„ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ”- ო’ბრაიენი

„ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრაიენმა ამბობს, ოფიციალურ პირებთან დისკუსია გრძელდება და მათთან კომუნიკაციაში  საელჩო ძალიან აქტიურია. „სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის…

მეტი...

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს”- ჯიმ ო’ბრაიენი

“საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება”- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” ლიდერების ნაწილის გადაწყვეტილებებზე შეშფოთება გამთქვა. „საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და…

მეტი...

,,ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს EU-ს წევრობას” – კორტნი

,,ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნმა X-ზე დაწერა. ,,ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ავტორიტარული მმართველობის ამჟამინდელი ტალღა ქართველების ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს არ უარყოფს. ეს არც დასავლეთს დააბრკოლებს ამ ამბიციების მხარდაჭერაში”, – დაწერა კორტნიმ.

მეტი...

,,2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?” – ოქრიაშვილის პასუხი ,,ოცნების” პროპაგანდას

„აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში”, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და სახელისუფლებო პროპაგანდას პასუხობს: „აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. 1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს? 2. დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემი დეპუტატობის საკითხი და ჭორი ორ მილიონზე უფრო მნიშვნელოვანია,…

მეტი...

კუს ტბის ტერიტორიაზე, სადაც გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

კუს ტბის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ პროფესორ გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი, ჯერჯერობით, ექსპერტიზაზე არ გადაუსვენებიათ. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დამატებითი დეტალები უცნობია. გახელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. პროფესორ გიორგი გახელაძეს ბოლო 1 კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით ეძებდნენ.

მეტი...

მდინარის პირას ფეხი აუცურდა და წყალში ჩავარდა – უბედურ შემთხვევას სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. „მდინარის ტალღა შეეჯახა და ტრამვა მიიღო ძლიერი. გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერს ახლობელი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლამდე მამაკაცი დავით გვარმიანია. მას მდინარის პირას ფეხი აუცურდა და აბობოქრებულ მდინარეში ჩავარდა. ცხედარი ნაპოვნია და გადასვენებულია მისსავე საცხოვრებელ სახლში.

მეტი...

დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, დღეიდან თბილისში წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება – GWP

,,დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, 24 ივნისიდან თბილისში წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება,” – ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. ,,სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით. ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.…

მეტი...

სოფელ გაგიდაში, ზღვაში, ზუგდიდელი მოზარდი დაიხრჩო

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდაში 17 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. მოზარდი ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და სოფელ ინგირში ცხოვრობს. მას დედა ჰყავს დევნილი ოკუპირებულ სოფელ ბარღებიდან და სტუმრად სწორედ იქ, ბაბუასთან იმყოფებოდა. მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა. ცხედარი ამ დროისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დამატებითი დეტალები უცნობია. გახელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, მისმა მეუღლემ გაავრცელა. პროფესორ გიორგი გახელაძეს ბოლო 1 კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით ეძებდნენ. ,,აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!” – გიორგი გახელაძის მეუღლე

მეტი...

,,აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!” – გიორგი გახელაძის მეუღლე

,,აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!”, – წერს ფეისბუქზე გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე. დეტალები ამ დროისათვის უცნობია. პროფესორ გიორგი გახელაძეს თბილისის მასშტაბით 19 ივნისიდან ეძებდნენ.

მეტი...

რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე EU-ში წვდომა შეიზღუდება, სანქცირებულია კადიროვის დედა – სანქციების მე-14 პაკეტის დეტალები

ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე. გამოქვეყნდა სანქცირებული იურიდიული და ფიზიკური პირების სახელები, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორგანიზებაში და მხარს უჭერენ ამ აგრესიას. სანქცირებულთა შორის არიან : მედია მენეჯერი არამ გაბრილიანოვი, მომღერალი იაროსლავ დრონოვი (შამანი), მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი და ტელეწამყვანი მარია კისელევა, მომღერალი პოლინა გაგარინა, მედია მენეჯერი ალექსეი გორესლავსკი, მსახიობი, მღვდელი და საზოგადო მოღვაწე ივან ოხლობისტინი, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ვადიმ იაკოვენკო, ჩეჩნეთის ლიდერისმ რამზან კადიროვის დედა, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოთა მდივანი დიმიტრი მეზენცევი, ბიზნესმენები იგორ ალტუშკინი, ტაიმურაზ…

მეტი...

