„ტროტუარის ქვებია ნასროლი“- ფოთში ენმ-ს ოფისი დააზიანეს

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააზიანეს. როგორც ენმ-ს ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ხომერიკი აცხადებს, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. „მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა  ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. 7-8-ჯერ აქვთ ნასროლი მძიმე საგანი. ქვებია ნასროლი, ტროტუარის…

მეტი...

„ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია“- კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. კვარაცხელიას თქმით, მათ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეუძლიათ. “ბევრი ფიქრობდა, რომ თითქოს აქ ყოფნას არ ვიმსახურებდით, თითქოს გაგვიმართლა, თუმცა განვლილი ორი თამაშით ვაჩვენეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია”- განაცხადა კვარაცხელიამ. „ჩვენი ფეხბურთელები ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ”- ვილი სანიოლი

მეტი...

„ჩვენი ფეხბურთელები ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ”- ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი განცახდებით, ფეხბურთელები ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთთებენ. “პორტუგალია ტოპ გუნდია, თუმცა ჩვენ აქ ვართ და მეტის მიღწევა გვინდა. რაც არ უნდა მცირედი შანსი იყოს, იცოდეთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამ შანსის გამოყენებისთვის და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ”- ვილი სანიოლი. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ხვალ 26 ივნისს პორტუგალიის გუნდს დაუპირისპირდება.

მეტი...

„ვენეციის კომისიის მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი“- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცესკო-ს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებას ეხმაურება. პაპუაშვილი აღნიშნულ მოსაზრებას პოლიტიკურს უწოდებს. „დღეს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება ცესკო-ს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ. სამწუხაროა, რომ მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, ხოლო მასში წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკო-ს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტია. შეგახსენებთ, რომ ის წესი რომელსაც ეხება ეს დასკვნა, უკვე ძალაშია და ამ წესით პარლამენტმა შეძლო ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა ოთხი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც ჯამში დეპუტატების კვალიფიციურ უმრავლესობას (3/5-ს) წარმოადგენენ“- აცხადებს პაპუაშვილი.

მეტი...

„დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დასაწყისი“- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება. ამის შეასახებ,  ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ უკრაინის წევრობის შესახებ ევროკავშირთან ფაქტობრივ, რეალურ მოლაპარაკებებზე. 2022 წლის 28 თებერვალს, ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ წევრობის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გასული წლის დეკემბერში კი – მოლაპარაკებების დაწყების პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა სწორედ დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დასაწყისი: უკვე დღეს გაიმართება უკრაინისა და ევროკავშირის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია. მადლობა თითოეულს, ვინც იცავს უკრაინას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს. მადლობა გუნდს,…

მეტი...

„საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში“- საქართველოში საფრანგეთის ელჩი

„საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, რომ შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები, რადგან ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი“- ამის შესახებ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მნიშვნელოვანი განხილვა ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას 27 ივნისს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა წევრი, შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული ვითარებით. ბევრი განვითარებული მოვლენა აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას. საქართველოს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, რომ შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები, რადგან ამაზე საქართველოს ევროპული მომავალია დამოკიდებული“ –  განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

მეტი...

ვენეციის კომისიის მოსაზრება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით

ვენეციის კომისია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.  ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებისა და ძლიერი პოლიტიკური დაძაბულობების პერიოდში მოხდა. “უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხება, დაწყებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს” –…

მეტი...

სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა

სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა. როგორც მისი წევრები ამბობენ, ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვაზე. “ჯენზი თებერვალში დაფუძნდა და ახალგაზრდები გააერთიანა, რაც არაფორმალურ განათლებას ემსახურება. არაფორმალური განათლება ჩვენ გვაძლევს იმას, რომ თითოეული ახალგაზრდა ცივილიზებული და პროფესიული საზოგადოების ღირსეული წევრი გახდეს. “ჯენზი” დღეს ოფიციალურად დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე და მისწრაფებებზე. “ჯენზი” ყოველთვის ევროპული კურსის დასაცავად იდგება” – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი გოგიაშვილმა.

მეტი...

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ალავერდის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კახეთში, სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექს გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები. ამის შესახებ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ. სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას. “სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და…

მეტი...

ქარიშხალი ახმეტაში (ვიდეო)

ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქარიშხალის შედეგად დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები. სტიქიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.  

მეტი...

დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი

„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიცუპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით“- ამის შესახებ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამავე ცნობით, დაზიანებულია ალავერდის როგორც გარე ასევე შიდა სამონასტრო ინფრასტრუქტურა. „შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა”- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სოფელ ალავერდში ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ავტომობილები.    

მეტი...

ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა

ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა. ზიანი მაიდგა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასაც. თვითმხილველების თქმით, ძლიერი ქარი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. დაზიანებულია მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილებიც. “საშინელი ხმა იყო. როგორც ვიცით, დაზიანებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა”- ამბობენ ადგილობრივები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.  

მეტი...

ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღითა აქვს მიყენებული. დაჭრილ პოლიციელს სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს. კაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები ოჯახური ძალადობის ფაქტზე იმყოფებოდნენ. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  

მეტი...

ამ შეთანხმებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ გვექნება – ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციის ერთობის დეკლარაციაზე

ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ, ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,გირჩი” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, დეკლარაციის შინაარსი მათთვის გაუგებარია და შეთანხმებასთან კავშირი ვერ ექნებათ. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე ვნახე 6 პოლიტიკური პარტიის დღევანდელი განცხადება, იქ კონკრეტულად არ წერია, რომ ახალ არჩევნებს ატარებენ თუ არ ატარებენ, მთავრობას როგორ იღებენ. უბრალოდ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ამ თამაშს ერთად ვითამაშებთ. ამ შეთანხმებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ გვექნება, ჯერ ერთი, მათი არ გვესმის. ერთი ვერსიაა, “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებაზე დათანხმება და ერთი სრული სია, მეორე ვერსიაა, “ნაციონალურ მოძრაობაზე” არ დათანხმება. შესაბამისად, ორივე ვერსია…

მეტი...

ჩინეთმა პოლონეთის მოქალაქეებისთვის 15-დღიანი უვიზო რეჟიმის ცალმხრივად ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო

,,ჩინეთმა პოლონეთის მოქალაქეებისთვის 15-დღიანი უვიზო რეჟიმის ცალმხრივად ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას გააკეთა. პოლონეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით პეკინში იმყოფება. ჩინეთის ლიდერთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების დროს მხარეები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

მეტი...

,,ვინ ითამაშებს და ვინ არა გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ” – ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ხვალინდელ ისტორიულ მატჩზე პირველ კომენტარს აკეთებს: ,,არ მგონია, აქ იმისთვის ვიყო, რომ გასულ ორ მატჩზე ვისაუბრო. ხვალ პორტუგალიას ვეთამაშებით და ესაა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბუდუს. ბუდუ გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი. ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. მინდა მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში.…

მეტი...

,,პარლამენტის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი” -პაპუაშვილი

,,ჩვენი, როგორც პარლამენტის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი, რომ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილოს სამართლებრივი მდგომარეობა, მათი კავშირი საკუთარ სამშობლოსთან იყოს უფრო ადვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში თემატური მოკვლევის „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სიძლიერე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიასპორის აქტიური მონაწილეობის გარეშე და დიასპორა, რა თქმა უნდა, არის ის განსაკუთრებული აქტივი, რომელიც საქართველოს გააჩნია. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ…

მეტი...

,,ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების დაწყებას” – ფიშერი

,,ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების დაწყებას. მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით”, – წერს X-ზე გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი. ,,ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით”, – წერს ფიშერი.

მეტი...

კიტეიშვილი ბრუნდება! – სიახლე ნაკრების ფეხბურთელზე

პორტუგალიასთან თამაშისთვის მზად იქნება ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ტურნირზე საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. CrystalSport-ის ცნობით, ამ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდება, რომელმაც მონტენეგროსთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმა მოიშუშა, დღეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს. მცირე დაზიანების გამო კიტეიშვილმა ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვა, თურქეთთან და ჩეხეთთან ნაკრებს ვერ დაეხმარა. ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, შემდეგ ჩეხეთი-საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთმა და საქართველომ თითო-თითო ქულა მოიპოვეს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში…

მეტი...

,,დღეს არის ისტორიული დღე, იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს, როცა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება, ისტორიული უწოდა და გაიხსენა განაცხადის შეტანის დღე: ,,დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება”, – წერს ზელენსკი და მადლობას უხდის პარტნიორებს და ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და მისი ევროპული გზისთვის. შეგახსენებთ, რომ EU დღეიდან უკრაინასა…

მეტი...

