დაზიანდა თბილისის…

მეტი...

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში მეტროსადგურზე მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობდა, შეჩერებული იყო მეტროს მე-2 ხაზის მოძრაობა. მაშველებმა მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ – დაკავებულია 4 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული მ.ე., 1990 წელს დაბადებული ლ.ა. და 1959 წელს დაბადებული ე.ლ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული ი.კ. ,,კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები…

მეტი...

ბათუმის სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა – დაკავებულია 1 ადამიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ,,მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, კანონმდებლობის შესაბამისად, კონტრტერორისტული პროტოკოლით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში…

მეტი...

,,უკრაინას რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ ამერიკული იაღარის გამოყენება საზღვრის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია” – პენტაგონის პრესსპიკერი

პენტაგონის პრესსპიკერის პატრიკ რაიდერის ცნობით, უკრაინას, რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე და არა მხოლოდ ობიექტებზე, რომლებიც ხარკოვის მახლობლად მდებარეობს. ,,სროლის დროს საპასუხო გასროლის შესაძლებლობა ნამდვილად არის ის, რაზეც ეს პოლიტიკაა ორიენტირებული. ასე, რომ კიდევ ერთხელ, როგორც ვხედავთ რუსული ძალები ცეცხლს ხსნიან საზღვრის მიღმა, უკრაინის შესაძლებლობა, უპასუხოს სახმელეთო ძალებს აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით, არის თავდაცვა,” – განაცხადა რაიდერმა. მისი თქმით, რუსული ძალები საკუთარ საზღვარს იყენებს, როგორც უსაფრთხო ზონას, საიდანაც უნდა განახორციელონ თავდასხმები უკრაინაზე, შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად, ხოლო უკრაინას აქვს უფლება საპასუხოდ ისროლოს…

მეტი...

ბაღდათში მდინარე ხანისწყალი ადიდდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა

ბაღდათში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულია სხვა საგზაო ინფრასტრუქტურაც. არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სოფელში მდებარე წყლის საამქრო. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა, მოგვიანებით დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

მეტი...

,,კანონის ფარგლებში ვერ შეძლებენ საქართველოში მუშაობას, დაწესდება სანქციები” – შაჰინი

,,კანონის ფარგლებში ვერ შეძლებენ საქართველოში მუშაობას. დაწესდება სანქციები”, – თქვა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა. ,,კანონმდებლობა, რომელზეც სენატორმა რომნიმ და მე ვიმუშავეთ, შავი ზღვის ზღვის რეგიონის ქვეყნების უკეთ მხარდაჭერის სტრატეგიის შემუშავებაა. აქ ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, სადაც ხალხი დასავლეთისკენ იყურება, სურთ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მიისწრაფვის ავტოკრატიისკენ, რუსეთთან პარტნიორობისკენ, ის რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ უცხოური აგენტების შესახებ კანონში. ეს კანონი შექმნილია იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა. როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში ჩვენ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა…

მეტი...

,,საქართველო შთაგონების წყაროა” – ჰელსინკის კომისიის განხილვის ერთ-ერთი მონაწილე, მარტინა ჰრვოლოვა

,,საქართველო შთაგონების წყაროა”, – ამის შესახებ ორგანიზაციის ,,სლოვაკეთის მეგობრები” თავმჯდომარე, მარტინა ჰრვოლოვა საუბრობს. ეს განცხადება მან აშშ-ში, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვაზე გააკეთა. ,,20%-ს სჯერა სლოვაკეთში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უცხო ქვეყნების აგენტები. მაგრამ უნგრეთის მოსახლეობის დიდი რაოდენობა ფიქრობს, რომ არასამთავრობოები ხელს უწყობენ დემოკრატიულ განვითარებას. მე ვიტყოდი, რომ დეზინფორმაცია თამაშობს აქ ყველაზე მნიშვნელოვან როლს. ასევე ახალი ამბები და ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება ადგოლობრივ მოსახლეობას და ასევე აქ კითხვა ისმის იმაზე, რამდენად სწორი წყაროებიდან ღებულობს მოსახლეობა ინფორმაციას და უნგრეთში, ვფიქრობ, ძირითადი ინფორმაცია არ არის ფაქტებზე დაფუძნებული. სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიანნ პატარა პროცენტი ლაპარაკობს…

მეტი...

