„ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი“- ლევან იზორია

“მთავრობა მობილიზებულია, რათა პარტნიორებს მეტი კომუნიკაციით გავუძლიეროთ განწყობა, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი”- განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ.

იზორია ამბობს, რომ  გერმანელ კოლეგებთან საუბრისას მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულება იყო.

„მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა შესაძლებლობა ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განგვეხორციელებინა გარკვეული კომუნიკაცია, შეხვედრები ჩვენს ადგილობრივ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, მთავარი გზავნილი და პათოსი ამ საუბრებისა გახლავთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მისწრაფებებისა, ჩვენი კურსი არის შეუქცევადი. ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური არჩევანი, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და სწორედ ამ ერის მთავარი არჩევანის გარშემო მობილიზებულია მთავრობა. მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან მეტი დიალოგით, მეტი კომუნიკაციით, შევუქმნათ მათ რწმენა, გავუძლიეროთ განწყობა, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი“ – აღნიშნა იზორიამ.

ბერლინში საქართველოს ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

მსგავსი თემები