,,არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ” – ხატია დეკანოიძე

,,არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. „ეს მისი გადასაწყვეტია. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ. განსაკუთრებით ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს. ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში ისეთი მართლმსაჯულება იყოს, რომლის მიმართ მოსახლეობის ნაწილს ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა.…

მეტი...

,,პოლონეთი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას” – ანჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცედურა, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს. განცხადება ანჯეი დუდამ რიგაში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი შესაძლოა ომის დასრულებამდე გახანგრძლივდეს, თუმცა პროცესის დაწყება აუცილებელია, რაც რუსეთისთვის ძლიერი გზავნილი იქნება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, მაგრამ პოლონეთი ასევე მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას. ეს პროცესი უკრაინისთვის ოფიციალური მიწვევის გაგზავნით უნდა დაიწყოს, რაც რატიფიკაციის დაწყების შესაძლებლობას გააჩენს. ცხადია, ომის დასრულებამდე ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ მოხერხდება, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს. ეს იქნება რუსეთისთვის მკაფიო სიგნალი, რომ…

მეტი...

„ჩინური ენის ხიდი“ – ღონისძიება კონფუცის ინსტიტუტში

თავისუფალი უნივერსიტეტის კანფუცის ინსტიტუტში “ჩინური ენის ხიდის” 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნამდე კი სცენური სანახაობა გაიმართა.  წარმოდგენილი იყო  ჩინური საბრძოლო ხელოვნება, სცენაზე გაცოცხლდა  ჩინურ კულტურა და ტრადიციები და რა თქმა უნდა,  შესრულდა ცეკვა ქართული. ღონისძიებაში მონაწილეობა ჩინეთის ელჩმა საქართველოში  ჭოუ ციენმა და საელჩოს წარმომადგენლება მიიღეს. როგორც ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობის მქონე ქვეყნები არიან, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აბრეშუმის გზამ დაუკავშირა ერთმანეთს. „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა და კავშირები მუდმივად ვითარდება. ენა…

მეტი...

ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო

ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად ექსპონატები არ დაზიანებულა. ვერსალის სასახლე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ყოველწლიურად მას 7 მილიონზე მეტი ადამიანი ათვალიერებს.

მეტი...

,,გრიგოლ ლილუაშვილი არ იქნება დასანქცირებული, არ უნდა იყოს და იმიტომ” – პირველი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ მის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აშშ არ დაასანქცირებს. კითხვაზე, რატომ ფიქრობს ასე, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ”. „მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი, რომ არ იქნება დასანქცირებული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ,” – ამბობს ბატიაშვილი.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 13-15 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დედაქალაქში – თბილისში 13 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო 15 ივნისს დღის ბოლოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 ივნისს…

მეტი...

კლინიკაში რჩება გუშინ ბალდაში დაჭრილი მინდია ბჟალავა

პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, ძმები ხურცილავები, რომლებიც გუშინ ღამით, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. იმ დროს, როცა ადგილობრივები საპროტესტო კარვის მიმართულებით მიდიოდნენ, ხურცილავებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს, ცივი იარაღითა და სანადირო თოფით შეიარაღებულები გზაზე გადაუდგნენ და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. მინდია ბჟალავამ სცადა მათთვის სანადირო თოფის წართმევა, რა დროსაც რამდენჯერმე დაჭრეს. 33 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებლი ინფორმაციით, ძმები ხურცილავები ინვესტორი კომპანია “კანიონ- 350-ის” მფლობელ, მამუკა მერკვილაძესთან დაახლოებული პირები არიან. ,,ვიყავით დაახლოებით 20-25 ადამიანი, გუშინდელ მორიგეობაზე, ჩვენ პირდაპირ წამოვიდა ორი ადამიანი გინებით, ყველას აგინებდა, დანებს გვიქნევდა.…

მეტი...

რა ხდება რიკოთზე და გაიხსნა თუ არა მოძრაობა – ახალი ინფორმაცია

ამ დროისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან ღამით აღდგა. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.  

მეტი...

პოლიციამ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელები, ძმები ხურცილავები დააკავა

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე…

მეტი...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი დამნაშავედ ცნო

აშშ-ის დელავერის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იარაღის ყიდვისა და ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე დამნაშავედ ცნო. BBC-ის ცნობით, სხდომა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ. სხდომას ჰანტერ ბაიდენის მეუღლე მელისა კოენ ბაიდენი, ბიძა ჯეიმს ბაიდენი და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის შვილს არ შეიწყალებდა.

მეტი...

