„მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენს ურთიერთობებს გადავხედოთ“-მეთიუ მილერი

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია – ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის. „კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას შევახსენებ, რომ სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ რამე დონის დაკონკრეტებით [სახელების] თქმა არ შემიძლია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის…

მეტი...

„სავიზო შეზღუდვები მოიცავს “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს“- მილერი

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა. სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, ძალოვნებს და კერძო პირებს ეხება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მილერმა ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გახსნა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, სანქციები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც და სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს. “შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა…

მეტი...

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების წევრები დაასანქცირა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, დემოკრატიის უგულვებელყოფისთვის, სანქციების პირველი პაკეტი გამოცხადდა. ამის  შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა. მილერი ამბობს, რომ  სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს და ძალოვნებს შეეხებათ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, სია 30-მდე ადამიანისგან შედგება, თუმცა მილერი მათ ვინაობას არ ასახელებს. სანქციები ასევე შეეხებათ, ამ სიაში მყოფი პირების ოჯახის წევრებსაც. „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სავიზო შეზღუდვებს ეხება“- ამბობს მილერი

მეტი...

ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული სამი აქტივისტი დაზარალებულად ცნეს

თბილისში ე.წ „რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციის სამი მონაწილეს, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა გურამ ადამიამ განაცხადა. როგორც ადამია ამბობს, შესაბამისი დოკუმენტაცია პროკურატურამ მას დღეს გადასცა. ის ასევე გაეცნო სამართალდამცავების ჩვენებებს და თქვა, რომ რასაც პოლიცია ჩვენებაში წერს სიმართლეს არ შეესაბამება. „დაზარალებულად მაღიარა პროკურატურამ და ეს დოკუმენტაცია გადმომცეს. სასამართლოდან გადმომცეს პოლიციელების ჩვენებები და საერთოდ „კომედიები“წერია, საერთოდ სხვაგან ვიყავი და სხვა რამეები წერია“- თქვა  გურამ ადამიამ. ადამია ამბობს, რომ დამნაშავეების დასჯის იმედი არა აქვს.  

მეტი...

მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

შეფერხების შემდეგ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროში შეფერხება  ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. “აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”- აღნიშნულია განცხადებაში.   წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს

მეტი...

წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ისევ შეჩერებულია. მეტროში შეფერხების გამო, მოქალაქეები  გვირაბიდან გამოიყვანეს. ინფორმაციისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა, დაახლოებით, ნახევარი საათზე მეტია, რაც შეჩერებულია. სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე აღდგენითიო სამუშაოები დაწყებულია.   მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს

მეტი...

„ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით“- ბაიდენი

„ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით – პუტინს 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება აქვს საზღვართან ახლოს. “უფლებას ვაძლევთ [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს…მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ” – განაცხადა ბაიდენმა.    

მეტი...

მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს. მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრების მომსახურებას დაახლოებიოთ ერთი საათია, ვერ ახერხებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე  ჯგუფი მუშაობს.

მეტი...

“ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული”- ჰერჩინსკი

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში“- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ამჟამინდელ მთავრობასთან. „ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა, ვიმედოვნებ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე 26 ოქტომბერს“-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.      

მეტი...

“„ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო„- გახარია

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“- განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გახარია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო. “დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების…

მეტი...

„ჩვენ უარს არ ვამბობთ საქართველოზე“-ჰერჩინსკი

„ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ შემცირდება“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ისინი იმედოვნებენ, რომ პრობლემა გადაილახება. „მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ საქართველოზე, აქ ვრჩებით. ჩვენ გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა გადაილახება. ჩვენ ძალიან მომთმენები ვართ, ველოდებით საქართველოს. საქართველომ მიიღო კანდიდატის ქვეყნის სტატუსი, რაც იყო ისტორიული მიღწევა.  დაიკარგება თუ არა ზოგიერთი დაფინანსება, სხვები გადამისამართდება ან შეჩერდება? – დიახ, ეს არის ზომები ვარიანტებს შორის, რასაც გადაწყვეტენ 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები. ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ…

მეტი...