,,საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ” – რუსეთის ვიცე-პრემიერი

,,საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს გამოიყენონ რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე”, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ,,თუ საქართველოს შევხედავთ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად”, – ამბობს ოვერჩუკი. მისი მტკიცებით, ამ ტენდენციას ,,კარგი გამოხმაურება აქვს” მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროში. მისივე თქმით, “ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე მიისწრაფვის”.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს” – დავით მათიკაშვილი

„რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს, ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია, რომ არ გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებული ვითარება და თანამედროვე რამდენიმე წლის ისტორიას გადავხედოთ, ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, შეძრწუნდება ადამიანი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დღეს გაერთიანებას ცდილობენ. „ეს ძალები გაერთიანებას ცდილობენ ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც სამართლიანად „ომის ქარტია“ ვუწოდეთ. ცოტა უჭირთ, მაგრამ ეტყობათ დავალება აქვთ მიღებული ქვეყნის გარედან, ეს უსამშობლო ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გარკვეულწილად გაერთიანებას ახერხებენ…

მეტი...

,,წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა კი ეროვნული” – გურამ მაჭარაშვილი

„როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა იქნება – ეროვნული. ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე რომის პაპიც ალაპარაკდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა ქალი და კაცი, და რაც მთავარია, ევროპული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ევროპარლამენტის არჩევნებში უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია ამ გამოწვევას გამოგონილს და მითს უწოდებს. „ჯერ ერთი, უნდა ჩამოყალიბდეთ ბატონებო, ლგბტ პროპაგანდა რატომ არის თქვენთვის მითი და თქვენი პატრონებისთვის რეალობა? ბატონი დევიდ კრამერი ამბობს -კანონი,…

მეტი...

ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. ორდერები უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში, უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.

მეტი...

,,საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რადგან ქვეყანა ,,საპირისპირო მიმართულებით” მოძრაობს და ამაზე გუშინ, ლუქსემბურგში გამართულ სამიტზეც ისაუბრეს. ცაჰკნამ განცხადება უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიწყო. ,,დღეს სასიხარულო დღე გვაქვს, რადგან უკრაინასთან და მოლდოვასთან ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენთვის, ესტონელებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ევროკავშირს შევუერთდით ოცი წლის წინ და კარგად გვესმის, რომ გაფართოება არის ეგზისტენციური მნიშვნელობის. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ევროპაში ნაცრისფერი ზონები. სამწუხაროდ საქართველო მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით და ჩვენ ამის შესახებ გუშინ ვისაუბრეთ.…

მეტი...

ივნისი შინაური კომპანონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კამპანიის ფარგლებში მეპატრონეებმა ვლადიმერ მაიაკოვსკის პარკში შინაური ცხოველების ჩიპირება-რეგისტრაცია მოახდინეს. მომდევნო დღეებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე: 25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) ️️ აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს – 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო, რეგისტრაცია უფასოა. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას! იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი.…

მეტი...

მარტყოფში 6 დღეა 40 წლის კაცს ეძებენ

სოფელ მარტყოფში 6 დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ოჯახის ცნობით, ლევან ახალკაციშვილი სახლიდან 19 ივნისს გავიდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. ,,სოფელ მარტყოფიდან დაიკარგა მამაკაცი, ლევან ახალკაციშვილი, დაბადებული 1984 წელს. სახლიდან 19 ივნისს გავიდა, თან ჰქონდა ნახევრად შავი და ნახევრად წითელი ჩანთა. არ აქვს ტელეფონი, ეძებს პოლიციაც. სავარაუდო ლოკაციებზე შეამოწმეს კამერებიც, მაგრამ არსად ჩანს. ბოლოს მარტყოფის მიმდებარედ ნახეს. თუ ვინმე ასეთი გარეგნობის მამაკაცს დაინახავს, დაუკავშირდეს ოჯახს: 555 96 39 08 ელგუჯა ახალკაციშვილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ულოცავს და X-ზე მიმართვას ავრცელებს: ,,ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის. გზა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე. გისურვებთ მოლაპარაკებების წარმატებულ დაწყებას!”, – ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი. ცნობისთვის, EU დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს. მოლაპარაკებები ლუქსემბურგში, ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება.

მეტი...

