,,მირჩევნია ვიყო დასანქცირებული, ვიდრე ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები” – ხუნდაძე

,,მირჩევნია ვიყო დასანქცირებული, ვიდრე ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები”, – თქვა ,,ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით. ,,ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს იყო მორიგი შეცდომა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა, როდესაც კანონმდებლებს ასანქცირებენ კანონის მიღებისთვის, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა… მე მირჩევნია და ჩემ გუნდს ურჩევნია იყოს დასანქცირებული, ვიდრე ჩვენ მაიდანიზაციის გზით მივიდეთ ომამდე და ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა მიიღონ ომში გაწვევის ფურცლები”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მეტი...

,,EU-მ მკაფიო გზავნილი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით” – რინკევიჩი

საერთაშორისო კონფერენციაზე ,,Riga StratCom Dialogue 2024″ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავე კრიტიკა გამოხატა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართ და ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. მან თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისი იყო. ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო. რინკევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს. ,,თუ ჩვენ არ გავაგზავნით…

მეტი...

გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო

მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. ,,სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად: თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა. დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო”, – აღნიშნულია…

მეტი...

ადამიანის ქვეყანაში შემოსვლაზე უკანონო უარის გამო შსს_ს ჯარიმა დაეკისრა

,,საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მათი თქმით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით, ხოლო აეროპორტში მას უთხრეს, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა. ,,მოსარჩელეს აეროპორტში განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მას არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება და მას მოუწია უკან გაბრუნება. ამ პერიოდში, კოვიდ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში მოქმედებდა საერთაშორისო მიმოსვლის…

მეტი...

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. ახალგაზრდა კაცს საკუთარი სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

,,ეს არის მორიგი შეცდომა” – წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე

,,ეს არის მორიგი შეცდომა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აშშ-ის მიერ სანქციების პირველი პაკეტის დაწესებას გამოეხმაურა. ,,ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. აქედან უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის, ეს არ არის პირველი შეცდომა, მორიგი შეცდომის შემდეგ ალბათ კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება. იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს და ეს კიდევ უფრო გაწელავს დროში, გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა…

მეტი...

,,აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს… კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება” – ჰელსინკის კომისია

,,აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს… კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ,,შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს და კონგრესში MEGOBARI Act-თან დაკავშირებით ყურადღება იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჯგუფის ახალ თანათავმჯდომარეებს, ოსტინ სკოტი და ჯერი კონოლი დონ ბეკონთან, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერთან ერთად”, – წერს კომისია.

მეტი...

,,რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება და რომ რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვისა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამ თემაზე მან გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მისი თქმით, ,,რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, არის თავდასხმა ჩვენს მშვიდობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში”. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია ომის ეკონომიკაზე გადავიდა, აგრძელებს შეიარაღებას და დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ის უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება. ,,საბოლოოდ, რუსეთიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვასა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ქალბატონებო და…

მეტი...

უფლებადამცველებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუს პროპაგანდისტებს უჩივლეს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა (CCL) და ხარკოვის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) რუს პროპაგანდისტებს უჩივლა. ჯგუფმა სასამართლოში წარადგინა მოხსენება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რუსი პროპაგანდისტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულები. კერძოდ, ისინი ადანაშაულებენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს. მომზადებულ მოხსენებაში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც, რომლის მითითებითაც ხდება პროპაგანდისტული მასალების გავრცელება. გადაცემების (500 საათზე მეტი) ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად ავტორებმა გამოავლინეს სიძულვილის ენის 300-ზე მეტი…

მეტი...

რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები?

რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები?, – ამის შესახებ Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს და აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს განმარტავს. ,,რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან; “ჯინი თავისუფალია”, შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ “გაატარებენ”; როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and…

მეტი...

,,ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული” – მილერი

,,ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის “დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ”. ,,იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები. ის ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან…

მეტი...

,,ჩემი კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება” – შაჰინი სანქციებზე

,,ჩემი კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება”, – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სახდეპის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას ეხმაურება. ,,მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებისთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანი არ იქნება”, – წერს შაჰინი.

მეტი...

,,დავხვდეთ კობახიძეს” – თსუ-ის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, აქცია დაანონსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა. ,,შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი. ,,ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და ,,კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების. მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა – არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა.…

მეტი...

,,ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედეთ ჩრდილოეთისკენ” – იან კელი კობახიძეს

,,ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედეთ ჩრდილოეთისკენ”, – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და პრემიერის განცხადებას ეხმაურება MEGOBARI აქტზე. ,,ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სადაც რუსული ჯარები აგრძელებენ ოკუპაციას, მუქარასა და დაპატიმრებას. თქვენი მეგობრები თქვენს შორის არიან, მუშაობენ, რომ დაგეხმარონ დასავლეთთან შეერთებაში, ოცნებასთან, რომელსაც ყოველი ტყუილითა და შეურაცხყოფით აშორებთ”, – წერს იან კელი.

მეტი...

,,მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!” – ზავრადაშვილი

,,მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნებიდან” ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს ,,მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?”, – წერს ზავრადაშვილი.

მეტი...