“ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება”- ვაშაძე ბოდიშს იხდის

„ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათ ოჯახის წევრებს“- წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოცილაურ ქსელში. ვაშაძე განმარტებას აკეთებს, მის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს „აუტისტი“ უწოდა და ამის გამო ბოდიშს იხდის.

„სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში. ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება, ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა.

ბოდიშს ვუხდი მათ და ყველა მათ ოჯახის წევრს”“- ამბობს ვაშაძე.

 

მსგავსი თემები