ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებით რობინ დანიგანის განცხადებას პასუხობს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას პაუსხობს ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი კრიტიკას ,,აბსურდულს” უწოდებს.

,,საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, როგორიცაა ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში” (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას.

 

მსგავსი თემები