ჩინეთმა პოლონეთის მოქალაქეებისთვის 15-დღიანი უვიზო რეჟიმის ცალმხრივად ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო

,,ჩინეთმა პოლონეთის მოქალაქეებისთვის 15-დღიანი უვიზო რეჟიმის ცალმხრივად ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას გააკეთა.

პოლონეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით პეკინში იმყოფება. ჩინეთის ლიდერთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების დროს მხარეები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები