MONA.GE-ს ჩამონათვალში კოკა კაციტაძეც მოხვდა

,,გირჩი-დროამ” ახალი სია წარადგინა. ამჯერად დასახელდა 11 პირი, რომლებიც ჩართული არიან ანტირუსული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ქმედებებში, მათ შორის ზონდერები, პოლიციელები, მოსამართლე რომელიც აქტივისტების საქმეებს განიხილავს და მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს და ასევე ის პირები, ვინც ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად, თსუ-სთან ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდება.

სიაში მოხვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძეც. ელენე ხოშტარიას თქმით, სწორედ კაციტაძის სამსახურია პასუხისმგებელი პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე, თუმცა უწყება არაფერს იძიებს.

სიაში ასევე მოხვდნენ:

ლევან თავდიშვილი – მოძალადე;
დავით მარუაშვილი – კრიმპოლის თანამშრომელი; ცრუ მოწმე;
ლადო მგალობლიშვილი – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და კომიტეტის თავმჯდომარე;[მგალობლიშვილი მშობლებისგან პედაგოგების დასმენას ითხოვდა].
ალექსანდრე მუკათარიძე – მოძალადე;
ნიკოლოზ სიხარულიძე – მოძალადე;
შადიმან ქურცაძე – ზონდერი;
კობა ჩაგუნავა- მოსამართლე;
ლუკა წიკლაური – კრიმპოლის თანამშრომელი, ცრუ მოწმე;
ჯაბა ჯულაყიძე – მოძალადე;
თამთა ქიმბარიშვილი – შსს-ს თანამშრომელი

მსგავსი თემები