„იარაღით შევაშინებ-მეთქი“- ვარკეთილში ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული პატიმრობაში დატოვეს

ვარკეთილში, ორი ადამაიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მისი გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა პროცესზე თქვა, არავისთვის არაფრის დაშავება არ სურდა. “არავისთვის არაფრის დაშავება არ მინდოდა. ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ… იარაღით შევაშინებ-მეთქი, როგორც კი ამოვიღე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის” – ამბობს ბრალდებული. ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან…

მეტი...

„ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს“- პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის მუხლით ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშები ტერორისტული…

მეტი...

„ვიმედოვნებ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“-ჰერჩინსკი

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული. ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ამჟამინდელ მთავრობასთან. „ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა, იმედს ვამყარევბთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

„საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ“-ჰერჩინსკი

„განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს, საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. პაველ ჰერჩინკის კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციების შესახებ. მისივე თქმით, 24 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეხვდებიან და გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ. „როგორც ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, თუ უცხოური გავლენის კანონს მიიღებდნენ, სამწუხარო შედეგები იქნებოდა  ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ ამოქმედდა. ჩვენ 27 წევრ ქვეყანას შორის დავიწყეთ შიდა განხილვა შედეგებთან დაკავშირებით. წევრმა ქვეყნებმა უთხრეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მოამზადონ “მენიუ” სხვადასხვა…

მეტი...

„უკრაინას უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაიცვას თავი” – შოლცი

„უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმებისგან”, –  განაცხადა  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მშვიდობის უზრუნველყოფა არ ნიშნავს თეთრი დროშის აღმართვას ან ძალადობისა და უსამართლობის წინაშე კაპიტულაციას. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ არ იგეგმება, რადგან რუსეთს სჯერა, რომ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე. „რუსეთი უკრაინის მიწების მოპარვას ცდილობს. თუ ჩვენ ამ იმპერიალიზმს მივიღებთ, მაშინ ჩვენი უსაფრთხოება იქნება საფრთხის ქვეშ და საფრთხეში იქნება მთელი ევროპის უსაფრთხოებაც. ბოლო პერიოდში, რუსეთმა ახალი…

მეტი...

„გთხოვთ შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები“- მიხაელ როთი

“ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს. „გმადლობთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ , ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს“ – წერს როთი.

მეტი...

,,ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ,,მეტი მეტისთვის” დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ ,,ნაკლები ნაკლებისთვის” – ჰერჩინსკი

,,ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ,,მეტი მეტისთვის” დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ ,,ნაკლები ნაკლებისთვის”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას. ,,ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მუშაობისას ყოველთვის მივდევდით ფილოსოფიას “მეტი მეტისთვის”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. როდესაც პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ, მაშინვე ვცდილობთ ისე გაკეთებას, რომ ეს პოზიტიური რეფორმები საქართველოში დაჯილდოებულ იქნას. ყოველი პოზიტიური ნაბიჯი იქნება უფრო და უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან. და ეს იყო ფილოსოფია, რომელიც გასულ კვირამდე გამოიყენებოდა ჩვენს EU-საქართველოს ურთიერთობებში. მე აღვნიშნე, რომ ეს იყო დიდი სინანული. და ახლა რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ფილოსოფიიდან “მეტი მეტისთვის”…

მეტი...

მსოფლიო საოცრება – 240 კილომეტრიანი გზატკეცილი ცაში (ვიდეო)

იაქსის გზატკეცილის სიგრძე, რომელიც ვიდეოზეა გამოსახული, 240 კილომენტრზეა გადაჭიმული, იაანსა და სიჩანგს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს გზატკეცილი ყველაზე ციცაბო წერტილში გადის და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 600-700 მეტრია.

მეტი...

პრეზიდენტი 11 ივნისს ახალგაზრდებს შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამშაბათს, 11 ივნისს, ახალგაზრდებს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს. მათივე ცნობით, შეხვედრა 19′:00 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულო.

მეტი...