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდნილი მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი

საავადმყოფოში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელიც დღეს დილით მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ და მოძრაობა მეტროს მე-2 ხაზზე სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.

მეტი...

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი – მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე” – ოჯახი

,,გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი – მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე”, – ინფორმაციას დაკარგული პროფესორის ძმა, ლევან გახელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით. მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს დილის 10 საათზე. თან იქონიეთ ქუდები და წყალი – მოსალოდნელია ცხელი დღე. ყველას წინასწარ დიდი მადლობა!”, – წერს ლევან გახელაძე.

მეტი...

მეორე დღეა, ოჯახი 39 წლის კაცს ეძებს

მეორე დღეა, ოჯახი 39 წლის ლევან ახალკაციშვილს ეძებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ,,დილით თუ ვინმემ ნახეთ, 19 ივნისს 11:00 საათზე გავიდა სახლიდან ეს პიროვნება, 39 წლის ლევანი ახალკაციშვილი. ხელში ჰქონდა სპორტული ჩანთა და ოჯახმა ვერ გაიგო, რა მიმართულებით წავიდა. ეძებენ და არ არის მისი კვალი ჯერ გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკოთ – 555963908”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“საქართველოს კრიტიკა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ორმაგი სტანდარტია”- პრემიერი

„ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი; როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკას, ეს არის ორმაგი სტანდარტი“ –  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. „რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პირადად მის მიმართ პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ის დადებით წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის…

მეტი...

„პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა“- ირაკლი კობახიძე

„ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურს ჩეხეთთან გამარჯვების იმედი აქვს. „რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ“ –  განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ფეხბურთის არაფერი გაგეგება“- პრემიერი

„როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ  სალომე ზურაბიშვილმა სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა. „რაც შეეხება ღირსების ორდენის და ღირსების მედლის თემას, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა. ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან იმისათვის, რომ რაიმე უკმაყოფილება არ გამოეწვია იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა…

მეტი...

“ნაცმოძრაობას სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში „ – კობახიძე

“მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველოს “უკრაინიზაცია” არ მოხდება. „იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და…

მეტი...

„ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება, ეს ეხება აშშ-ს და ევროკავშირს“- პრემიერი

„ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. პრემიერი ამბობს, ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვასა და გაჯანსაღებას. „მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და…

მეტი...

„შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში”-კობახიძე

“შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა…

მეტი...

“ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება”- ვაშაძე ბოდიშს იხდის

„ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათ ოჯახის წევრებს“- წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოცილაურ ქსელში. ვაშაძე განმარტებას აკეთებს, მის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს „აუტისტი“ უწოდა და ამის გამო ბოდიშს იხდის. „სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში. ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება, ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ…

მეტი...

„გახსოვდეს გავრილოვის ღამე“- აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი, მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. მათი ლოზუნგია – „გახსოვდეს გავრილოვის ღამე“. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი მიზანია კიდევ ერთხელ გააგონონ ხელისუფლებას ხმა და დაგმონ ხუთი წლის წინ, „პუტინის რეჟიმის წარმომადგენლის საქართველოს პარლამენტში მიყვანა და თავმჯდომარის სკამზე მოთავსება“.   „ხუთი წელი გავიდა, იმ მძიმე მოვლენიდან“- აქცია პარლამენტთან

მეტი...

„ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი“- ლევან იზორია

“მთავრობა მობილიზებულია, რათა პარტნიორებს მეტი კომუნიკაციით გავუძლიეროთ განწყობა, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი”- განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ. იზორია ამბობს, რომ  გერმანელ კოლეგებთან საუბრისას მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულება იყო. „მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა შესაძლებლობა ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განგვეხორციელებინა გარკვეული კომუნიკაცია, შეხვედრები ჩვენს ადგილობრივ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, მთავარი გზავნილი და პათოსი ამ საუბრებისა გახლავთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მისწრაფებებისა, ჩვენი კურსი არის შეუქცევადი. ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური არჩევანი, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და სწორედ ამ ერის მთავარი არჩევანის გარშემო მობილიზებულია მთავრობა.…

მეტი...