ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – დაღუპულია პოლიციელი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.

მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.

ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

მსგავსი თემები