“რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს”- კახა კალაძე

“გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში ფული იყო გადახდილი “ – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც მსგავსი რეზოლუციებისთვის ხელის მოწერის სანაცვლოდ ფულს იღებენ.

„მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ კაბინეტებში ამ და სხვა საკითხებზე იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები. კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც, რომლებიც, სამწუხაროდ არ იყო გაჟღერებული. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამასაც გააჟღერებენ და იტყვიან რა მოწოდებები იყო და საითკენ მიჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, რომ არა საქართველოს მთავრობა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა.

რაც შეეხება რეზოლუციას, არანაირი ფასი არ აქვს. გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება,როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში იყო ფული გადახდილი. კონკრეტული დეპუტატები იღებენ ფულს იმაში,რომ ამ სიბინძურეებს მოაწერონ ხელი“- განაცხადა კალაძემ.

 

 

მსგავსი თემები