თბილისში 39 წლის კაცს ეძებენ

თბილისში 39 წლის მამაკაცს ეძებენ. ლევან ახალკაციშვილი 19 ივნისს, 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალკაციშვილს ხელში ეჭირა სპორტული ჩანთა. 39 წლის ლევან ახალკაციშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე – 5 55 96 39 08.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვეტოს უყურებს, როგორც გართობას” – რატი იონათამიშვილი

,,სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარტიული პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრეზიდენტი ვეტოს საკითხს, როგორც გართობას ისე უყურებს. ,,სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვეტოს უყურებს, როგორც გართობას და ის ერთობა ამ საკითხებით. ეს არის მიუღებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი მას გააჩნია, რომელიც სავსეა პასუხისმგებლობებით და არა გართობით. ამას იყენებს ის უღირსად და უშინაარსოდ. ეს არის მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ასეთი მაღალი პოზიცია უკავია. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარტიული პრეზიდენტი. ამ…

მეტი...

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი (გიგა) დევდარიანი. გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გაიმართება სამშაბათს 25 ივნისს. 16 :00 სთ-დან 20:00 სთ-მდე მისამართზე: Big apple funeral: 323 avenue U . Brooklyn NY 11223“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

მეტი...

,,ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ” – ომბუდსმენი გახშირებულ თავდასხმებზე

,,ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, სამოქალაქო აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებზე. ,,საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან და რომელთა სახელების და გვარების იდენტიფიცირება რთული არ არის. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს. ნებისმიერი ასეთი ქმედება უკუკავშირს იწვევს და ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას ჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული”, – ამბობს ომბუდსმენი.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს” – ბრაჟე

,,საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს”, – ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე. ,,საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს დაბრკოლებას უქმნის, გზავნილი მიიღოს. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობა კი ამ პროცესს ხელს უშლის. კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანას მიეცა წინასწარ, გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ პირობებს”, – განაცხადა ბრაჟემ.

მეტი...

,,EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპექტივა, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს” – ოქრიაშვილი

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპექტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს!”, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, პედაგოგებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით: ,,განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაში ნახტომი კი არა, გარღვევა აქვთ. თუმცა, მათივე მონაცემებით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 230 ლარს შეადგენს და ივლისიდან უნდა გაიზარდოს. ამ თანხით საქართველოში ღირსეულად ცხოვრებაც შეუძლებელია, პერსპექტივაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ეს მაშინ, როცა ესტონეთში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ევროს აღემატება, ლიეტუვაში ოდნავ…

მეტი...

,,პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას” – ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივა მედში” მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტებთან შედარებით, ის ,,უკეთესად გამოიყურება”. იოსელიანის თქმით, ის წელიწადში ერთხელ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობს და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საჭიროებებით ინტერესდება. ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას, იოსელიანი ამბობს, რომ ,,ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”. მისივე თქმით, შეხვედრა მოკლე იყო და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა.

მეტი...

ევროსაბჭომ ხუთშაბათს საქართველოზე დებატები ჩანიშნა

ევროსაბჭოში ხუთშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება. როგორც ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურიდან ავრცელებს ინფორმაციას, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გივი მიქანაძის წინააღმდეგობისა, რომელიც დებატების გაუქმებას ითხოვდა, 92 მომხრე, 17-ის წინააღმდეგ, დებატების გამართვის საკითხი, მაინც დადებითად გადაწყდა: ,,92 მომხრე. 17 წინააღმდეგი. მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლის გივი მიქანაძის ჯაფისა და შუამდგომლობისა ევროსაბჭოსთან რომელიც ითხოვდა საქართველოზე დებატების გაუქმებას, მოტივით რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ნიშნავს ეს ევროპის მხრიდანო) – ევროსაბჭოში ხუთშაბათს გაიმართება დიდი დებატები საქართველოზე!”, – წერს წითლიძე.

მეტი...

აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და სახის, ხელის და ყელის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება. გაფრინდაშვილი მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს, რომელიც სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკავშირდება. ,,იმის შემდეგ რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია ჯორჯიან მანგანეზის წინააღდმეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს ( ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული…

მეტი...

