,,მინდა გარკვევით ვთქვა: არა” – ბორელის პასუხი კობახიძეს

ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციად აფასებს. ბორელი ამბობს, რომ ეს ტყუილია და რომ ამ კანონის პირობებში ქვეყნის ევროპული გზა ჩახერგილია. ,,საქართველოს უმაღლესი დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები.ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ამ განცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს.ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება.გვესმის, რომ ეს დინამიკა…

მეტი...

,,ქართველი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს” – მამუკა მდინარაძე

,,ქართველი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შესახებ, სადაც გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომები განიხილეს. მისი შეფასებით, კანონის მიღების საპასუხოდ ნეგატიური შედეგები ორი მიზეზით ვერ დადგება. ამ მიზეზებს შორის ის ასახელებს იმას, რომ გამჭვირვალობის კანონის ე.წ. რუსულ კანონად შეფუთვა იყო საუკუნის თაღლითობა. „ასეთი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ახლა მიიღო კანადამ ანუ თანამედროვე ტრენდი და გამოწვევაა და საქართველომაც მიიღო. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა თურმე და დიდებს შეუძლიათ რაღაცის მიღება, გაცილებით მკაცრის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით,…

მეტი...

„სულ ინტერესდებოდა, ვის რა უჭირდა და სულ გქონდა მისი იმედი, არასდროს დაიზარებდა“ – რას წერენ გიორგი გახელაძეზე

პროფესორ გიორგი გახელაძეს სოციალურ ქსელში სტუდენტები ემოციურად ემშვიდობებიან: „სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო… წინა სემესტრში უამრავი წიგნი მომიტანა ზურგჩანთით სამაგისტროსთვის გამოგადგებაო. როცა მოიკითხავდი სულ გპასუხობდა რომ მხნედ იყო… ძალიან უყვარდა თავის საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, სულ ინტერესდებოდა ვის რა უჭირდა და სულ გქონდა მისი იმედი, არასდროს დაიზარებდა. ერთხელ კურსელს ძაღლმა უკბინა და ლექცია გადადო სანამ სასწრაფო არ მოვიდა, მარტო როგორ დავტოვოთო. ერთ ლექციას რომ გააცდენდი უკვე გკითხულობდა. შესვნებაზეც სულ სტუდენტებს ელაპარაკებოდა. ყველას უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. ყველაფერზე წინ ადამიანობას აყენებდა…“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს” – ტრამპი

დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, განიხილავს გეგმას შეაჩეროს აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინაში, თუ ის არ დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან. Reuters-ის ცნობით, ორმა მრჩეველმა ტრამპს უკრაინის ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, რომლითაც ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უნდა იმოქმედოს. ამავე გეგმით, აშშ გააფრთხილებს მოსკოვს, რომ კიევთან მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას – განაცხადა ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კეიტ კელოგიმ სააგენტოსთან ინტერვიუში. გეგმის ავტორები სწორედ კელოგი და ფრედ ფლეიტცი არიან, რომლებიც აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბს ხელმძღვანელობდნენ ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2017- 2021 წლებში. ფლეიტცის…

მეტი...

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას, ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები…

მეტი...

ფულის გათეთრების ფაქტზე პროკურატურამ ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ავსტრალიის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და წარსულში დაკარგული საინვესტიციო თანხის დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების სანაცვლოდ, 53 444 ევრო ბრალდებულის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულმა საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, ავსტრალიიდან ჩარიცხული უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დიდი ოდენობით თანხები, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაწევრებით გადარიცხა ლიბანში,…

მეტი...

სახალხო დამცველი პარლამენტში დღეს წლიურ ანგარიშს წარადგენს

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. ლევან იოსელიანი წლიურ ანგარიშს წარადგენს. ომბუდსმენი საკუთარ მოხსენებაში ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ძალის გამოყენებაა, აქვე, მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მიმართ პარლამენტში მოქმედი წესები ზღუდავს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლებას. ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელ მოსმენას არ დაესწრება, თუმცა, რამდენიმე დეპუტატი აპირებს განხილვაზე მივიდეს და ომბუდსმენს ყველა ლეგიტიმური კითხვა დაუსვას.

მეტი...

„Adidas”-ის საამქრო იმერეთში – ამოღებულია უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის სპორტული ფეხსაცმელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა „Adidas”-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2…

მეტი...

რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა იწვის – არის მსხვერპლი

რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „პლატანის“ შენობა იწვის. უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი 5-8 სართულს შეეხო, რაც მას სირთულის მესამე დონეს ანიჭებს. მაღალი ტემპერატურისა და ხშირი კვამლის გამო ხანძრის ლოკალიზება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი იყო ჩართული. ჯამში, დამწვარია 4,5 ათასი კვ.მ ფართობი.

მეტი...

რა მისწერა გიორგი მიქაუტაძემ თამაშამდე და თამაშის შემდეგ მოძღვარს

სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძისა და თავისი მოძღვრის, არქიმანდრიტ ანტონის ჩეხეთთან თამაშამდე და თამაშის შემდეგი მიმოწერა ვრცელდება:

მეტი...

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცნობილია, რომ მის ადგილს ბრიგადის გენერალი ონდრეი გნატოვი დაიკავებს. მანამდე კი, სოდოლის წინააღმდეგ განცხადება აზოვს შტაბის მეთაურმა დაწერა. ბოგდან კროტევიჩმა სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს სოდოლის რუსეთთან შესაძლო კავშირზე გამოძიების დაწყება სთხოვა: ,,მთელმა ჯარმა იცის, ვინ არის ის და სამხედროების 99%-ს ის ეზიზღება”.

მეტი...

ვალეში, ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ცნობით, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყანეს. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მეტი...

უკვე ორი თვეა, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს

უკვე ორი თვეა, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ,,25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით, სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ, კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ, გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ. თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე შეგხვედრიათ, გთხოვთ, მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861, 568704613”, – წერს ოჯახის წევრი.

მეტი...

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია – 6 პოლიტიკური პარტიის განცხადება

ქართული ოპოზიციის ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელმომწერები ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. გთავაზობთ დეკლარაციას უცვლელად: ,,შეშფოთებულნი ვართ რა ქართული ოცნების ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის  საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ; ვერთიანდებით „ქართული ქარტიის“ გარშემო და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ  და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში, შემდეგი მიზნების მისაღწევად: –    გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ…

მეტი...

EU დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს დღეიდან ოფიციალურად დაიწყებს. მოლაპარაკებები ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება. მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი 15 ივნისს შეათანხმეს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში,…

მეტი...

დაღესტანში ოლქის უფროსი, რომლის შვილებიც სავარაუდოდ თავდასხმებში მონაწილეობდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვი თანამდებობიდან გადააყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ომაროვის ორი ვაჟი – ოსმან და ადილ ომაროვები, ასევე მისი ძმისშვილი აბდუსამად ამაძიევი 23 ივნისს, დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარ თავდასხმებში მონაწილეობდნენ. მაგომედ ომაროვი კვირას, ტერაქტიდან მალევე დააკავეს. მედიის ცნობით, დაკითხვისას მან თქვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იცოდა მისი ვაჟებისა და ძმისშვილის კავშირების შესახებ ვაჰაბისტებთან, თუმცა მისივე თქმით, ბოლო წლებში შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონია. დაღესტანში მომხდარის ვერსიებზე ოფიციალურად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯერ არ საუბრობენ. რუსეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ტერორისტული თავდასხმა, სავარაუდოდ, უცხოეთიდან იყო ორგანიზებული, ზოგიერთმა…

მეტი...

შეზლონგები, ქოლგები და პარაშუტით ფრენა – რა ეღირება ბათუმის პლაჟზე არსებული სერვისები ზაფხულის განმავლობაში

რა ეღირება ბათუმის პლაჟზე არსებული სერვისები ზაფხულის განმავლობაში ამის შესახებ სტატიას გამოცემა ,,ბათუმელები” აქვეყნებს. ადგილობრივი მედიასაშუალება დეტალურად წერს, სად რა დახვდება ზღვისპირა ქალაქში ჩასულ ტურისტს. როგორც გამოცემა წერს, წელს შეზლონგის ფასები არ გაზრდილა. სტანდარტული შეზლონგი 5 ლარი ღირს, ე.წ. ბადეებიანი კი 10. 5 ლარი ღირს ქოლგაც. პარაშუტით ფრენა ბათუმის ზღვის თავზე უცხოელებისთვის 150, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 100 ლარი ეღირება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წუთია. რაც შეეხება კატერებს, როგორც გამოცემა კატერის გამქირავებლებზე დაყრდნობით წერს, მისი ფასი ნახევარი საათით 200 ლარია, ზღვაში სკუტერით გასვლა კი 10 წუთით 100 ლარი ეღირება. ,,ბათუმელების” ცნობით,…

მეტი...

ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – დაღუპულია პოლიციელი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა. მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა. ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

მეტი...