,,წინ ევროპისკენ” – სოსო ბაბაევი გაათავისუფლეს

,,წინ ევროპისკენ”, – ამ სიტყვებით დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ იოსებ ბაბაევმა. გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ,,ბრძოლის ხასიათზე ვარ, ერთადერთი იარაღი რაც გვაქვს ჩვენ , თავში გვაქვს. ჩვენ სხვა იარაღი არ გვჭირდება. ამიტომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. მოსამართლემ დღეს საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი. პირველ რიგში, იხელმძღვანელა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონით და მერე იხელმძღვანელა პირადი ეჭვით, გონივრული ეჭვით. მან “სამართალდამცავებისგან” დაინახა, რომ იყო არაჰუმანური მოპყრობა, დაინახა, რომ იყო ძალადობა, დაინახა, რომ იყო დანაშაული, არ იყო ვიდეოჩანაწერი და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი უდანაშაულო…

მეტი...

,,ის, რაც უკვე გაწერილია, აღწერილია და წერია ჩვენს კონსტიტუციაში, აღარ საჭიროებს დამატებით რეგულაციებს” – ხატია დეკანოიძე

,,ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი საჭირო არ არის, რადგან ის, რაზეც მმართველი გუნდი აპელირებს, საქართველოს კონსტიტუციით უკვე დარეგულირებულია. მისი თქმით, ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ. ,,ჩემი პოზიცია ამ კანონებთან დაკავშირებით არ შეცვლილა – ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს. ის, რაც უკვე გაწერილია, აღწერილია და წერია ჩვენს კონსტიტუციაში, აღარ საჭიროებს დამატებით რეგულაციებს. ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულია, თუ რა არის ოჯახი, ამიტომ მე არ მივიჩნევ, რომ კონსტიტუციაზე მაღლა შეიძლება დადგეს სხვა რამე და მან დაარეგულიროს,“ – აცხადებს…

მეტი...

დავით ნარმანიამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში. სემეკის თავმჯდომარის მოდერატორობით გამართულ პანელურ დისკუსიაში, მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების საკითხებზე. დავით ნარმანიამ დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრა განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოს პოტენციალსა და ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა სემეკის მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის სისტემაზე, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების წესზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი იძლევა შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ჯანსაღი ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მწვანე ენერგეტიკული გარემოს ჩამოყალიბება.…

მეტი...

ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი საფრანგეთში ჩავიდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.

მეტი...

MONA.GE-ს ჩამონათვალში კოკა კაციტაძეც მოხვდა

,,გირჩი-დროამ” ახალი სია წარადგინა. ამჯერად დასახელდა 11 პირი, რომლებიც ჩართული არიან ანტირუსული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ქმედებებში, მათ შორის ზონდერები, პოლიციელები, მოსამართლე რომელიც აქტივისტების საქმეებს განიხილავს და მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს და ასევე ის პირები, ვინც ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად, თსუ-სთან ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდება. სიაში მოხვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძეც. ელენე ხოშტარიას თქმით, სწორედ კაციტაძის სამსახურია პასუხისმგებელი პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე, თუმცა უწყება არაფერს იძიებს. სიაში ასევე მოხვდნენ: ლევან თავდიშვილი – მოძალადე; დავით მარუაშვილი – კრიმპოლის თანამშრომელი; ცრუ მოწმე; ლადო მგალობლიშვილი – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და…

მეტი...

მკვლელობა ვარკეთილში – ადვოკატის ცნობით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რაც აღწერს ბრალდებულზე თავდასხმის ფაქტს

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ დაფიქსირებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე თავდასხმის ფაქტი და ჩანაწერი ამოღებულია, თუმცა ჯერჯერობით გახსნილი არ არის. ადვოკატი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კალანდარიშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა: ,,ყველა ადამიანს და მათ შორის დაკავებულ პირსაც უფლება აქვს, რომ იცავდეს საკუთარ თავსა და საკუთარ ოჯახს. მკვლელობა მოხდა მის სახლში, სცემეს და თავდაცვის მიზნით გამოიტანა შენახული სანადირო იარაღი, რომელსაც ართმევდნენ და მოხდა გასროლა. მას არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია და ფაქტია, რომ მას არავისთვის იმის საფუძველი არ მიუცია, რომ ღამის საათებში მძინარე…

მეტი...