გადატვირთულობა, არაფორმალური მმართველობა და სამარტოო საკანში პატიმრების არამიზნობრივი მოთავსება გამოწვევად რჩება – ომბუდსმენმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ამჟამად მას დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ. 386 გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული. წარმოდგენილ თემებს შორის არის – კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველთა უფლებები. ასევე, ჯანმრთელობის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა…

მეტი...

წყალმომარაგება სრულად აღდგა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა”, – აცხადებს კომპანია. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მაგისტრალურ მილსადენზე დაზიანების გამო, 16 ივნისიდან თბილისის ნაწილს და მცხეთას წყალი არ მიეწოდებოდა. მოქმედებდა გრაფიკი. წყლის ეტაპობრივი აღდგენა გუშინ დაიწყო.

მეტი...

გასულ 24 საათში, რუსებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს

დონეცკის რეგიონული პოლიციის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს. იერიშების შედეგად დაზიანდა 88 სამოქალაქო ობიექტი და 57 საცხოვრებელი კორპუსი. ,,პოლიციამ რეგიონის ტერიტორიაზე მტრის 2 166 დარტყმა დააფიქსირა… განადგურდა 88 სამოქალაქო ობიექტი – 57 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები, მანქანები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა …“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში. უწყების ცნობით, რუსებმა ისკანდერებით დაარტყეს პოკროვსკს, რა დროსაც დაიღუპა 5 და დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაზიანდა 19 კერძო სახლი.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს” – ო’ბრაიენი

,,საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დაუხუროს კარი საქართველოს ევროპულ მომავალს” – წერს X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი და ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ლუქსემბურგშ გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, თუმცა ის დაიხურება, თუ საქართველოს ხელისუფლება იგივე კურსს გააგრძელებს. ო’ბრაიენი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო 32 წელში აშშ-მა საქართველოს მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწია: ,,32 წელზე მეტია, აშშ მილიარდობით…

მეტი...

,,დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა” – პაპუაშვილი

,,დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში”, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება დეზინფორმაციაში გუშინ ღიად ამხილა. პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს, სწორედ ბორელის ეს განცხადება შეახსენა. ,,უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის. 4 წუთი ლაპარაკობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი პოზიციიდან ქალბატონი თეონა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპელი პოლიტიკოსებიდან და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა საქართველოზე”, – ამბობს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა” – მამუკა მდინარაძე

,,ისინი წვალობენ ძალიან, სინამდვილეში არიან ერთი ქოლგის ქვეშ, ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად”, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ხელმოწერის შემდეგ „ერთიანობის დეკლარაციის“ შექმნის თაობაზე. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა. „ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ცოტა მძიმეა ამის თქმა, მაგრამ გახდა ნაცმოძრაობის და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, გახდა მისი…

მეტი...

„თქვენი შვილი ჩვენია, ყველასია“ – ვინ არიან გიორგი მამარდაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით არიან

UEFA EURO 2024-ის ცნობით, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2 თამაშის ჯამში, გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი, 15 სეივი აქვს. გარდა ამისა, საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჯილდოც გადაეცა. 23 წლის გიორგის საფეხბურთო სამყარო კარგად იცნობს. მასთან ერთად, ქართველმა გულშემატკივარმა მისი ოჯახიც შეიყვარა. გიორგის უმშვენიერეს მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ის ყოველთვის მეორე ნახევრის გვერდითაა და ამხნევებს. გიორგის მამას, დავით მამარდაშვილს ფეხბურთის სამყაროში კარგად იცნობენ. ფეხბურთელის დედა თამუნა ბლიაძეა. გიორგის ჰყავს და, ნინიკო, რომელიც სტუდენტია.

მეტი...

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1-ელ ივლისს აქცია გაიმართება

1-ელ ივლისს, 12:00 საათზე ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” და ,,დროა” საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ და უცხოეთში  საარჩევნო უბნების გახსნას ამ ფორმით მოითხოვენ. ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას და დაიცვან ემიგრანტების ხმები. ,,პირველ ივლისს, 12:00 საათზე, დავგეგმეთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას გახსნას უბნები, კამპანია გაგრძელდება “გახსენი უბანი ემიგრანტებისთვის – ნუ იპრავ ხმას”. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი უფლებებისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მილიონზე მეტ მოქალაქე ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – ამბობს ,,დროას” წევრი ალექსი პეტრიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ათასობით შეგროვებული ხელმოწერისა და მკაფიოდ გაწერილი…

მეტი...