გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. მის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
„ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია, მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს“, – წერია განცხადებაში.