,,კრემლს არ ეშინია 2000-იანი წლების ვითარებაში დაბრუნების” – პესკოვი დაღესტანზე

,,კრემლს არ ეშინია 2000-იანი წლების ვითარებაში დაბრუნების”, – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დაღესტანში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. კითხვაზე, დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, ეშინია თუ არა კრემლს იმ სიტუაციის განმეორების, რაც ქვეყანაში 2000-იანი წლების დასაწყისში იყო? პესკოვი პასუხობს, რომ ,,არა”: „არა, ახლა რუსეთი განსხვავებულია, საზოგადოება აბსოლუტურად კონსოლიდირებულია და ისეთ კრიმინალურ ტერორისტულ გამოვლინებებს, როგორიც გუშინ დაღესტანში ვნახეთ, საზოგადოება არ უჭერს მხარს არც რუსეთში და არც დაღესტანში“, – თქვა პესკოვმა შეგახსენებთ, რომ დაღესტნის ორ ქალაქში მაჰაჩყალასა და დერბენტში გუშინ, 23 ივნისს შეიარაღებული თავდასხმები მოხდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და…

მეტი...

,,დაე დავსანქცირდე” – ირაკლი ზარქუა

,,დაე დავსანქცირდე”, – აცხადებს დეპუტატი ზარქუა ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე საუბრისას. ,,სავარაუდოდ, ევროპაშიც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე დავსანქცირდე. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ის, რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”, – ამბობს ზარქუა.

მეტი...

ფსოუზე სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობითთ, ფსოუზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ე.წ. შს ,,მინისტრის”, რობერტ კიუტის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პირი, მათგან სამი აფხაზეთში, ერთი კი რუსეთში. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთის ,,სასაზღვრო პუნქტზე” სროლა გუშინ, 23 ივნისს იყო. მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია. სროლა იყო ახალ ათონშიც, სადაც ერთი პირია დაჭრილი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ ფაქტებთან დაკავშირებით, უცნობია. მომხდარზე გამოძიება მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.

მეტი...

სამხრეთ კორეაში ქარხნის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა – არიან დაკარგულებიც

სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და ამჟამად დაკარგულებს ეძებენ. აფეთქება ჰვასონგში, დედაქალაქ სეულის სამხრეთით მდებარე ქარხანა Aricell-ში მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ქარხანა ლითიუმის პირველად ბატარეებს აწარმოებს სენსორებისა და რადიოკავშირის მოწყობილობებისთვის.

მეტი...

,,სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტი იქნება, სენატი, კონგრესი, სეიმი თუ რუსეთის დუმა, დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე” – მეუფე იაკობი

,,რა უნდა ჩვენი ერისგან, ვისაც არ ეზარება? თუ სადღაც გინდა მიმიღო, ევროკავშირი იქნება თუ სხვა, და თუ პატარა ბავშვივით დავალებებს მაძლევ, თუ ვარ აბიტურიენტი, აბიტურიენტი რომ მიდის გამოცდებზე, თუ ჩააბარა, შემდეგი ნაბიჯი არის იქ სწავლა, თუ ვერ ჩააბარა, მეორე წელს მოემზადება. რაზე მაჩქარებ, ესე იგი არასწორ დავალებას მაძლევ ხომ? ან იმიტომ მაძლევ, რომ მერე შემიტიო”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში იბარებენ გაურკვეველ პირებს, რომლებიც ჩვენებას აძლევენ საქართველოს შესახებ. მეუფე იაკობმა ასევე ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნების საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩართულობაზე…

მეტი...

,,საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული” – ლანდსბერგისი

,,საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული”, – ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ,,კარგია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას განხილული”, – აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

სროლა ბაქოში – დაღუპულია 5 ადამიანი

ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი. ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა. შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის EU-თან ჩართულობის შენარჩუნება” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის EU-თან ჩართულობის შენარჩუნება”, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ,,მიუხედავად საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათი EU-თან ჩართულობის შენარჩუნება და ამით გავუგზავნოთ დადებითი მესიჯი საქართველოს მოსახლეობას”, – ამბობს მინისტრი.

მეტი...

,,რონალდოსთან შიშის გარეშე” – კვარაცხელიამ და დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი Goal-თან პორტუგალიასთან მომავალ მატჩზე საუბრობენ. როგორც ხვიჩა აღნიშნავს, რონალდო მისთვის კერპი იყო და მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. „ის ჩემი კერპი იყო. მიხარია, რომ მოედანზე შევხვდები. მასთან პირისპირ შეხვედრაზე ვოცნებობდი. ვნახოთ, რა გამოვა”, – ამბობს ხვიჩა. ზურიკო დავითაშვილის თქმით, რონალდოსთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება. „მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ მეშინია. ამას მოუთმენლად ველი და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ასეთ გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია”, – საუბრობს დავითაშვილი. შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში შეხვდება.