სავარაუდოდ, არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ჩადო პოლიციამ იარაღი ბაბაევის მანქანაში – ბაბაევის საქმე

მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, ხოლო მიღებული ინფორმაცია დაუშვებლად, პოლიცია უარყოფს, რომ იარაღი აქტივისტისა და ბიზნესმენის მანქანაში სწორედ მათ ჩადეს. თუმცა მოსამართლე ლევან დარბაიძის ამ გადაწყვეტილებამ ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. როგორც ირკვევა, ბაბაევს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შსს მისთვის საქმის შეკერვას გეგმავდა, რის გამოც, საკუთარი ავტომანქანაში წინასწარ 12 სათვალთვალო კამერა დააყენა. სწორედ ამ კამერებზეა სავარაუდოდ დაფიქსირებული პოლიციელების უკანონო ქმედებები. არ არის გამორიცხული არსებობდეს კონკრეტული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ჩადო პოლიციამ “კალაშნიკოვი” და…

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული გემი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, 6 ივნისს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული გემი გაანადგურეს. უწყება ამბობს, რომ წარმატებული ოპერაცია პანსკის ტბის მიდამოში ჩატარდა. დრონით იერიში მიიტანეს “Сатурн”-ის ან “Протей”-ის ტიპის სარეიდო-საბუქსირე გემზე. უწყებამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

მეტი...

,,არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონი მოქმედებს” – კახა კალაძე

,,არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონი მოქმედებს, მაგრამ საქართველოს უფლება არ აქვს, ასეთი კანონი მიიღოს, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ არსებობს მთელი რიგი ქვეყნები როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში, სადაც ასეთი კანონი ჩვეულებრივ მუშაობს. თუმცა საქართველოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ჩვენი კანონი კიდევ უფრო ჰუმანურია. ჩვენი კანონმდებლობა ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას. ერთი წლის განმავლობაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც უცხოეთიდან 20 პროცენტზე მეტით ფინანსდებიან, უბრალოდ წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან მიიღეს თანხები…

მეტი...

,,თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ” – კობახიძე

,,თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კონგრესმენისთვის გაგზავნილ წერილს შეეხებოდა. პრემიერის თქმით, დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ქვეყანა. „თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ,…

მეტი...

,,გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში” – კობახიძე

,,ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არგუმენტები მმართველი გუნდის მხარეს არის უამრავი, მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა. „ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ყველა გაურბის…

მეტი...

„როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი“-კობახიძე

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის”, -განაცხადა კობახიძემ პრემიერმა  იმედი გამოთქვა, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივად და მაშინდელმა ელჩმა…

მეტი...

,,გამჭვირვალობის კანონი არის რეალურად სუვერენიტეტის კონსტიტუცია” – კობახიძე

,,გამჭვირვალობის კანონი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში და აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მან არაერთხელ შესთავაზა ყველას საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, თუმცა ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. „კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი მზაობა, დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში. ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ, იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა, ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ეს არის…

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი” – პრემიერი

,,რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ისტორიულად, 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. „რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით, როგორც მოგეხსენებათ, ჯამი არ იცვლება ხოლმე, ამიტომ დიდი ინტერესი არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასეც და ისეც რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი, ეს არის ხოლმე დაახლოებით 60%, ყოველ ჯერზე ფიქსირდება ძალიან მაღალი, ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ დაჯგუფდება, თუ…

მეტი...

„ჩვენ ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან“-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას. მისი შეფასებით, ეს  საბოლოოდ  მესამე მსოფლიო ომამდე მივა. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა. ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინის ომი და ისრაელზე თავდასხმა არ მოხდებოდა. კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა, რომ ისრაელი საქმეს სწრაფად და ძლიერად დაასრულებს.…

მეტი...

პროკურატურამ თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...