მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც თვითმხილველი ამბობს, დაშავებული 20-დან 25 წლამდე ბიჭია.
,,ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. არ ვიცი ჩახტა თუ ჩავარდა, ვერ გეტყვით ზუსტად. სასწრაფო მალევე მოვიდა და ამოიყვანეს. ვიცი, რომ ცოცხალია”, – განაცხადა თვითმხილველმა.