მეტი...

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს 24 ივნისს, ლუქსემბურგში შეხვედრისას, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინასთან მისი ომის გამო, სანქციების მე-14 პაკეტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება. ,,დღევანდელი პაკეტი მოიცავს შემაკავებელ ზომებს კიდევ 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ევროსაბჭომ დღეს მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-14 პაკეტი პუტინის რეჟიმისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს მის კრიმინალურ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ზომები გამიზნულია რუსეთის ეკონომიკის მაღალშემოსავლიან სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები…

მეტი...

ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსი” წერს, იოსელიანი კლინიკა „ვივამედში“ მონიტორინგზე იმყოფება და მესამე ყოფილ პრეზიდენტსაც მოინახულებს.

მეტი...

დაღესტანში 5 თავდამსხმელია ლიკვიდირებული – მათ შორის, შესაძლოა MMA-ს ყოფილი მებრძოლიც იყოს

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია დასრულდა. ბოლო ცნობებით, თავდამსხმელების მსხვერპლი გახდა 15-ზე მეტი პოლიციელი, ასევე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი. რუსი სამართალდამცველების ცნობით, ლიკვიდირებულია ხუთი ბოევიკი – ორი დერბენტში და სამი მაჰაჩყალაში. დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მელიკოვის ცნობით, კი მოკლულია 6 თავდამსხმელი. შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს, დაღესტნის ორ ქალაქში დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მოკლეს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი. მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შორის შესაძლოა MMA-ს ყოფილი…

მეტი...

,,არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული – ფინანსური დახმარების შეჩერება და მაღალჩინოსნებისთვის, ვიზების აკრძალვა” – ცაჰკნა

,,დღეს სამწუხარო დღეა, იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით არამედ მის საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან განვიხილავთ მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან და მოლდოვასთან”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე. ,,საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს უცხოელი აგენტების კანონს. გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის…

მეტი...

,,EU-ს კარი დაიკეტება, დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას” – ბორელი

ლუქსემბურგში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დისკუსია იწყება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალზე უკვე იკრიბებიან. გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და დაუწესდება თუ არა ოცნების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანას დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? ამასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მინისტრებს დღეს ვარიანტების სიას წარუდგენს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში: ,,ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და ყველასთვის უნდა იყოს ნათელი ერთი რამ: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს…

მეტი...

,,ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ,,ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება და მან სამხედროების მობილიზება შესაძლოა ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან გადაიტანოს, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან იბრძვიან. ,,ჰამასთან (ღაზაში) ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება… ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, მაგრამ ომი მის ამჟამინდელ ეტაპზე რაფაში დასრულდება. ეს მართალია. ჩვენ მოგვიანებით გავაგრძელებთ ბალახის მოთიბვას,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ,,ნაწილობრივი გარიგება” დადოს ,,ჰამასთან,” რათა დაიბრუნოს ტყვეები, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან, თუმცა გაიმეორა, რომ ომი კვლავ გაგრძელდება მიზნის მისაღწევად ,,ჰამასის” ლიკვიდაციისთვის. ,,მე არ ვარ მზად ამის დათმობისთვის”,…

მეტი...

კახეთში 8 დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში მერვე დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ,,მოგესალმებით, ზემო მაღაროში მცხოვრები თამარ ჯებირაშვილი დაიკარგა, სახლიდან გავიდა ფეხშიშველი და აღარ დაბრუნებულა, ბოლოს დაინახეს ზემო ბოდბიდან მომავალი ზემო მაღაროს მიმართულებით, თითქმის ზემო მაღაროში იყო შემოსული, მას მერე აღარავის დაუნახავს, ირგვლივ რაც ტყეებია დავიარეთ მთელმა სოფელმა და არსად არ არის, ქალბატონი არ არის საღ გონებაზე, მოკლედ ტყეებში არსად არ არის, უკვე ვვარაუდობთ რომ მანქანამ გააყოლა სადმე, დიდი იმედი გვაქვს რომ ცოცხალია, გთხოვთ თუ ვინმემ მანქანით გააყოლეთ დაწერეთ, გთხოვთ ყველამ გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს და…

მეტი...