„ჩვენ ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან“-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას. მისი შეფასებით, ეს  საბოლოოდ  მესამე მსოფლიო ომამდე მივა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა.

ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინის ომი და ისრაელზე თავდასხმა არ მოხდებოდა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა, რომ ისრაელი საქმეს სწრაფად და ძლიერად დაასრულებს.

„ მათ უნდა დაასრულონ საქმე. ეს ნიშნავს გამარჯვებას. არის ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმა არ მომხდარა. იცით ადამიანები, რომლებიც ჰოლოკოსტს არ აღიარებენ. ეს ერთი და იგივე ხალხია. ისრაელს 15 წლის წინ აშშ-ში ჰყავდა ყველაზე ძლიერი ლობი. ახლა ებრაელი ჩაკ შუმერიც კი პალესტინელივით იქცევა“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები