ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველებმა დიაბეტი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით განკურნეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Cell Discovery გამოქვეყნდა. საუბარია 59 წლის კაცზე, რომელსაც 25 წლის განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. დაავადების გამო მან პანკრეასის თითქმის ყველა უჯრედი დაკარგა, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამასთან, პაციენტს დღეში ინსულინის რამდენიმე ინიექცია ესაჭიროებოდა. კაცის სამკურნალოდ მეცნიერება ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებიდან პანკრეასის უჯრედები გაზარდეს, შემდეგ კი ისინი პაციენტის სხეულში გადანერგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დროთა განმავლობაში პაციენტის ორგანიზმმა ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავება დაიწყო. ტრანსპლანტაცია 2021 წელს ჩატარდა. პაციენტი ინსულინს გარედან აღარ იღებდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სრულად შეწყვიტა…

მეტი...

,,მზად ვართ, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” მზადაა კვოტების ნახევარი სხვა პარტიების გაუნაწილოს. ამ თემაზე მან სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს ისაუბრა და თქვა, რომ ამისთვის პარტიების რეიტინგების დათვლაა საჭირო. ,,ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტების მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,აფხაზეთობა 2024” გაიმართა

აფხაზეთის დღესთან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთა დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა ღონისძიება – „აფხაზეთობა 2024“. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ საკონკურსო მიმართულებებში: კალიგრაფიული წერა – შოთა ნიშნიანიძის “აფხაზური კანტატიდან”, მხატვრული წაკითხვის კონკურსი – კითხულობდნენ შოთა ნიშნიანიძის „აფხაზურ კანტატას“, თავისუფალი წერა თემაზე „ო, აფხაზეთო ბევრი კარგი მოყმის გამდელო“ და ხატვის კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. ღონისძიება გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა აფხაზეთობა და ბავშვთა დაცვის დღე. ხაზი გაუსვა აფხაზეთთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას სკოლებში და მათ ამ თემაზე სემინარების ჩატარება შესთავაზა. ღონიძიების ორგანიზებაში…

მეტი...

,,ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა. მისივე შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. „მინდა შეგახსენოთ, რომ 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, ავიარეისების რაოდენობა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„ყველამ იცის, რა შედეგი მოჰყვება კანონის დაუმორჩილებლობას, რაც არასამთავრობო სექტორმა უკვე დააანონსა“ – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით დაუმორჩილებლობა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ,,კანონის დაუმორჩილებლობა, რაც რამდენიმე ორგანიზაციამ დააანონსა არის არადემოკრატიული ქცევა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას, ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლიან სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველამ ვიცით რა არის გასაკეთებელი, ყველამ ვიცით რა შედეგები მოჰყვება იმას თუ არ იქნება დეკლარირება. როდესაც ვისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, იქვე მოგიწოდებთ ყველას ჰკითხოთ, თუ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიურად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ?”, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს…

მეტი...

ოპოზიციური პარტიები დღეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ,,ქართულ ქარტიას” მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, 3 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას” მოაწერენ ხელს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები ხელმოსაწერად ორბელიანების სასახლეში მისვლას 11:00 საათიდან დაიწყებენ. დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აწერს. ინიციატივას არ უერთდება “გირჩი” და “ლეიბორისტული პარტია”, რაც შეეხება პარტიას “საქართველოსთვის”, გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 12:00 საათზე გააჟღერებს. ორბელიანების სასახლეში უკვე მივიდა პოლიტიკოსი ეკა ბესელია: ,,ქარტია მიმაჩნია ახლა ყველაზე მნიშვნელოვან, ერთიან სამოქმედო ხედვად და გზად საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე. ამ დოკუმენტს სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, არამედ პირველ რიგში სჭირდება ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერა და მე სწორედ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიური ანგარიშით ივნისის ბოლოს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. პაპუაშვილის განმარტებით, თავად პრემიერი აღნიშნულ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე ბოლო სასესიო კვირას წარადგენს, რაც ივნისის ბოლო პერიოდს გულისხმობს. „პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე წარმოდგენილია ტექსტის სახით, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ და ბოლო სასესიო კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. საინტერესოა, ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა და არც ერთხელ არ მიმართა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ინტერპელაციით. მათ შეეძლოთ ყოველ თვე ირაკლი კობახიძე დაებარებინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით და ვერც კი გაბედეს, რომ დისკუსიაში შესულიყვნენ ინტერპელაციის ფორმატში ირაკლი კობახიძესთან. ვნახოთ, წლიური…

მეტი...

,,2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება” – კობახიძე

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. „დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის…

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კენედის მკვლელობის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის, 11 სექტემბრის ტერაქტისა და მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი შურისძიება წარმატებული იქნება. ეს ცუდი ხალხია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, სხვას გაუკეთებდნენ იმავეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს პაპუაშვილმა ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 3 ივნისს, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ,,დღეს ხელი მოვაწერე კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა”, – თქვა პაპუაშვილმა.

მეტი...

„იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები, შემწყნარებლები არ ვიქნებით“ – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. მის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს. „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია, მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს“, – წერია განცხადებაში.

მეტი...

საქველმოქმედო კონცერტზე, აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 ათასი ლარი შეგროვდა

მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის – უსამართლო ჯარიმების გადასახდელად მოქალაქეებმა აქცია-მარათონზე 250 ათასი ლარი შეაგროვეს. საქველმოქმედო აქცია-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გუშინ, 21:00 საათიდან დაიწყო. მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა, მათ შორის: გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი; შოთა საგანელიძე; Moku Moku; წერილი; Kordz; Mechanical Rainbow; ლექს სენი & თიკო; ნატალია ნაყოფია; Bedford Falls; Circus Mircus; The Window; Quemmekh; არა; ყველა; Creams; ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი; ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე; ფანიკო; ავარა; თამადა; მერაბ სეფაშვილი; ლელა წურწუმია; რობი კუხიანიძე; დაგდაგანი; Loudspeakers; გამოუვალი მდგომარეობა; Process. ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით,…

მეტი...

გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ ორ შტატში ვითარება კვლავ რთულია

გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ ორ შტატში ვითარება კვლავ რთულია. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მაშველი, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი. ევაკუაცია გრძელდება რუდერსბერგის მუნიციპალიტეტში, სადაც ბევრი ადამიანი საკუთარ დატბორილ სახლებშია ჩარჩენილი. რთული ვითარებაა ბავარიაშიც, სადაც სტიქიის გამო 3000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ათ რაიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაზარალებულ რეგიონებში დღეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ნენსი ფეზერთან ერთად ჩავა.

მეტი...

,,თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს” – მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე ისაუბრა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის პარტნიორების ნეგატიური განცხადებები უცნაურია. „ძალიან უცნაურია, როდესაც ამ დონემდე მივიდა ეს წინააღმდეგობა, როდესაც აშკარად კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს – რა გვაქვს დასამალი ამ საქმეში, როდესაც ინტერესების თანხვედრა უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, ეს პარტნიორების მხრიდან ხდება და მით უმეტეს, ეს არის უცნაური – თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს, უფრო მეტად უნდა ხდებოდეს ინტერესების თანხვედრა. მისი ინტერესი და ჩემი ინტერესი ჩემს ქვეყანაში უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუკი ემთხვევა ეს ინტერესი, მაშინ დასამალი რა არის აქ?“,…

მეტი...

საქართველოში ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომდევნო კვირის ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ,,გილოცავთ! წვიმის, სეტყვის და ზოგადად არსებული უამინდობის შემდეგ გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს. ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები, ახალი თვე ფაქტობრივად დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა. ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში +33, +35 გრადუსს მიაღწევს, სიცხის ფონზე ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში ძირითადად მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო. გისურვებთ მზიან დღეებთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს”, – წერს კობა ფარტენაძე.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩატარდება. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა ,,ვივამედიდან“ დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც. ცნობისთვის, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის- 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მეტი...

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მოვიდეს საარჩევნო უბანთან“ – აქუბარდია

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია“, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქცია-კონცერტის პარალელურად განაცხადა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდა მართლმსაჯულების პირისპირ მარტო არ დარჩეს. ,,რუსული კანონის” მიღების შემდეგ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოქალაქეებში იმედგაცრუება, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კანონს აპროტესტებდნენ. ისინი მარტო არ უნდა დავტოვოთ, უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით შექმნა. მეც დღეს აქ ვარ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებად იყენებდნენ და…

მეტი...

,,ისრაელში საპროტესტო აქცია გაიმართა” – დემონსტრანტები ნეთანიაჰუს მოუწოდებენ დათანხმდეს აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას

ათიათასობით მომიტინგე თელ-ავივში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. ორი ადამიანი დააკავეს, 14 დაშავდა, პოლიციამ სპეციალურ საშუალებები გამოიყენა ხალხის დასაშლელად. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 120 000 ადამიანი გამოვიდა ისრაელის ქალაქის ქუჩებში, რათა მოეწოდებინათ მთავრობისთვის, მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა პარასკევს დაასახელა. შეთანხმება ითვალისწინებს 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი მძევლების განთავისუფლებას, ღაზის ალყაში მოქცეული ანკლავიდან ისრაელის ჯარების თანდათანობით გაყვანის სანაცვლოდ. “ჰამასმა” თავდასხმის დროს ტყვედ 252 ადამიანი აიყვანა, მათგან დაახლოებით 120 ჯერ ისევ ტყვეობაშია, ისრაელის მხარეს დაიღუპა…

მეტი...

რუსეთში, მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ვლადიკავკაზიდან 63 კილომეტრში მოხდა.

მეტი...

სტამბოლში მომხდარი ნგრევის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. მაშველებმა ნანგრევებიდან 8 პირი ამოიყვანეს. მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, კორპუსი სტანდარტების შესაბამისად იყო აშენებული, თუმცა, მასზე უკანონოდ რამდენიმე სართული დააშენეს. დაკავებულია 2 ადამიანი – მათ შორის ერთ-ერთი შენობის მეპატრონეა.

მეტი...

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართულ კანონპროექტს შალვა პაპუაშვილი ხელს დღეს მოაწერს

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს პარლამენტის თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს. მისი გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრისთვის პორტალის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება, თუმცა ცნობილია რომ ,,ენჯეოების” ნაწილი არ აპირებს კანონს დაემორჩილოს და საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს.

მეტი...