ხუანგკუოშუს ჩანჩქერი – მსოფლიოში მესამე, ყველაზე დიდი ჩანჩქერი (video)

ულამაზესი ჩანჩქერი ხუანგკუოშუ კუეიჭოუს პროვინციაში მდებარეობს. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრი. ყველაზე დიდია ჩანჩქერის მთავარი კასკადი, მისი სიმაღლე, 67 მეტრია, სიგანე კი 83 მეტრი. ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას“ უწოდებენ. მთლიანობაში, ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით. მეცნიერები თვლიან, რომ ხუანგკუოშუს ჩანჩქერი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერია. ხუანგკუოშუს ჩანჩქერი სიდიდით მესამე ჩანჩქერია მსოფლიოში, ნიაგარასა და ვიქტორიას ჩანჩქერის შემდეგ.

მეტი...

,,13 წლის გოგო აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო” – დაკავებულია 19 წლის ბიჭი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა. 2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და ,,მეთადონი”, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით…

მეტი...

,,მდინარე ტანა ადიდდა, ბობნევს გამოსცდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები” – მერის წარმომადგენელი

,,მდინარე ტანა ადიდდა, ბობნევს გამოსცდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები”, – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში ატენის თემში მერის წარმომადგენელი, შოთა ვანიშვილი ავრცელებს. ,,ყურადღება. მდინარე ტანა ადიდდა ბობნევს გამოსცდა მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები თუ ვინმეს რამე უდგას კალაპოტთან ახლოს ყურადღებით იყავით გთხოვთ გააფრთხილოთ მეზობლები”, – წერს შოთა ვანიშვილი.

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესაძენად 60 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ 60 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება უკრაინის არმიის საჭიროებისთვის დრონების წარმოებაში. ეს, სავარაუდოდ, ბოლო დახმარების პაკეტია, რომელიც დამტკიცებულია ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ინვესტიციები ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მთლიანი თანხიდან 60 მილიონი ევროდან, 17,5 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება უკრაინაში საზღვაო დრონების წარმოებაში. კიდევ 20 მილიონი გადაირიცხება საერთაშორისო ფონდში FPV-ის ტიპის დრონების წარმოებისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. დარჩენილი თანხები გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ორმხრივი მიწოდებისთვის და გამოიყოფა ჰოლანდიური ინდუსტრიის შესყიდვებისთვის.

მეტი...

იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს

იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს. ქართველი კაცი მანქანით საეჭვოდ გადაადგილდებოდა, რის გამოც პოლიციელებმა გააჩერეს. შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ქართველი ძარცვის, გატაცების, ნარკორეალიზაციისა და გაქცევის გამო იძებნებოდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად სხვადასხვა დანაშაული 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლამდე მანტუას, ვერონასა და როვიგოს პროვინციებში ჩაიდინა. ქართველი კაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მეტი...

,,როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა” – სალომე ზურაბიშვილი

,,როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი მისი უმაღლესი მთავარსარდალია და მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე. ჯარს სჭირდება გაძლიერება და ამ გაძლიერების მთავარი პარტნიორი იყო და არის აშშ.…

მეტი...

რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით, რუსეთის ჯარებმა კიევს სხავდასხვა ტიპის იარაღით შეუტიეს. მტერმა კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით – 101/Kh-555/Kh-55, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თავდასხმაზე გაფრთხილების სისტემა თითქმის ორი საათი მუშაობდა. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ყველა სამიზნე. რიცხვი ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არაა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მეტი...

ახალგაზრდებმა პრეზიდენტის შეხვედრის ჩაშლა სცადეს

გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.  გარკვეულმა ჯგუფმა შეხვედრის ჩაშლა სცადა და პრეზიდენტს ,,რეზიდენტი” და ,,მოღალატე” ეძახდნენ. შეხვედრიის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ,,პროვოკაცია არ არის აზრის დაფიქსირება. აზრის დაფიქსირება არის თავისუფალი ნების გამოვლინება, ახალგაზრდა ვარ, მეც “ჯენზი” ვარ”, – თქვა ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით მედიასთან.

მეტი...

ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს – არიან დაჭრილები

მარტვილში, სოფელ ბალდაში საპროტესტო კარავში მყოფი ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილები არიან ძმები მინდია და აჩი ბჟალავები. ისინი შვიდ თვეზე მეტია კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სხვა ადგილობრივებთან ერთად. სხეულის სხვადასხვა არეში მინდია ბჟალავას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მსუბუქი დაზიანებები აქვს მეორე ძმას. თავდამსხმელები სანადირო თოფებით და დანებით იყვნენ შეიარაღებული. ბალდის კანიონის მცველი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ,,გინებით მოგვივარდნენ კარავში, შეურაცხყოფები რა თქმა უნდა, გინებები, ერთი ამბავი, ტყვიებით სავსე ქამრით, დანებით, დანები თუ ჰქვია მაგას, ხანჯლებით, წავიდა გაწევ-გამოწევა, წავართვით დანები, მერე დამირეკეს, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი,…

მეტი...